კატეგორიები

Thursday, 1 October 2015

LG V10: ტექნიკური დეტალების მიმოხილვა

  კომპანია LG-იმ ახალი ფლაგმანური ფაბლეტი V10 დაანონსა, მას აქვს 5.7 ინჩიანი QHD რეზოლუციის ეკრანი Quantum ტექნოლოგიით დამუშავებული, წინა პანელზე მეორე ეკრანად წარმოდგენილია 2.1 ინჩიანი ეკრანი 160x1040 პიქსელ რეზოლუციით, ორივე ეკრანზე პიქსელების სიმჭიდროვე ინჩზე 538-ს შეადგენს.



პროცესორად წარმოდგენილი არის “Qualcomm Snapdragnon 808″, 6 ბირთვიანი 64 ბიტიანი ჩიფსეტი, ცენტრალური პროცესორის 2 ბირთვი არის მაღალი წარმადობის (2.0 გიგაჰერც სისხშირით) და 4 ბირთვი არის დაბალი წარმადობი (1.5 გიგაჰერც სიხშირით), გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია “Adreno 418” .
ფაბლეტი სიგრძეში 146.3 მილიმეტრი არის, სიგანეში 79.3 და სისქეში 8.6. ფაბლეტის წონა 192 გრამს შეადგენს. ფაბლეტის შემადგენელი ნაწილებია: უჟანგავი ფოლადის კარკასი 316L და სილიკონის უკანა ხუფი.

მთავარ კამერად წარმოდგენილია კომპანია SONY-ს წარმოებული 16 მეგაპიქსელი IMX234 სენსორი, F1.8 დიაფრაგმით, ოპტიკური სტაბილიზაციით, განათებით, ლაზერული ავტოფოკუსით, RAW ფორმატის ფოტო გადაღებით, 4K რეზოლუციის ვიდეო გადაღებით და დამატებულია მანუალ რეჟიმი ვიდეოს გადაღების დროს.
წინა კამერად წარომდგენილია ორმაგი 5 მეგაპიქსელიანი სენსორი, F2.0 დიაფრაგმით, 120 გრადუსიანი ფართო ხედვის კუთხით  და 1080p ვიდეო გადაღებით.

ფაბლეტის ბატარეა 3000 მილიამპერიანია, რომელიც ეხსნება! ბატარეა 5.7 ინჩიანი QHD რეზოლუციის ეკრანისთვის არც თუ ისე მძლავრად გამოიყურება, რეალურად რა შეუძლია ამ ბატარეას ტესტები გვიჩვენებს.

ოპერატიულ მეხსიერებად წარმოდგენილია 4 გიგაბაიტიანი LPDDR3.
ფაბლეტის აუდის პროცესორად წარმოდგენილია Qualcomm WCD 9330, ხმის სისტემად წარმოდგენილია Dolby Hi-Fi DAC, მიკროფონების რაოდენობა შეადგენს 3-ს.
ოპერაციული სისტება ანდროიდ 5.1.1  სამომხმარებლო ინტერფეისი LG UX 4.0
ფაბლეტის შესანახი მეხსიერება წარმოდგენილია 64 გიგაბაიტით, რომლი გაზრდაც შესაძლებელია 2 ტერაბაიტიანი მეხსიერების ბარათით.

No comments:

Post a Comment