კატეგორიები

Saturday 13 June 2015

რას წერენ Samsung Galaxy S6-ის გადახურებაზე ქართველი მომხმარებლები თბილისის ფორუმზე :)


მოკლედ დიდი მითქმა-მოთქმა იყო Qualcomm-ის ჩიფსეტით, კერძოდ Snapdragon 810-ით გამოსულ სმარტფონებზე, უამრავი განხილვები ადასტურებდა იმ ფაქტს რომ მართლაც ხურდებოდა! თუმცა ჩემი აზრით და არამარტო ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ ამ აჟიოტაჟის ფუძემდებელი Samsung-ია, არაერთხელ გამოუჭერიათ სამსუნგი ბენჩმარკების გაყალბებაში, სტუდენტებს რომ ფული გადაუხადა კარგი განხილვებისთვის და ასე შემდეგ, ერთგვარი ბინძური მარკეტინგია.

რა თქმა უნდა სმარტფონი გადახურდება, მითუმეტეს 8 ბირთვიანი პროცესორით და რა თქმა უნდა ეს პროცესი ნორმალურია და რაღა თქმა უნდა სამსუგის სმარტფონებიც ისე ხურდება, როგორც ქუალქომის პროცესორით გამოშვებული სმარტფონები, მაგრამ იმის დაწერაში რომ სამსუნგის სმარტფონებიც ხურდება, ფულს არავინ გაუდაუხდის განხილვების სტატიის ავტორებს.

მე შორს არ წავედი და თბილისის ფორუმზე მოვიძიე ფაქტები Galaxy S6-ის მომხარებლების დაწერილი პოსტები, რომ Galaxy S6-იც ხურდება, რა თქმა უნდა სხვა უცხოური საიტებიდანაც შემიძლია სქრინები დავდო, მაგრამ მემგონი ესეც საკმარისი იქნება.





No comments:

Post a Comment