კატეგორიები

Showing posts with label SONY. Show all posts
Showing posts with label SONY. Show all posts

Tuesday, 31 May 2016

Sony-ის ახალი სმარტონი Xperia E5 და გაგრძელდება თუ არა "Z" სერია.....!


  Sony-მ მიუხედავად იმისა, რომ "X" სერია ბრენდათ აქცია და გადაწყვიტა მაქსიმალური ყურადღება ამ "X" სერიას დაუთმოს, მაინც გამოუშვა ბიუჯეტური სმარტფონი Xperia E5! უნდა ვივარაუდოთ, რომ "Z" სერია გაგრძელდება? არაფერია გამორიცხული, თან Sony-ს ოფიციალურად არასდროს დაუკონკრეტებია, რომ "Z" სერიას ხურავდა, უფრო მეტიც Sony-ს დიზაინერმა ყოველი წლის მეორე ნახევარში გამოვა ფლაგმანი სმარტფონიო და "Z" სერია არ დასრულებულაო. თუმცა Sony-ს სხვა წარმომადგენლები უბრალოდ აღნიშნავდნენ იმას, რომ "Z" სერიამ მიაღწია კულმინაციას და "X" სერია არის ახალი დასაწყისი! ეს არ გამორიცხავს იმას, რომ "X" სერია წლის პირველი ნახევრის ფლაგმანი იქნება და "Z" სერია წლის მეორე ნახევრის! ასე რომ უნდა ველოდოთ Xperia Z7–ს, Xperia Z7 Premium-ს და Xperia Z7 Compact-ს სექტემბერში.

Friday, 20 May 2016

Sony Xperia X Perfomance VS Samsung Galaxy S7 VS HTC 10: კამერების შედარება

  
  კამერის ტესტები გაკეთებულია ღამით და დღისით 100 პროცენტიანი დაზუმების დროს, როგორც ხედავთ Sony Xperia X Perfomance-ს აქვს საუკეთესო დეტალიზაცია ღამითაც და დღისითაც.

Tuesday, 10 May 2016

Sony Xperia X Perfomance-ის კამერის ტესტი


  
Sony Xperia X Perfomance-ის ძირითად კამერად წარმოდგენილია 6 ლინზიანი 1/2.3 ინჩის ზომის 23 (25 მეგაპიქსელიანი) მეგაპიქსელიანი IMX300-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: 192 ფაზოვანი 0.03 წამიანი ჰიბრიდული სუპერ სწრაფი ავტოფოკუსი, 0.6 წამიანიანი ლოდინის რეჟიმი,  ISO12800 ფოტო გადაღებაზე და ISO3200 ვიდეო გადაღებაზე, F2.0 დიაფრაგმა 24 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით, G ლინზები 6 ელემენტიანი, BIONZ პროცესორი,(დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება და ინტელექტუალური სტაბილიზაცია), SteadyShot და დამატებით ინტელექტუალური სტაბილიზაცია (ჰიბრიდული ელექტორნულ-ოპტიკური სტაბილიზაცია), 5x წმინდა ზუმი (Clear Image Zoom), 8x ციფრული ზუმი, CMOS BSI Exmor RS RGB სენსორი და Pulse Led განათება.

Friday, 29 April 2016

რომელი სმარტფონის შეძენა იქნება საუკეთესო ვარიანტი დღეს?! #1

  
   შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთქვარი რჩევა ჩემგან, არანაირი მიკერძოება და ა.შ. :) პოსტი გაგრძელდება ნომრების სახით. ;)
თუ თქვენ ხშირად უყურებთ ფილმებს სმარტფონში, გჭირდებათ კარგი ბატარეა, პრემიუმ დიზაინი და დიდი ზომის ეკრანი, მაშინ Huawei Mate 8 კარგი ვარიანტია.
Mate 8 წარმოდგენილია 6 დიუმიანი FHD რეზოლუციის 2.5D IPS LCD ეკრანით, რომელიც კორპუსზე კომპაქტურადაა მოთავსებული და წინა მხარეს 78.39 პროცესნტს იკავებს. სმარტფონის შემადგენლობაში შედის Kirin 950-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128(ასევე აქვს 32 და 64 გიგაბაიტიანი ვარიანტებიც) გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 16 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი და 4000 მილიამპერიანი ბატარეა.

Thursday, 21 April 2016

Lenovo Zuk Z2 Pro: ნამდვილი ფლაგმანი

 
Lenovo-მ ახალი ფლაგმანური სმარტფონი ZUK Z2 Pro წარმოგვიდგინა, რომლის ტექნიკური მახასიათებლები ნამდვილად შთამბეჭდავია....
 სმარტფონი წარმოდგენილია 5.2 დიუმიანი FHD რეზოლუციის 3D Super AMOLED ეკრანით, Qualcomm Snapdagon 820-ის ჩიფსეტით და 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით.
 სმარტფონის შემადგენლობაში ასევე შედის 3100 მილიამპერიანი ბატარეა, USB Type C პორტით, წრაფი დატენვის ტექნოლოგიით (რომელიც 30 წუთში სმარტფონს 85 პროცენტამდე დატენის), 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, გულისცემის საზომი სენსორი და Android M ოპერაციული სისტემა.

Sony-ს ახალი სარტფონი სელფის მოყვარულთათვის ტესტირების პროცესშია:Xperia XA Ultra & Xperia X Ultra?

  
  Sony-ს ახალმა სმარტფონმა ცოტა ხნის წინ Zauba-ზე ტესტირება გაიარა, სადაც ნაჩვენებია, რომ აღნიშნულ სმარტფონს ექნება 6 დიუმიანი FHD რეზოლუციის ეკრანი, 13 მეგაპიქსელიანი წინა კამერა ნათებით, 13 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და Qualcomm Snapdragon 652-ის ჩიფსეტი.

Tuesday, 19 April 2016

Sony Xperia X (X1) Premium:რევოლუციური სმარტფონი! მალე......

  
Sony ძალიან მალე წარმოგვიდგენს ახალ ფლაგმანურ სმარტფონს Xperia X (X1) Premium-ს, რომელსაც ექნება 5.5 დიუმიანი 2.5D 4K UHD რეზოლუციის HDR (პირველი სმარტფონი HDR ეკრანით) ეკრანი White Magic LCD ტექნოლოგიით, ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშე 1300nits, 120 ჰერციანი 10 ბიტიანი HDR ჩვენება, 1.07 მილიარდი ფერთა სიღრმე (სხვა სმარტფონებზე გვხდება 16.7 მილიონი).

Thursday, 14 April 2016

GSMArena-ს თქმით Sony Xperia X (ასევე X Perfomance-ს) აქვს საუკეთესო სელფი კამერა მსოფლიოში! თუ რატომ, ამას სტატიაში გაიგებთ :)


Sony Xperia X (ასევე X Perfomance)წინა კამერად წარმოდგენილია 6 ლინზიანი 13 მეგაპიქსელიანი Sony IMX258-ის 1/3 ინჩის ზომის სენსორი F2.0 დიაფრაგმით, 22 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით, 192 ფაზიანი ავტოფოკუსით,  SteadyShot სტაბილიზაციით და 0.03 წამიანი ავტოფოკუსით. მსგავსი დონის წინა კამერა სმარტფონებზე არ გვხდება, უფრო მეტიც, ზოგ ფლაგმანურ და საშუალო კლასის სმარტფონის მთავარ კამერაზეც კი არ არის ზოგიერთ კონკურენტ ბრენდზე მსგავსი დონის კამერა.

Friday, 8 April 2016

Sony Xperia X1 Perfomace და X1 Compact-ი ორმაგი მთავარი კამერით და მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით

 
Sony-მ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ახალი "X" სერია, რომელმაც მცირე დროში საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა, როგორც ჩანს Sony კიდევ ორ ახალ სმარტფონს წარმოგვიდგენს ამ სერიის, რომელიც სექტემბერში IFA-ს კონფერენციაზე დაანონსდება.
 სმარტფონების მთავარ კამერებათ ჯერჯერობით უცნობია რა მახასიათებლები იქნება, თუმცა ცნობილია, რომ ორი მთავარი კამერა ექნება Xperia X1 Perfomance-ს და Xperia X1 Compact-ს.
  Xperia X1 Perfomance-ს აგრეთვე ექნება 5.5 დიუმიანი 2K QHD რეზოლუციის ეკრანი, Snapdragon 820-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 13 მეგაპიქსელიანი წინა კამერა და მეტალის დიზაინი.
  Xperia X1 Compact-ს  ექნება 4.6 დიუმიანი ეკრანი, Snapdragon 820-ის ჩიფსეტი, 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 13 მეგაპიქსელიანი წინა კამერა და მეტალის დიზაინი.

Thursday, 7 April 2016

Sony Xperia X Perfomance-ის განხილვა და ფოტო გადაღების ტესტი: რატომ არის ის საუკეთესო შეთავაზება ფოტო და ვიდე გადაღების მოყვარულთათვის, სელფების მოყვარულთათვის, თამაშების მოყვარულთათვის და პრემიუმ დიზაინის მოყვარულთათვის


აღნიშნული სმარტფონი წარმოდგენილია 5 დიუმიანი IPS LCD FHD რეზოლუციის 2.5D TRILUMINOS Curved ეკრანით და მისი კორპუსი ზომა სიგრძეში 143.7 მილიმეტრი, სიგანეში 70.4 მილიმეტრი და სისქეში 8.7 მილიმეტრი. კორპუსი დამზადებულია მთლიანად მეტალის დიზაინში.

Wednesday, 28 October 2015

DSLR დონის და სმარტფონების კამერების რეიტინგი DXO-ს მიხედვით


DXOmark.com არის საიტი, სადაც განიხილავენ კამერებს პროფესიონალები და ანიჭებენ ქულას, ამ სტატიით კი მინდა გაგაცნოთ ამ რეიტინგების ყველაზე მაღალ ქულიანი მოწყობილობები.
პირველ რიგში გაგაცნობთ DSLR დონის მოწყობილობების რეიტინგს.

Tuesday, 27 October 2015

Top 10 ყველაზე მძლავრი სმარტფონი გრაფიკული პროცესორის მიხედვით


ალბათ უკვე ყველასათვის გასაგები და ცნობილია, რომ სმარტფონების სამყაროში გრაფიკული პროცესორი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებლები მძლავრ სმარტფონს ყიდულობენ ძირითადათ ძლიერი თამეშებისთვის, ამისათვის კი საჭიროა ძლიერი გრაფიკული პროცესორი.
GPU: მოდით გრაფიკული პროცესორის მიხედვით გამოვავლინოთ ყველაზე მძლავრი 10 სმარტფონი. მე ქვემოდ მოცემულ ტესტებში მხოლოდ ტოპ ბრენდების შედეგებს გაგაცნობთ.
ტესტები გაკეთებულია Manhattan 3.1 საუკეთესო ქულების მიხედვით.

Sunday, 4 October 2015

Sony Xperia Z5, Z5 Premium & Z5 Compact: ფოტო და ვიდეო გადაღების ტესტი


  სმარტფონების ძირითად კამერად წარმოდგენილია 1/2.3 ინჩის ზომის 23 მეგაპიქსელიანი IMX300-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელსაც აქვს 192 ფაზოვანი 0.03 წამიანი ჰიბრიდული სუპერ სწრაფი ავტოფოკუსი, ISO12800 ფოტო გადაღებაზე და ISO3200 ვიდეო გადაღებაზე, F2.0 დიაფრაგმა 24 მილიმეტრიანი ფარტო ხედვის კუთხით, G ლინზები 6 ელემენტიანი, BIONZ პროცესორი, 4K ვიდეო  გადაღება HDR რეჟიმში (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება და ინტელექტუალური სტაბილიზაცია), SteadyShot სტაბილიზაცია, 5x წმინდა ზუმი (Clear Image Zoom), 8x ციფრული ზუმი და Pulse Led განათება.
 წინა კამერად წარმოდგენილია 5.1 მეგაპიქსელიანი კამერა, 25 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით და SteadyShot სტაბილიზაციით.

Sony Xperia Z5 Premium VS Samsung Galaxy Note 5: ტიტანების შერკინება


  გადავწყვიტე ამ ორი სუპერ ფლაგმანური მოწყობილობების შედარება გავაკეთო ამ პოსტით და გააკეთოთ სწორი არჩევანი, თუ რომელ სმარტფონი უნდა შეიძინოთ უახლოეს მომავალში.
  ეს ორი მოდელი იმიტომ შევარჩიე, რომ არიან ყველაზე რეიტინგულები და დიდი ზომის სმარტფონები, ხოლო დიდი ზომის სმარტფონები პრაქტიკულია თამაშების მოყვარულთათვის.

Sunday, 20 September 2015

პირველი Xperia Z5 vs iPhone 6 Plus vs S6 vs Z3 vs G4 ფოტო გადაღების ტესტი

 

Sony Xperia Z5-ის ძირითად კამერად წარმოდგენილია 1/2,3 ინჩის ზომის 23 მეგაპიქსელიანი IMX300-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელსაც აქვს 192 ფაზოვანი 0.03 წამიანი ჰიბრიდული სუპერ სწრაფი ავტოფოკუსი, ISO12800 ფოტო გადაღებაზე და ISO3200 ვიდეო გადაღებაზე, F2.0 დიაფრაგმა 24 მილიმეტრიანი ფარტო ხედვის კუთხით, G ლინზები 6 ელემენტიანი,  4K ვიდეო  გადაღება HDR რეჟიმში (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება და ინტელექტუალური სტაბილიზაცია), SteadyShot სტაბილიზაცია, 5x წმინდა ზუმი (Clear Image Zoom), 8x ციფრული ზუმი და Pulse Led განათება.

იმისათვის, რომ ფერების სიზუსტეზე გაამახვილოთ ყურადღება, მე გიდებთ იმ მანქანის პრომო რენდერს, რომელ მანქანის გადაღებაზეც გაკეთდა ტესტი.

Volkswagen Sagitar GLI

Thursday, 17 September 2015

2015 წლის 5 ყველაზე ინოვაციური და მძლავრი სმარტფონი

 
   ამ სტატიით გაგაცნობთ 5 ყველაზე ინოვაციურ და მძლავ სმარტფონს,  რომლებიც მნიშვნელოვანი განსხვავებებით გამოირჩევიან სხვა ამავე წელს გამოსული სმარტფონებისგან.

Sunday, 13 September 2015

"Made For Bond" Sony Xperia Z5, Z5 Premium & Z5 Compact: ტექნიკური მიმოხილვა



SONY-მ Z5 სერიის ფლაგმანური სმარტფონები წარმოგვიდგინა, ამ სტატიით გაგაცნობთ აღნინული სმარტფონების ტექნიკურ დეტალებს დაწვრილებით.


Sony Xperia Z5 Premium

 სმარტფონი პირველია, რომელსაც აქვს 4K რეზოლუციის (2160x3840p) 5.5 ინჩიანი ეკრანი IPS LCD Triluminos და X-Reality ტექნოლოგიით, ინჩზე 807 პიქსელით.
სმარტფონი 4K რეზოლუციას მხოლოდ მაშინ იყენებს, თუ სმარტფონზე გაშვებულია 4K რეზოლუციის ვიდეო, 4K რეზოლუციის თამაში, 4K რეზოლუციის ფოტო ან სხვა რაიმე 4K რეზოლუციის ფაილი, ხოლო სხვა შემთხვევაში სმარტფონის ეკრანი გამოიყენებს 1080x1920 პიქსელ გარჩევადობას, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს ენერგო მოხმარებას. ალბათ დამეთანხმებით, რომ აღნინული ტექნოლოგია იმსახურებს ინოვაციების კატეგორიაში მოხვედრას.

Monday, 3 August 2015

Sony Xperia C5 Ultra-ს ტექნიკური მახასიათებლები

 SONY-მ წარმოადგინა საშუალო კლასის ფაბლეტი Xperia C5 Ultra, რომელიც წარმოდგენილია 6 ინჩიანი IPS LCD 1080p რეზოლუციის ეკრანით , 8 ბირთვიანი Mediatek-ის 1.7 გიგაჰერციანი პროცესორით, 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 16 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 200 გიგაბაიტით, Bluetooth 4.1, NFC, DLNA სერთიფიკატი, WiFi Hotspot, Glonass, GPS, LTE CAT 4 და ორ სიმიანი ვარიანტი.

Sunday, 2 August 2015

SONY-ს მომავალი სმარტფონების ტექნიკური მახასიათებლები: Xperia Z5, Xperia Z5 Ultra, Xperia Z5 Compact და Xperia Z5 Music

 კომპანია SONY წელს რამდენიმე ფლაგმანურ მოწყობილობებს წარმოგვიდგენს, მე გთავაზობთ ექსკლუზიურ ტექნიკურ დეტალებს.

Friday, 31 July 2015