კატეგორიები

Monday, 27 October 2014

აკიანე კრამარიკი და კოლტონ ბურპო:სამოთხე რეალურია

აკიანე კრამარიკი დაიბადა 1994 წლის 9 ივლის ათეისტურ ოჯახში, დედა წარმოშობით ლიტვიდან და მამა ამერიკიდან იყო.
იგი 4 წლის ასაკიდან ხატავს , 6 წლიდან უკვე მოწინავე მხატვარია, 7 წლიდან წერს ლექსებს, მისი პირველი დასრულებული ავტოპორტრეტი გაიყიდა 10 000 ამერიკულ დოლარად, რომელიც მოხმარდა ქველმოქმედებას, მისი ნახატები ძირითადათ სასულიერო თემას ეხება.
აკიანე ამბობს, რომ მან ელაპარაკა იესოს და ნახატზე ნაჩვენებია სწორედ ამ ხილვების დროს ნანახი იესო.
12 წლის ასაკში მან 60 ფერწერა დაასრულა, საერთო ჯამში 200 დასრულებული ნამუშევარი და 800 ლიტერატურული შემოქმედება, გამოსცა ორი საუკეთესო გაყიდვადი წიგნი.
იესოს ნახატს აკიანე ასე ასათაურებს: "Heaven Is For Real" -"სამოთხე რეალურია"

აღსანიშნავია, რომ აკიანეს მიერ დახატული იესო ქრისტე, ემთხვევა კოლტონ ბურპოს მიერ აღწერილს. 2003 წელს კოლტონს, რომელიც მაშინ 3 წლის იყო, ბრმანაწლავი გაუსკდა. ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ ბიჭუნა ვერ გადარჩებოდა, მაგრამ სასწაული მოხდა და ის გამოჯანმრთელდა. ამის შემდეგ კოლტონმა მშობლებს უამბო, რომ სამოთხეში იმყოფებოდა და იესო ქრისტე ნახა, მას კალთაშიც კი ეჯდა. ბიჭის მამამ, ტოდ ბურპომ, რომელიც ერთ-ერთი ეკლესიის პასტორი იყო, შვილს სხვადასხვა ნახატი და სურათი აჩვენა, რომელზეც ქრისტე იყო გამოსახული, თუმცა ბიჭუნა ამბობდა რომ მათზე უფალი არ იყო გამოსახული. ერთხელაც, როდესაც ტელევიზორში აკიანეს ნახატი აჩვენეს, ბიჭი გაშეშდა და მამას უთხრა, აი ეს არის იესო ქრისტე. ტოდ ბურპომ ასევე აღნიშნა, რომ კოლტონის მიერ მონაყოლი, ემთხვეოდა აკიანეს მიერ ნაამბობს. 


დაკარგული ცივილიზაცია: დახატა 17 წლის ასაკში 2012 წელს


The First-პირველი : 15 წლის ასაკში 2010 წელს


ღვთაებრივი ცოდნა: 11 წლის ასაკში




იესო: 9 წლის ასაკში




იესო: 8 წლის ასაკში


ეს კი თავად აკიანე


ეს კოლტონ ბურპო და მისი მშობლები

No comments:

Post a Comment