კატეგორიები

Sunday 29 May 2016

ZTE Axon 7: სმარტფონი, რომელსაც ნაკლს ვერ უპოვით

 
  ZTE-მ წარმოადგინა ახალი სუპერ ფლაგმანური სმარტფონი AXON 7, რომლის ტექნიკური მახასიათებლები, დიზაინი და ფასი დაუფიქრებლად გათქმევინებთ WOW-ს. ზოგიერთი სტერეოტიპი კი იტყვის, ეხ ხომ ჩინური წარმომავლობისაა და რაც არ უნდა იყოს Apple-სა და Samsung-ს ვერ აჯობებს, მე კი ვეტყვი მათ, რომ სისულელეა, ჩინეთი არის ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა და ZTE-ს ბრენდიც ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და ყველაზე ცნობადი ბრენდია.



 მოკლედ, აღნიშნული სმარტფონი წარმოდგენილია 5.5 დიუმიანი QHD რეზოლუციის AMOLED ეკრანით, Qualcomm Snapdragon 820-ის ჩიფსეტით, 4 და 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით, 64 და 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 128 გიგაბაიტით, 3250 მილიამპერიანი ბატარიით, ასევე მის შემადგენლობაში შედის 3D სენსორი, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, USB Type C, Quick Charge 3.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგია, ორი აუდი HiFi ჩიფსეტი (AK4961&AK449), ორმაგი სტერეო დინამიკი და Dolby Atmos Surround Sound აუდიო სისტემა.


 სმარტფონის კამერად წარმოდგენილია 20 მეგაპიქსელიანი ISO-CELL სენსორი, საფირის ლინზებით, 192 ფაზიანი PDAF და Closed Loop ჰიბრიდული ავტოფოკუსით, EIS-OIS (ელექტრონულ-ოპტიკური) ჰიბრიდული სტაბილიზაციით, F1.8 დიაფრაგმით და 4K ვიდეო გადაღებით. ხოლო წინა კამერა წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი სენსორით და F2.2 დიაფრაგმით.

  ასევე წარმოდგენილია პირველი ვირტუალური რელობის მოწყობილობა Google Daydream-ის მხარდაჭერით.

4 გიგაბაიტინი ოპერაიულით და 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით სმარტფონის ღირებულება 450 ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც დღევანდელი კონკურენტი ფლაგმანური სმარტფონების ფასთან შედარებიც გაცილებით დაბალია.
 ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია ანდროიდ M, ZTE-ს მოდიფიცირებული ე.წ. სისტემური ინტერფეისით, რომლის საყელწოდებაც გახლავთ MiFavor4.0, რომელიც ძალიან მიახლოებულია PURE ანდროიდთან და განახლდება ანდროიდის შემდეგ ვერსიებზეც. მოკლედ, საშუალო კლასის სმარტფონის ფასათ თქვენ ღებულობთ მაქსიმალურ პერფომანსს, პრემიუმ დიზაინც, დახვეწილ ოპერაციულ სისტემას, საუკეთესო აუდიო სისტემის მქონე სმარტფონს და სმარტფონს, რომელიც იმედგცრუებულს არ დაგტოვებთ. ;)

No comments:

Post a Comment