Nasa’s Voyager 1, კოსმოსური ხომალდი აკრძელებს მზის სისტემის შორეული ნაწილების კვლევას. მისი კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ვარსკვლავთაშორისი დამუხტული ნაწილაკების სივრცე საგრძნობლად გაფართოვდა.
Voyager 1 (და მისი „ბიძაშვილი“ Voyager 2) კოსმოსში 1977 წელს გაუშვეს. ის იკვლევდა პლანეტებს რამდენიმე წლის განმავლობაში, შემდეგ კი მზის სისტემის „ბოლოსკენ“ აიღო გეზი, რათა გამხდარიყო ადამიანის მიერ შექმნილი პირველი ობიექტი ვარსკვლავთაშორისი სივრცეში.
ამჟამად, დედამიწისგან 17 მილიარდი კილომეტრით დაშორებული, Voyager “ჩაეფლო” ეგრეთ წოდებულ ჰელიოფარის ზოლში სადაც მზის ქარები ინტენსივობა ნულს უახლოვდება. 2012 წლის 7 მაისიდან კოსმოსური ხომალდის ორმა მაღალენერგიულმა ტელესკოპმა აღმოაჩინეს, რომ ენერგოსიგნალების „დარტყმა“ ღია კოსმოსში ერთ კვირაში 5%-ით გაიზარდა .
ეს ენერგეტიკული ნაწილაკები გენერირდებიანნ ჩვენი გალაქტიკის “ზეახალი” ფაზის პერიოდში.
„ბოლო მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ სავსებით ახალ რეგიონში, სადაც ყველაფერი ძალზე სწრაფად იცველბა. ეს უაღრესად საინტერესოა. ჩვენ საქმე გვაქვს მზის სისტემის საზღვრებთან “, ხსნის ედ სტოუნი, პროექტის მეცნიერი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან.
„ერთ მშვენიერ დღეს Voyager გასცდება მზის სისტემის ფარგლებს, მაგრამ როდის დადგება ეს დღე უცნობია“, ამბობს სტოუნი. მაგრამ როგორ გაიგებენ სტოუნის მსგავსი ასტრონომები იმას, რომ Voyager–მა უკვე დატოვა მზის სისტემა? გამოჩნდება ჰელიოფარში (მზის ირგვლივ არსებული დამუხტული ნაწილაკების ერთგვარი ბუშტი) გენერირებული ენერგეტიკული ნაწილაკების შეუჩერებელი ვარდნა.
Voyager ასევე შეამჩნევს მის ირგვლივ არსებულ მაგნიტური ველის ინდუქციის ვექტორის მიმართულების ძირეულ ცვლილებას. სანამ Voyager ჯერ კიდევ ჰელიოფარშია ვექტორების მიმართულება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა – Nasa –ს მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი მიმართულება შეიცვლება ჩრდილოეთ–სამხრეთით ვარსკვლავთაშორის სივრცეში.
ატომური ენერგიით მკვებავი Voyager საკმაოდ „ახალგაზრდაა“ და კიდევ დიდ ხანს უნდა „იცოცხლოს“. ენერგიის შესანარჩუნებლად კონკრეტული შესაძლებლობების დონეების მიხედვით „გათიშვა“ დაიწყება 2015 წელს, მაგრამ ზოგი ინსტრუმენტის გამოყენება შესაძლებელი იქნება 2030 წლამდე.
No comments:
Post a Comment