კატეგორიები

Showing posts with label მეცნიერება. Show all posts
Showing posts with label მეცნიერება. Show all posts

Sunday, 19 October 2014

ღმერთის არსებობის საუკეთესო არგუმენტები

"პოლონელი მღვდელი და მათემატიკოსი მიხალ ჰელერი ტემპლტონის პრემიის ლაურეატი და მეცნიერული მიღწვევებისათვის დაწესებული ყველაზე დიდი ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა. გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე მას საზეიმოდ გადასცეს მილიონ 600 ათასი დოლარი. ეს ჯილდო კათოლიკე მღვდელმა იმით დაიმსახურა, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომები ღმერთის არსებობის ირიბ დადასტურებას შეიცავს.

პროფესორი მიხალ ჰელერი 72 წლისაა. იგი კოსმოლოგიის სპეციალისტი გახლავთ, თუმცა მისი მოღვაწეობის სფერო მათემატიკას, ფილოსოფიასა და მეტაფიზიკასაც მოიცავს.


ტემპლტონის პრემიაზე მისი კანდიდატურა კრაკოვში მდებარე იაგელონის უნივერსიტეტის რექტორმა კაროლ მუიჟელმა წარადგინა.


"მისი უნიკალურობა ისაა, რომ იგი ერთდროულად შემოქმედებითი მეცნიერი და მოაზროვნე მორწმუნეა. მეცნიერებაში ამას ტრანსცედენტალური საიდუმლოს შეგრძნება მოაქვს, რელიაგიაში კი - სამყაროს დანახვა მეცნიერის ფართოდ გახელილი თვალებით.


Thursday, 13 March 2014

მეცნიერება და რელიგია #1

ფლამარიონ კამილი: „სამყაროს ასტრონომიული ორგანიზაციის მათემატიკური წესრიგი (მოწესრიგება) გონების ნაყოფია. ეჭვგარეშეა, რომ ეს გონება გაცილებით აღემატება გონებას ასტრონომებისა, რომელთაც მსოფლიოს მმართველი კანონები აღმოაჩინეს“. „მთავარო მიზეზო ყოველგვარი ჰარმონიისა და მშვენიერებისაო! ვინ და რა უნდა იყო შენ, როცა შენი საქმენი ასეთი დიდებულია? და რა ვუწოდოთ მათ, ვინც შენ უარგყოფს, ვინც შენზე არ ფიქრობს, ვისაც არასოდეს უგვრძვნია შენი არსებობა. სამყაროს მამაო! სიყვარულით ვიხრი ქედს შენს წინაშე“...
გერშელი: „რაც უფრო ვითარდება მეცნიერება, მით მეტი დამამტკიცებელი საბუთი ჩნდება იმისა, რომ არსებობს მარადიული, შემომქმედი და ყოვლისშემძლე გონება.“
მედლერი: „ვინც შემთხვევითობის მეტს ვერაფერს ხედავს და არც უნდა დაინახოს იმ ჰარმონიაში, ასე აშკარად რომ ჩანს (ვლინდება) ვარსკვლავებით მოჭედილი ცის აგებულებაში (წყობაში), მან ამ შემთხვევითობას ღვთის სიბრძნე უნდა უწოდოს (დაარქვას).“
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“
არტურ კომპტონი (ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი): „რწმენა იწყება იმის ცოდნით, რომ სამყარო და ადამიანი უმაღლესმა გონმა შექმნა. ჩემთვის ძნელი არ არის ამის დაჯერება, იმიტომ რომ გეგმის არსებობის ფაქტი და, აქედან გამომდინარე, გონების არსებობა უდავოა. სამყაროს წესრიგი, რომელიც თვალწინ გვეშლება, თავად ადასტურებს ყველაზე დიდი და უზენაესი მტკიცების ჭეშმარიტებას: „ყველაფრის საწყისი ღმერთია“.
კარლ ლინეი (ცნობილი ბუნებისმეტყველი): სიყვარულსა და მოკრძალებას გამოხატავს ღვთის მიმართ, რომელსაც უწოდებს „პირველ მიუწვდომელ მამოძრავებელ ძალას, არსებას არსებათა, მიზეზს მიზეზთა, წინამძღოლსა და მფარველს სამყაროსი, უფალსა და შემოქმედს ყოველივესას! ამგვარად, სამართლიანია, გვწამდეს, რომ არსებობს ღმერთი: დიდი, მარადიული და დაუსაბამო, რომელმაც შექმნა ქვეყანა და ყოველივე რაი არს მას შინა და მოაწესრიგა იგი. უფალი მიეფარება (ქრება) ჩვენს თვალთაგან, თუმცაღა აღავსებს მათ ნათელით. ერთი მხოლოდ აზრი სწვდება მას, მხოლოდ ამ უღრმეს ტაძარშია დაფარული მისი სიდიადე (დიდებულება).“
მ.ვ. ლომონოსოვი: „შემოქმედმა ადამიანთა მოდგმას ორი წიგნი მიანიჭა. ერთში თავისი სიდიადე აჩვენა; მეორეში - თავისი ნება გაუმჟღავნა. პირველი წიგნი - ეს არის ხილული ქვეყანა, რომელიც უფალმა იმისათვის შექმნა, რომ ადამიანს, შეხედავდა რა ამ უზარმაზარ, მშვენიერ და გამართულ შენობას, მისთვის მინიჭებული შემეცნების უნარის წყალობით, ეღიარებინა ღვთის ყოვლადძლიერება. მეორე წიგნი - წმინდა წერილია. მასში შემოქმედი გვაკურთხებს სულის ცხონებისაკენ. წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ამ ღვთივსულიერ წიგნებში განმმარტებლები არიან ეკლესიის დიდი მოძღვრები. ხოლო პირველად ნახსენები წიგნის განმმარტებლები, რომელშიც მოცემულია ხილული სამყაროს აგებულება, არიან ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ასტრონომები და ბუნებაში გამოვლენილ სხვა ღვთიურ მოქმედებათა ამხსნელნი.
ამპერი: „ბუნებაში შეგვიძლია ვჭვრიტოთ შემოქმედის საქმეები და მათი საშუალებით მივიდეთ

Tuesday, 18 June 2013

მზის სისტემის მიღმა

Nasa’s Voyager 1, კოსმოსური ხომალდი აკრძელებს  მზის სისტემის შორეული ნაწილების კვლევას. მისი კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ვარსკვლავთაშორისი დამუხტული ნაწილაკების სივრცე საგრძნობლად გაფართოვდა.
Voyager 1 (და მისი „ბიძაშვილი“ Voyager 2) კოსმოსში 1977 წელს გაუშვეს. ის იკვლევდა პლანეტებს რამდენიმე წლის განმავლობაში, შემდეგ კი მზის სისტემის „ბოლოსკენ“ აიღო გეზი, რათა გამხდარიყო ადამიანის მიერ შექმნილი პირველი ობიექტი ვარსკვლავთაშორისი სივრცეში.
ამჟამად, დედამიწისგან 17 მილიარდი კილომეტრით დაშორებული, Voyager “ჩაეფლო” ეგრეთ წოდებულ ჰელიოფარის ზოლში სადაც მზის ქარები ინტენსივობა ნულს უახლოვდება.  2012 წლის 7 მაისიდან კოსმოსური ხომალდის ორმა მაღალენერგიულმა ტელესკოპმა აღმოაჩინეს, რომ  ენერგოსიგნალების „დარტყმა“ ღია კოსმოსში ერთ კვირაში 5%-ით გაიზარდა .
ეს ენერგეტიკული ნაწილაკები გენერირდებიანნ ჩვენი გალაქტიკის “ზეახალი” ფაზის პერიოდში.
„ბოლო მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ სავსებით ახალ რეგიონში, სადაც ყველაფერი ძალზე სწრაფად იცველბა. ეს უაღრესად საინტერესოა. ჩვენ საქმე გვაქვს მზის სისტემის საზღვრებთან “, ხსნის ედ სტოუნი, პროექტის მეცნიერი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან.
„ერთ მშვენიერ დღეს Voyager  გასცდება  მზის სისტემის ფარგლებს, მაგრამ როდის დადგება ეს დღე  უცნობია“, ამბობს სტოუნი. მაგრამ როგორ გაიგებენ სტოუნის მსგავსი ასტრონომები იმას, რომ Voyager–მა უკვე დატოვა მზის სისტემა? გამოჩნდება ჰელიოფარში (მზის ირგვლივ არსებული დამუხტული ნაწილაკების ერთგვარი ბუშტი)  გენერირებული ენერგეტიკული ნაწილაკების შეუჩერებელი ვარდნა.
Voyager  ასევე შეამჩნევს მის ირგვლივ არსებულ მაგნიტური ველის ინდუქციის ვექტორის მიმართულების ძირეულ ცვლილებას.  სანამ Voyager ჯერ კიდევ ჰელიოფარშია  ვექტორების მიმართულება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა – Nasa –ს მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი მიმართულება შეიცვლება ჩრდილოეთ–სამხრეთით  ვარსკვლავთაშორის სივრცეში.
ატომური ენერგიით მკვებავი Voyager საკმაოდ „ახალგაზრდაა“ და კიდევ დიდ ხანს უნდა „იცოცხლოს“.  ენერგიის შესანარჩუნებლად კონკრეტული შესაძლებლობების დონეების მიხედვით „გათიშვა“ დაიწყება 2015 წელს, მაგრამ ზოგი ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება 2030 წლამდე.