კატეგორიები

Tuesday 18 June 2013

ახალი თაობის Nexus 7

ინტერნეტ-წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია Google ივლისში ახალი თაობის Nexus 7-ს წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ Nexus 7-ის ორგინალი მოდელის დებიუტი ერთი წლის წინ შედგა. კომპიუტერს აქვს 7 დიუმიანი IPS-დისპლეი 1280х800 წერტილი გარჩევადობით და მესამე თაობის Tegra-ს 4-ბირთვიანი პროცესორი. მოდელების ღირებულება 16 და 32 გბ-ანი ჩაშენებული ფელშ-მეხსიერებით 200 და 250 დოლარს შეადგენს შესაბამისად.
nexus-7
აღნიშნულია, რომ მეორე თაობის Nexus 7 16 გბ-ანი მეხსირებით 230 დოლარი ეღირება. ფასი გაზრდა სავარაუდოდ იმით აიხსნება, რომ Google-ს არ სურს პირდაპირი კონკურენცია საწყისი დონის პლანშეტებთან.
თუ ჭორებს დაუჯერებთ, ახალი Nexus 7 7-დიუმიან ეკრანს მიიღებს 1920×1200 პიქსელი გარჩევადობით და ასევე, მას ექნება Qualcomm-ის პროცესორი — სავარაუდოდ, ჩიპი Snapdragon 600, რომელიც მოიცავს Krait 300-ის ოთხ ბირთვს 1,9 გჰც-მდე სიხშირით და გრაფიკულ კონტროლერს Adreno 320-ს.
პლანშეტში ოპ. სისტემად რათქამუნდა, Android იქნება გამოყენებული. შეფასებების მიხედვით, მიმდინარე წელს შესაძლოა 8 მლნ-მდე  Nexus 7 რეალიზება მოხდეს.

1 comment:

  1. ერთ-ერთი უძლიერესი პლანსეტი იქნება! xperia Z ultra-ს უტოლდება თითქმის დისფლეის მონაცემებით და ფასის გამო სეიზლება ამის ყიდვაზეც ეფიქრა კაცს :)

    ReplyDelete