კატეგორიები

Thursday, 7 April 2016

Sony Xperia X Perfomance-ის განხილვა და ფოტო გადაღების ტესტი: რატომ არის ის საუკეთესო შეთავაზება ფოტო და ვიდე გადაღების მოყვარულთათვის, სელფების მოყვარულთათვის, თამაშების მოყვარულთათვის და პრემიუმ დიზაინის მოყვარულთათვის


აღნიშნული სმარტფონი წარმოდგენილია 5 დიუმიანი IPS LCD FHD რეზოლუციის 2.5D TRILUMINOS Curved ეკრანით და მისი კორპუსი ზომა სიგრძეში 143.7 მილიმეტრი, სიგანეში 70.4 მილიმეტრი და სისქეში 8.7 მილიმეტრი. კორპუსი დამზადებულია მთლიანად მეტალის დიზაინში.


სმარტფონი დაცულია წყლისგან და მტვრისგან ისტორიაში ყველაზე მაღალი IP65 და IP68 სერთიფიკატით (30 წუთის გამძლეობა 1.5 მეტრის სიღრმის წყალში) და ამას ემატება “nozzle” ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს 3 მეტრის სიღრმის წყალში 3 წუთის გამძლეობას..
სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 3 გიგაბაიტს (LPDDR4) 1866 მეგაჰეც სიხშირით, ასეთი მაღალი ჰერცების მქონე ოპერატიული მეხსიერება მხოლოდ Snapdragon 820-ით წარმოდგენილ სმარტფონებს აქვთ, ხოლო შესანახი მეხსიერება 32 და 64 გიგაბაიტს eMMC5.1 ტექნოლოგიის, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 2 ტერაბაიტამდე.
ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია “ანდროიდის” ბოლო ვერსია, რომელიც აუცილებლად განახლდება შემდეგ ვერსიებზე.
სმარტფონის ინტერფეისი Sony-ს სხვა სმარტფონებისგან გასხვავდება და ის წარმოდგენილია შემდეგნაირი სახით.





თქვენ შეგეძლებათ სმარტფონი PS4-ის ეკრანად გამოიყენოთ.სმარტფონი ამჯერად წინა თაობის ფლაგმანებთან განსხვავებით წარმოდგენილია ღია წყალ და მტვერ გამძლეო USB პორტით და მაგნიტური დამტენის ტექნოლოგია ამოიღეს (Xperia Z5-ის დიზაინიც მსგავსადაა შესრულებულო).
რაც შეეხება აუდიო სისტემას, ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მას აქვს 96 კილოჰერციანი, 24 ბიტიანი DSEE HX მაღალი რეზოლუციის HiRes LDAC აუდიო სისტემა, რაც მსგავსი ხარისხის და წარმადობის აუდიო სისტემა ჯერჯერობით არცერთი ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონში არ მოგვეპოვება.
დაემატა სწრაფი დატენვის ტექნოლოგია, სადაც თქვენ შეგეძლებათ 45 წუთის დატენვის შემდგომ სმარტფონის გამოყენება 1 დღის განმავლობაში და 30 წუთში დატენოთ 85 პროცენტამდე.
რაც შეეხება ბატარიას, აქ წარმოდგენილია 2700 მილიამპერიანი ბატარეა Qnovo-ს ტექნოლოგიით, რომელიც ბატარიის დატენვის ლიმიტს აორმაგებს და ბატარეა იტენება ექსვჯერ სწრაფად ვიდრე ჩვეულებრივი სტანდარტული დატენვის დროს. 10 წუთიანი დატენვის დროს სმარტფონის გამოყენება აქტიურ რეჟიმში შეგიძლიათ გამოიყენოთ 5 საათის განმავლობაში.
წინა კამერად წარმოდგენილია 6 ლინზიანი 13 მეგაპიქსელიანი Sony IMX258-ის 1/3 ინჩის ზომის სენსორი F2.0 დიაფრაგმით, 22 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით, 192 ფაზიანი ავტოფოკუსით,  SteadyShot სტაბილიზაციით და 0.03 წამიანი ავტოფოკუსით. მსგავსი დონის წინა კამერა სმარტფონებზე არ გვხდება, უფრო მეტიც, ზოგ ფლაგმანურ და საშუალო კლასის სმარტფონის მთავარ კამერაზეც კი არ არის ზოგიერთ კონკურენტ ბრენდზე მსგავსი დონის კამერა.
როგორც ხედავთ Xperia Z5-ისგან განსხვავებით წინა კამერა Xperia X perfomance-ზე ბევრად გაუმჯობესებულია.
წინა კამერით გადაღებული ფოტოები:




სმარტფონის ძირითად კამერად წარმოდგენილია 6 ლინზიანი 1/2.3 ინჩის ზომის 23 (25 მეგაპიქსელიანი) მეგაპიქსელიანი IMX300-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: 192 ფაზოვანი 0.03 წამიანი ჰიბრიდული სუპერ სწრაფი ავტოფოკუსი, 0.6 წამიანიანი ლოდინის რეჟიმი,  ISO12800 ფოტო გადაღებაზე და ISO3200 ვიდეო გადაღებაზე, F2.0 დიაფრაგმა 24 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით, G ლინზები 6 ელემენტიანი, BIONZ პროცესორი 4K ვიდეო გადაღება HDR რეჟიმში (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება და ინტელექტუალური სტაბილიზაცია), SteadyShot სტაბილიზაცია (ჰიბრიდული ელექტორნულ-ოპტიკური სტაბილიზაცია), 5x წმინდა ზუმი (Clear Image Zoom), 8x ციფრული ზუმი და Pulse Led განათება.

მთავარ კამერას Xperia Z5-ისგან განსხვავებით დამატებული აქვს Predictive Hybrid AF ტექნოლოგია, ჰიბრიდული ავფტოფოკუსი, რომელიც გულისხმობს ობიექტის თვალთვალს და მოძრაობის პროგნოზირებას.
მიუხედავად იმისა, რომ Xperia Z5-ს და Xperia X Perfomance-ს მთავარი კამერის ერთნაირი მახასიათებლები აქვთ, როგორც ჩანს Xperia X perfomance-ზე ბევრად კარგი ოპტიმიზაცია აქვს კამერა.... წარმოიდგინეთ რა დონის კამერა ექნება Xperia X Perfomance, მაშინ როდესაც Dxomark-მა Xperia Z5 საუკეთესო კამერაფონად დაასახელა, Dxomark-ის თქმით Xperia Z5-ს დღემდე საუკეთესო სტაბილიზაცია, ავტოფოკუსი და ნათება აქვს.
 ფოტო გადაღების ტესტი:













ფოტო გადაღების ტესტი Rafael Mantesso-ს მიერ:





ვიდეო გადაღების ტესტი:
სმარტფონის ჩიფსეტად წარმოდგენილია Qualcomm Snapdragon 820, რომელიც წარმოდგენილია 4 ცენტრალური ბირთვით 2.2 გიგაჰერც სიხშირით და Adreno 530-ის გრაფიკული პროცესორით Vulkan1.0-ის მხარდაჭერით.
Qualcomm Snapdragon 820-ის ჩიფსეტი წარმოებულია 14 ნანომეტრიანი FinFET ტექნოლოგიით, რომლის ცენტრალური პროცესორიც წარმოდგენილია 4 Qualcomm-ის შექმნილი Kryo 64 ბიტიანი არქიტექტურის ბირთვით (2 მაღალი წარმადობის ბირთვი მუშაობს 2.2 გიგაჰერც სიხშირეზე და 2 დაბალი წარმადობის ბირთვი 1.6 გიგაჰერც სიხშირეზე), რომელიც ოპტიმიზირებულია ბატარიის ეკონომიაზე და ტემპერატურაზე.
Snapdragon 820-ის ცენტრალური Kryo ბირთვები მოიხმარს ორჯერ ნაკლებ ენერგიას და ორჯერ უფრო ძლიერია ვიდრე Snapdragon 810-ის ცენტრალური ბირთვები.
ოპერატიულ მეხსიერებად წარმოდგენილია ორ არხიანი LPDDR4 ტექნოლოგია 1866 მეგაჰერც სიხშირით.
შესანახ მეხსიერებად წარმოდგენილია UFS2.0, eMMC5.1 და SD3.0.
Snapdragon 820-ის შემადგენლობაში შედის გრაფიკული პროცესორი “Adreno 530”, რომელიც 40 პროცენტით ძლიერია და 40 პროცენტით ზოგავს ენერგო მოხმარება “Adreno 430”-თან შედარებით.
სიახლე კამერასაც შეეხო და წარმოდგენილია ორმაგი 25/28 მეგაპიქსელიანი სიგნალის მიმღები 14 ბიტიანი პროცესორი “Spectra”, რომელსაც აქვს ჰიბრიდული ავტოფოკუსის და მულტი სენსორის მხარდაჭერა.
ციფრული სიგნალის მიმღებ პროცესორად წარმოდგენილია “Hexagon 680” 1 გიგაჰერც სიხშირით, რომელიც გამოიყენება ბატარიის დაზოგვისთვის, ამოცანების სწრაფად შესრულებაში და კამერას ეხმარება დაბალი განათების პირობებში გამოსახულება იყოს ნათელი და ხარისხიანი.
LTE (LTE-U)-ს კატეგორიები 12 და 13, Cat 12 საშუალებას მოგცემთ გადმოწეროთ ფაილი 600 მეგაბიტი წამში სისწრაფით და Cat 13 საშუალებას მოგცემთ ატვირთოთ ფაილი 150 მეგაბიტი წამში სისწრაფით.
წარმოდგენილია WiFi 802.11ac 2×2 MU-MIMO ტექნოლოგია, 4×4 MIMO და WiFi 802.11ad, რომელიც საშუალებას მოგცემთ 4K ვიდეოებს უყუროთ ონლაინში შეუფერხებლად.
Quick Charge 3.0 ტექნოლოგია, რომელიც 4-ჯერ სწრაფად დატენის მოწყობილობებს და მხარდაჭერილია USB C კონექტორზეც.
სმარტფონის შემადგენლობაში აგრეთვე შედის თითის ანაბეჭდის სკანერი, Android M ოპერაციული სისტემა, რადიო და ორი სიმ ბარათის სლოტი.