კატეგორიები

Tuesday, 22 September 2015

Xiaomi Mi4C: სუპერ იაფი ფლაგმანური სმარტფონი

მინდა გაგაცნოთ კომპანია Xiaomi-ს ეს შესანიშნავი ფლაგმანური სმარტფონი, რომელიც ფასის გათვალისწინებით ნამდივად იმსახურებს მაღალ შეფასებას. სმარტფონი წარმოდგენილია 5 ინჩიანი ეკრანით 1080 პიქსელ გარჩევადობით (ეკრანის მწარმობლები SHARP, AUO და LG).
სმარტფონის ძირითადი კამერა წარმოდგენილია SLR კლასის 1/3 ინჩის ზომის SONY IMX258-ის 13 მეგაპიქსელიანი სენსორით, 0.1 წამიანი ფაზოვანი ავტოფოკუსით,  5 ლინზიანი F2.0 დიაფრაგმით, ხოლო წინა კამერა 5 მეგაპიქსელია,85 გრადუსიანი ფათო ხედვის კუთხით და F2.0 დიაფრაგმით.


გთავაზობთ აღნიშნული სმარტფონით გადაღებულ ფოტოებს.


  სმარტფონის ბატარეა შეადგენს 3080 მილიამპერიანი Quick Charge 2.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით.
 ცენტრალურ პროცესორად წარმოდგენილია 6 ბირთვიანი  “Qualcomm Snapdragon 808″, 64 ბიტიანი არქიტექტურით და 1.8 გიგაჰერც სიხშირით (2 ბირთვი 1.8 გიგაჰეც სიხშირით და 4 ბირთვი 1.5 გიგაჰერც სიხშირით). გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია “Adreno 418″. 
 სმარტფონის შემადგენლობაშ ასევე შედის USB Type C, 2/3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 16/32 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება, ორი სიმ ბარათის სლოტი, მეოთხე თაობის მობილური ქსელები. 
   სმარტფონი 2 გიგაბაიტიანი ოპერატიულით და 16 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით ეღირება 203 ამერიკული დოლარი, ხოლოდ 3 გიგაბაიტიანი ოპერატიულით და 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით 235 ამერიკული დოლარი.

No comments:

Post a Comment