კატეგორიები

Thursday 11 June 2015

რა გველოდება Samsung Galaxy Note 5-ში?!

ყველაზე დიდი ინტერესით ელოდება Samsung-ის ფანები Note სერიის მეხუთე თაობას, რას ვიხილავთ Note 5-ში?

Gforgames.com-ის ინფორმაციით ახალ ფაბლეტს ექნება 5.89 ინჩიანი 2K რეზულიციის ეკრანი, როგორც ჩანს სამსუნგმა გადაიფიქრა 4K რეზოლუციის ჩაყენება აღნიშნულ ფაბლეტში და ჩემი აზრით ძალიან კარგადაც მოიქცა.
ყველაზე სასიხარულო ინფორმაცია არის ის, რომ ფაბლეტს 4100 მილიამპერიანი ბატარეა ექნება, რამაც სამსუნგის კარგი ოპტიმიზაციის ხარჯზე წესით მწვერვალები უნდა დაიპყროს. :)
შესანახ მეხსიერებად წაროდგენილი იქნება UFS2.0 ტექნოლოგია, რაც ბაზარზე არსებულებს შორის საუკეთესოა.
ფაბლეტი წარმოდგენილი იქნება USB 3.1 (USB C) ტექნოლოგიით და ფაბლეტი მხოლოდ 7.9 მილიმეტრი სისქის იქნება. (ეს ნათქვამი ირონიულად გამოუვიდა SONY-ს მისამართით PhoneArena-ს, რადგან Sony Mobile-მა თხელი სმარტფონების შექმნაში აღნიშნული ტექნოლოგია არ გამოგვადგებაო, თუმცა ამ უკანასკნელმა საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩადო აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარებაში და ამას ემატება ისიც, რომ 7.9 მილიმეტრი როგორც ჩანს Sony Mobile-ს არ მიაჩნია თხელ სმარტფონად, მისი ბოლო ფლაგანი სისქეში მხოლოდ 6.9 მილიმეტრია და ალბათ კიდევ უპირებს დათხელებას, რადგან ვერ ვხდები ამ სისქეში რა პრობლემა უნდა იყოს, რომ ვერ მოათავსონ. თუმცა ერთერთი მიზეზი დიდი კამერის სენსორი და მეორე მიზეზი სტერეო დინამიკები დასახელდა.)
Note 5-ს აგრეთვე ექნება Exynos-ის ახალი ჩიფსეტი Exynos 7422, რომლის ტექნიკური დეტალები ამჟამად უცნობია.
საუბარია 8 მეგაპიქსელიან წინა კამერაზე და 16 მეგაპიქსელიან ძირითად კამერაზე, დეტალურად რა განახლებები შეეხება კამერებს წინასწარ არ არის ცნობილი.
აღნიშნული მოდელი დაანონსდება 4 სექტემბერს, ბერლინში გამართულ კონფერენციაზე.

No comments:

Post a Comment