კატეგორიები

Friday 25 May 2018

ექსკლუზივი: Sony-ს მომავალი 3 წლის გეგმა ერთ სტატიაში IR 2018-ის ღონისძიებიდან! სმარტფონები, კონსოლები, 5G ტექნოლოგია და სხვა




 2018 წლის 1 აპრილს შეიცვალა Sony-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, Kazuo Hirai-ს ნაცვლად ახლა Kenichiro Yoshida გვევლინება, რომელმაც Sony IR 2018-ის ღონისძიებაზე შემდეგი 3 წლის გეგმა წარადგინა, რის მიხედვითაც ყველასათვის კარგად ნაცნობმა მედია საშუალება Bloomberg-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ივარაუდა Sony-ს სმარტფონების ბაზრიდან გასვლა, თუმცა სინამდვილეში გეგმა სხვაგვარად  წარმოგვიდგება და მოდით განვიხილოთ თანმიმდევრობით.
 სანამ სმარტფონების ბიზნესის გეგმაზე გადავალ, მანამდე მინდა აღვნიშნო ფოტოაპარატების და კონსოლების ბიზნესი, რომელზეც ითქვა, რომ სმარტფონების ბიზნესთან ერთად Sony ამ კატეგორიების ბიზნესიდანაც გადის, რადგან მათზე შემდეგი 3 წლის გეგმა არ ვრცელდება, რაც მცდარი ინფორმაცია არის, რადგან პრეზენტაციის PDF ფაილში არის 67 გვერდი! აქედან 8 გვერდი დათმობილი აქვს სათამაშო კონსოლების ბიზნესს, 10 გვერდი კამერების ბიზნესს და 6 გვერდი სმარტფონების ბიზნეს.
 მარტივად რომ ვთქვა, კონსოლების და კამერების ბიზნესიდან გასვლაზე საუბარი დიდი სისულელეა, რადგან მთელი სამომავლო გეგმები აქვთ აღწერილი, როგორ განავითარებენ, ვისთან ითანამშრომლებენ და როგორი გაყიდვები ექნებათ! შესაბამისად, არც ამ ბიზნესის დატოვებაზე უთქვამთ რაიმე ერთი სიტყვაც კი. კონსოლების და კამერების ბიზნესი კამერის სენსორებისა და პროფესიონალური კამერების შემდეგ ყველაზე მომგებიანი არის Sony-სთვის და გაყიდვების შედეგებიც ძალიან კარგი აქვს.
სმარტფონების ბიზნესი
 Sony-ის სმარტფონების ბიზნესი ისეთივე მნიშვნელოვნად რჩება, როგორიც იყო ახალ პრეზიდენტამდე, უფრო მეტიც, ის თავისი ტექნოლოგიების მაქსიმუმს შემოგვთავაზებს თავის მომავალი თაობის სმარტფონებში. მიუხედავად იმისა, რომ შარშან მხოლოდ 13.5 მილიონი სმარტფონი გაყიდა და ბოლო 3 წლის განმავლობაში გაყიდვების რაოდენობა იკლებს, სმარტფონების ბიზნესი განაგრძობს განვითარებას, თუმცა რატომღაც მთელი ეს დრო Sony-სთვის გაყიდვები არ იყო მნიშვნელოვანი, უფრო მეტიც... ყოფილმა პრეზიდენტმა Hirai-მ წელს მხოლოდ 10 მილიონი სმარტფონის გაყიდვა ივარაუდა, მაგრამ მოვიდა ახალი პრეზიდენტი და 3 წლიანი გეგმა წარადგინა, სადაც სმარტფონების გაყიდვაზე არის საუბარი ევროპის ქვეყნებში.
 ფაილში ნათლად არის ნახსენები სტრატეგიული პარტნიორები ევროპის ფარგლებში, რომელიც 5G ტექნოლოგიებს შესთავაზებს მომხმარებლებს Sony-სთან ერთად. მათ შორის საუბარია ელექტრონულ გაყიდვებზე. გემში ასევე აღწერილია სტრატეგიული ნაბიჯები მაღალი ეფექტურის მქონე გაყიდვებზე და სერვისებზე, გრძელვადიან პარტნიორებზე და ბლოკჩეინ პროგრამაზე! ეს უკანასკნელი კრიპტოვალურას ეხება და სავარაუდოთ ბლოკჩეინისთვის განკუთვნილ სმარტფონსაც უნდა ველოდოთ.
 შემდეგ გვერდზე ნაჩვენებია ტექნოლოგიები, რომლებსაც Sony ახალ სმარტფონებში წარმოგვიდგენს და ამ ტექნოლოგიების ჩამონათვალი შემდეგნაირია: დიზაინი, კამერა, ლინზები, სენსორები, ბატარეა, აუდიო, ეკრანი, უკაბელო ტექნოლოგიები და ახალ ელექტრო-მეკანიკური საინჟინრო ტექნოლოგიები(სავარაუდოთ ხელოვნური ინტელექტი?).

5G ტენქოლოგია
 გეგმის ახალ ფურცელზე 5G ტენოლოგია არის წარმოდგენილი, რომელსაც Sony-ს ყველა არსებული პროდუქტის შემადგენლობაში ვიხილავთ, შესაბამისად, რომელიმე კატეგორის ბაზრიდან გასვლას არ აპირებს.
  • სერვისები, სადაც 5G ტექნოლოგიას ვიხილავთ: სპორტი, კონცერტები, ფილმები და თამაშები.
  • სამედიცინო სფეროშიც შემოთავაზებული იქნება 5G ტექნოლოგია
  • პროდუქტები, სადაც 5G ტექნოლოგიას ვიხილავთ: ჩამონათვალში პირველი დაწერილია XPERIA(ანუ სმარტფონები), შემდეგ არის პროფესიონალური ფოტო და ვიდეო კამერები, XPERIA-ს კატეგორიიდან მოწყობილობები და BRAVIA ანუ ტელევიზორები.



 მრავალი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ Sony სმარტფონების ბაზრიდან გავიდოდა, მაგრამ ინფორმაცია საბოლოოდ ჭორი აღმოჩნდებოდა ხოლმე! :) Sony-მ მრავალჯერ გააჟღერა, რომ მიუხედავად ლეპტოპების ბიზნესიდან გასვლისა, არ აპირებენ სმარტფონების ბიზნესი დათმონ, რადგან ეს არის ტექნოლოგიების მომავალი და მათ სურს მომავლისთვის შეინარჩუნონ ეს კატეგორია, რადგან თვლიან დადგება გარდამტეხი დრო, რომელსაც პარადიგმის ცვლას ეძახიან და ბაზრის თამაშის წესები Sony-ს სასარგებლოდ განვითარდება.

Thursday 19 October 2017

Huawei Mate 10 Pro-ს ტექნიკური მახასიათებლების დეტალური განხილვა: ინოვაციური სმარტფონი მაქსიმალური შესაძლებლობებით


  Huawei-მ კიდევ ერთი შესანიშნავი ფლაგმანური სმარტფონი Mate 10 Pro წარმოგვიდგინა, რომელიც უჩარჩოო ეკრანით და ინოვაციური ტექნოლოგიებით გვაწონებს თავს! გარდა იმისა, რომ მასში გვდება უამრავი ტექნოლოგიური სიახლე, ასევე კორპუსის ანაწყობიც მაღალ დონეზე არის შესრულები, ამ სტატიაში გაგაცნობთ სმარტფონის ტექნიკურ მახასიათებლებს დეტალურად.

Wednesday 10 May 2017

რას უნდა ველოდოთ სმარტფონების სამყაროდან 2017 წლის მეორე ნახევარში?!

 
   2017 წლის პირველი ნახევრის მთავარი ფლაგმანური სმარტფონები Samsung Galaxy S8, Sony Xperia XZ Premium-ი და Huawei P10 უკვე ვიხილეთ, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი სიახლეები ჯერ კიდევ წინ არის ფლაგმანური სმარტფონებში.
 რას უნდა ველოდოთ 2017 წლის მეორე ნახევარში? ამას ახლავე მოგიყვებით!