Sony Xperia X Perfomance-ის ძირითად კამერად წარმოდგენილია 6 ლინზიანი 1/2.3 ინჩის ზომის 23 (25 მეგაპიქსელიანი) მეგაპიქსელიანი IMX300-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: 192 ფაზოვანი 0.03 წამიანი ჰიბრიდული სუპერ სწრაფი ავტოფოკუსი, 0.6 წამიანიანი ლოდინის რეჟიმი, ISO12800 ფოტო გადაღებაზე და ISO3200 ვიდეო გადაღებაზე, F2.0 დიაფრაგმა 24 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით, G ლინზები 6 ელემენტიანი, BIONZ პროცესორი,(დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება და ინტელექტუალური სტაბილიზაცია), SteadyShot და დამატებით ინტელექტუალური სტაბილიზაცია (ჰიბრიდული ელექტორნულ-ოპტიკური სტაბილიზაცია), 5x წმინდა ზუმი (Clear Image Zoom), 8x ციფრული ზუმი, CMOS BSI Exmor RS RGB სენსორი და Pulse Led განათება.
მთავარ კამერას Xperia Z5-ისგან განსხვავებით დამატებული აქვს Predictive Hybrid AF ტექნოლოგია, ჰიბრიდული ავფტოფოკუსი, რომელიც გულისხმობს ობიექტის თვალთვალს და მოძრაობის პროგნოზირებას.
იხილეთ მთავარი კამერის ფოტო გადაღების ტესტი: Rear Camera TEST
მთავარი კამერის ფოტო გადაღების ტესტი 100 პროცენტიანი ზუმის დროს:100% Zoom
No comments:
Post a Comment