კატეგორიები

Sunday, 4 October 2015

Sony Xperia Z5 Premium VS Samsung Galaxy Note 5: ტიტანების შერკინება


  გადავწყვიტე ამ ორი სუპერ ფლაგმანური მოწყობილობების შედარება გავაკეთო ამ პოსტით და გააკეთოთ სწორი არჩევანი, თუ რომელ სმარტფონი უნდა შეიძინოთ უახლოეს მომავალში.
  ეს ორი მოდელი იმიტომ შევარჩიე, რომ არიან ყველაზე რეიტინგულები და დიდი ზომის სმარტფონები, ხოლო დიდი ზომის სმარტფონები პრაქტიკულია თამაშების მოყვარულთათვის.

Sony Xperia Z5 Premium-ის უპირატესობა:
1. Z5 Premium-ი პირველია, რომელსაც აქვს 4K UHD რეზოლუციის (2160x3840p) 5.5 ინჩიანი ეკრანი IPS LCD Triluminos და X-Reality ტექნოლოგიით, ინჩზე 807 პიქსელით! ხოლოს Note 5-ს აქვს 5.7 ინჩიანი 2K QHD რეზოლუციის Super Amoled ეკრანი, 518 პიქსელ სიმჭიდროვე ინჩზე.
Z5 Premium-ი 4K რეზოლუციას მხოლოდ მაშინ იყენებს, თუ სმარტფონზე გაშვებულია 4K რეზოლუციის ვიდეო, 4K რეზოლუციის თამაში, 4K რეზოლუციის ფოტო ან სხვა რაიმე 4K რეზოლუციის ფაილი, ხოლო სხვა შემთხვევაში სმარტფონის ეკრანი გამოიყენებს 1080x1920 პიქსელ გარჩევადობას, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს ენერგო მოხმარებას. ალბათ დამეთანხმებით, რომ აღნინული ტექნოლოგია იმსახურებს ინოვაციების კატეგორიაში მოხვედრას. რაც შეეხება Note 5-ს, მასზე მუდმივად 2K QHD რეზოლუციაა ჩართული და ეს რა თქმა უნდა აისახება ენერგო მოხმარებაზე.

2. სმარტფონი დაცულია წყლისგან და მტვრისგან ისტორიაში ყველაზე მაღალი IP65 და IP68 სერთიფიკატით (30 წუთის გამძლეობა 1.5 მეტრის სიღრმის წყალში) და ამას ემატება "nozzle" ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს 3 მეტრის სიღრმის წყალში 3 წუთის გამძლეობას. Note 5-ს არანარი დაცვა არ გააჩნია.
3. Xperia Z5 Premium-ში მოთავსებულია ორმაგი გაგრილების სისტემა, რაც თქვენ სმარტფონს დაეხმარება თავი იხსნას გაცხელებისგან, დღეს ყველაზე საჭირო და ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიაა ორმაგი გაგრილების სისტემა სმარტფონში. Note 5-ში არანაირი გაგრილების სისტემა არ არის.
4. Xperia Z5 Premium-ს აქვს 96 კილოჰერციანი, 24 ბიტიანი DSEE HX მაღალი რეზოლუციის HiRes LDAC აუდიო სისტემა, რაც მსგავსი ხარისხის და წარმადობის აუდიო სისტემა ჯერჯერობით არცერთი ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონში არ მოგვეპოვება, აგრეთვე აქვს ორმაგი სტერეო სპიკერი, რაც შეეხება Note 5-ს, მას ჩვეულებრივი მონო სპიკერი აქვს.
5. Xperia Z5 Premium-ის ძირითად კამერად წარმოდგენილია 1/2.3 ინჩის ზომის 23 მეგაპიქსელიანი IMX300-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელსაც აქვს 192 ფაზოვანი 0.03 წამიანი ჰიბრიდული სუპერ სწრაფი ავტოფოკუსი, ISO12800 ფოტო გადაღებაზე და ISO3200 ვიდეო გადაღებაზე, F2.0 დიაფრაგმა 24 მილიმეტრიანი ფარტო ხედვის კუთხით, G ლინზები 6 ელემენტიანი,  4K ვიდეო  გადაღება HDR რეჟიმში (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება და ინტელექტუალური სტაბილიზაცია), SteadyShot სტაბილიზაცია, 5x წმინდა ზუმი (Clear Image Zoom), 8x ციფრული ზუმი და Pulse Led განათება. 
Note 5-ს აქვს 16 მეგაპიქსელიანი კამერა 1/2.6 ინჩის ზომის სენსორით და 5 ლინზით, არის ერთი უპირატესობა სონის კამერასთან შედარებით, რასაც სამსუნგის სმარტფონის უპირატესობაში დავწერ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სონის სმარტფონის უპირატესობებთან შედარებით არაფერია
6. Z5 Premium-ის წინა კამერად წარმოდგენილია 5.1 მეგაპიქსელიანი კამერა, 25 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით და SteadyShot სტაბილიზაციით., ხოლო Note 5-ს აქვს ჩვეულებრივი 5 მეგაპიქსელიანი კამერა.

7. Z5 Premium-ს აქვს 3430 მილიამპერიანი ბატარეა 5.5 ინჩის ზომის ეკრანზე, ხოლო Note 5-ს აქვს 3000 მილიამპერიანი 5.7 ინჩის ზომის ეკრანზე, მაშინ როდესაც სონის აქვს FHD რეზოლუციის ინტერფეისი ჩართული და სამსუნგს მუდმივად QHD რეზოლუცია აქვს ჩართული.

8. Z5 Premiums-ს აქვს მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა 200 გიგაბაიტით, Note 5-ზე მეხსიერების გაზრიდს საშუალება არ არის.

9. Z5 Premium-ს აქვს რადიო, Note 5-ს არ აქვს.

10.  Z5 Premium-ის ეკრანს აქვს ორმაგი დაცვა DragonTrail X და Oleophobic Coating, ხოლო Note 5-ს Gorilla Glass 4.

11. Z5 Premium-ის ოფიციალური ფასია 800 ევრო, ხოლო Note 5-ის 900 ევრო.


Samsung Galaxy Note 5-ის უპირატესობები:

1. მართალია აღნიშნული სმარტფონების ჩიფსეტები ერთნაირი წარმადობისაა, მაგრამ სამსუნგს აქვს 14 ნანომეტრიანი არქიტექტურის, ხოლო სონის 20 ნანომეტრიანი, რაც სამსუნგს ის უპირატესობა აქვს, რომ ნაკლებად დახარჯავს ბატარეას, მაგრამ 3000 მილიამპერიანი ბატარიის ფონზე ეს უპირატესობაც იკარგება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ამ ორს შორის ვერ იქნება მძლავრი ბატარიით, ორივე სმარტფონს აქვს კარგი ოპტიმიზაცია.
Note 5-ს აქვს 8 ბირთვიანი პროცესორი Exynos 7420, რომელიც გამოირჩევა 64 ბიტიანი და 14 ნანომეტრიანი არქიტექტურით. პროცესორის სიხშირეები განაწილებულია 4 მაღალი წარმადობის ბირთვზე 2.1 გიგაჰერც სიხშირით და 4 დაბალი წარმადობის ბირთვზე 1.5 გიგაჰერც სიხშირით (აღნიშნული პროცესორი საუკეთესოა ბაზარზე არსებული მობულურ პროცესორებთან შედარები). გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 8 ბირთვიანი Mali-T760. Z5 Premium-ს აქვს "Qualcomm Snapdragon 810"-ის ჩიფსეტი 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი ცენტრალური პროცესორი 2.0 გიგაჰერც სიხშირით ( 4 მაღალი წარმადობის ბირთვი Cortex A57 2.0 გიგაჰერც სიხშირით და 4 დაბალი წარმადობის ბირთვი Cortex A53 1.5 გიგაჰერც სიხშირით), გრაფიკული პროცესორი "Adreno 430".
2. Note 5-ის კამერას აქვს F1.9 დიაფრაგმა, Z5 Premium-ს F2.0

3, Note 5-ს აქვს 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, Z5 Premium-ს 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება.
ორივე სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება წარმოდგენილია LPDDR4-ის ტექნოლოგიით.
4. Note 5-ს აქვს S Pen-ი (სტილუსი), რაც საინტერესო და გამოყენებადი აქსესუარია, Z5 Premium-ს არანაირი სტილუსი არ გააჩნია.

5. Note 5-ს აქვს Wireless უკაბელო დამტენი, Z5 Premium-ს ჩვეულებრივი სტანდარტული დამტენი.

6. Note 5-ს აქვს MST გადახდის სისტემა, Z5 Premium-ს არა, მაგრამ ამ გადახდის სისტემას საქართველოში მაინც ვერ გამოიყენებთ.

7. Note 5-ის ეკრანი უფრო კომპაქტურად არის მოთავსებული კორპუსზე ვიდრე Z5 Premium-ის.  75.9% VS 70.4%
8. Note 5-ს აქვს 64 გიგაბაიტიანი შესანახი ვერსიით წარმოდგენილი ვარიანტიც, Z5 Premium-ს მხოლოდ 32 გიგაბაიტიანი ვერსია აქვს, მაგრამ სამსუნგზე არ არის შესაძლებელი მეხსიერების გაზრდა, ხოლო სონიზე შეგიძლია 200 გიგაბაიტით გაზარდო მეხსიერება


p.S შეგახსენებთ, რომ Galaxy Note 5/S6/S6 Edge/Edge Plus-ის კამერებად წარმოდგენილია ზუსტად ერთნაირი 16 მეგაპიქსელიანი 1/2.6 ინჩის ზომის სენსორი Sony IMX240, იგივე რაც Note 4-ზე არის წარმოდგენილია, თუმცა ამჯერად გაუმჯობესებულია და გაზრდილია დიაფრაგმის ზომა F1.9-მდე, კამერას გააჩნია განათება ოპტიკური სტაბილიზაცია და HDR ფოტო/ვიდეო გადაღება. 
ასევე, Xperia Z5/Z5Compact/Z5 Premium-ის კამერებად წარმოდგენილია ზუსტად ერთნაირი 1/2.3 ინჩის ზომის 23 მეგაპიქსელიანი IMX300-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელსაც აქვს 192 ფაზოვანი 0.03 წამიანი ჰიბრიდული სუპერ სწრაფი ავტოფოკუსი, ISO12800 ფოტო გადაღებაზე და ISO3200 ვიდეო გადაღებაზე, F2.0 დიაფრაგმა 24 მილიმეტრიანი ფარტო ხედვის კუთხით, G ლინზები 6 ელემენტიანი,  4K ვიდეო  გადაღება HDR რეჟიმში (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება და ინტელექტუალური სტაბილიზაცია), SteadyShot სტაბილიზაცია, 5x წმინდა ზუმი (Clear Image Zoom), 8x ციფრული ზუმი და Pulse Led განათება.
შესაბამისად, თამამად მომყავს პროფესიონალური ფოტოგრაფების მიერ შედგენილი რეიტინგი, სადა Xperia Z5 წარმოდგენილია საუკეთესო კამერაფონად, ანუ Xperia Z5-ის სერიას აქვს საუკეთესო კამერა სმარტფონების ბაზარზე.

და ბოლოს ვიდეო განხილვა Xperia Z5-ისა და Galaxy Note 5-ის ფოტო გადაღების შედარება!


No comments:

Post a Comment