კატეგორიები

Tuesday, 22 September 2015

Apple iPhone 6s & iPhone 6s Plus: ტექნიკური დეტალების მიმოხილვა




  9 სექტემბერს ჩატარდა APPLE-ის ღონისძიება, სადაც ორი ახალი ფლაგმანური სმარტფონები დაანონსდა, ერთი შეხედვით კონფერენციაზე ვერ დაინახავდით ცვლილებას და შესაძლოა იმედგაცრუების განცდაც გაგჩენოდათ, მაგრამ მე ამ სტატიით შევეცდები გიამბოთ იმაზე მეტი ამ ორ ფლაგმანურ სმარტფონზე, ვიდრე APPLE-იმ ისაუბრა თავის ღონისძიებაზე. :)

 პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ განახლება არ შეხებია ეკრანებს და სმარტფონებში დარჩა ის ზომები და რეზოლუციები, რაც ჰქონდათ წინამორბედებს.



 სმარტფონებში წარმოდგენილია Apple-ის ახალი ჩიფსეტი A9, რომლის ცენტრალურს პროცესორს აქვს 2 მაღალი წარმადობის ბირთვი 1.85 გიგაჰერც სიხშირით, ჩიფსეტის წარმოებისთვის გამოყენებულია 14/16 ნანომეტრიანი არქიტექტურა (ჩიფსეტების მწარმოებელი ორი კომპანია არის, Samsung-ის 14 ნანომეტრიანი და TSMC-ის 16 ნანომეტრიანი). Co პროცესორად წარმოდგენილია M9, რომელიც სმარტფონს დაეხმარება მარტივი ამოცანების ამოხსნაში და ამით დაზოგავს ენერგო მოხმარებას, M9-ს პროცესორის დახმარებით მუდმივად ჩართული იქნება ხმოვანი ასისტენტი "Siri".
 ცენტრალური პროცესორის წარმადობა მის წინამორბედთან შედარებით 70 პროცენტით გაუმობესებულია, ხოლო გრაფიკული პროცესორი 90 პროცენტით გაუმჯობესებული. სმარტფონების ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 2 გიგაბაიტს, LPDDR4 ტექნოლოგიით.


 სმარტფონების კამერად წარმოდგენილია 12 მეგაპიქსელიანი 1/2.6 ინჩის ზომის SONY RGBW EXMOR RS IMX315 სენსორი, პიქსელიბის ზომა 1.22 მიკრონპიქსელია (წინა მორბედთან შედარებით შემცირებულია 1.5 მიკრონპიქსელიდან), PDAF (ფაზოვანი ავტოფოკუსი, რომელიც მანამდე ტოპ ბრენდებიდან გვხდება Sony-ს, Samsung-ის და Huawei-ს სმარტფონებზე, თუმცა აღნიშნული ტექნოლოგიის მაქსიმუმი გამოყენებულია Sony-ს Xperia Z5-ის სერიაზე და Xperia M5-ზე), F2.2 დიაფრაგმა, 5 ლინზა, ლინზები დაცულია საფირის შუშით, OIS სტაბილიზაცი (ოპტიკური სტაბილიზაცია მხოლოდ iPhone 6s Plus-ზე),  ორმაგი LED განათება, 63 მეგაპიქსელიანი პანორამა, 3x ციფრული ზუმი, 4K ვიდეო გადაღება 30 კადრით წამში,
 წინა კამერად წამოდგენილია 5 მეგაპიქსელიანი სენსორი F2.2 დიაფრაგმით, სოფთ განათებით და 720p  HD ვიდეო გადაღებით.

 სმარტფონების ბატარიები წინა მორბედებთან შედარებით შემცირებულია, iPhone 6s-ს აქვს 1715 მილიამპერიანი პოლიმერის ბატარეა და iPhone 6s Plus-ს აქვს 2750 მილიამპერიანი პოლიმერის, თუმცა APPLE-ის თქმით წინამორბედების მსგავსი ენერგო მოხმარება ექნებათ.


iPhone 6s სიგრძეში 138.3 მილიმეტრია, სიგანეში 67.1 მილიმეტრი და სისქეში 7.1 მილიმეტრი, წონა 143 გრამი.
iPhone 6s Plus სიგრძეში 158,2 მილიმეტრია, სიგანეში 77.9 და სისქეში 7.3 მილიმეტრი, წონა 192 გრამი.

სმარტფონების მატერია დამზადებულია ალუმინის 7000 სერიისგან, რაც ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე წინა თაობის ფლაგმანების მატერიის გამძლეობა.
 ასევე ორჯერ გაუმჯობესდა თითის ანაბეჭდის სკანერი, ეკრანს დაემატა 3D Touch (Force Touch ტექნოლოგია, აღნიშნული ტექნოლოგია მანამდე გვხდება ZTE Axon Mini-ზე და Huawei Mate S-ზე).


პროცესორის ტესტებმა საუკეთესო შედეგები აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტებს ბირთვების რაოდენობაში 4-ჯერ ჩამოუვარდება, მაინც საუკეთესო შედეგი აქვს.



No comments:

Post a Comment