კატეგორიები

Showing posts with label რელიგია. Show all posts
Showing posts with label რელიგია. Show all posts

Monday, 27 October 2014

აკიანე კრამარიკი და კოლტონ ბურპო:სამოთხე რეალურია

აკიანე კრამარიკი დაიბადა 1994 წლის 9 ივლის ათეისტურ ოჯახში, დედა წარმოშობით ლიტვიდან და მამა ამერიკიდან იყო.
იგი 4 წლის ასაკიდან ხატავს , 6 წლიდან უკვე მოწინავე მხატვარია, 7 წლიდან წერს ლექსებს, მისი პირველი დასრულებული ავტოპორტრეტი გაიყიდა 10 000 ამერიკულ დოლარად, რომელიც მოხმარდა ქველმოქმედებას, მისი ნახატები ძირითადათ სასულიერო თემას ეხება.
აკიანე ამბობს, რომ მან ელაპარაკა იესოს და ნახატზე ნაჩვენებია სწორედ ამ ხილვების დროს ნანახი იესო.
12 წლის ასაკში მან 60 ფერწერა დაასრულა, საერთო ჯამში 200 დასრულებული ნამუშევარი და 800 ლიტერატურული შემოქმედება, გამოსცა ორი საუკეთესო გაყიდვადი წიგნი.
იესოს ნახატს აკიანე ასე ასათაურებს: "Heaven Is For Real" -"სამოთხე რეალურია"

Sunday, 19 October 2014

ღმერთის არსებობის საუკეთესო არგუმენტები

"პოლონელი მღვდელი და მათემატიკოსი მიხალ ჰელერი ტემპლტონის პრემიის ლაურეატი და მეცნიერული მიღწვევებისათვის დაწესებული ყველაზე დიდი ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა. გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე მას საზეიმოდ გადასცეს მილიონ 600 ათასი დოლარი. ეს ჯილდო კათოლიკე მღვდელმა იმით დაიმსახურა, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომები ღმერთის არსებობის ირიბ დადასტურებას შეიცავს.

პროფესორი მიხალ ჰელერი 72 წლისაა. იგი კოსმოლოგიის სპეციალისტი გახლავთ, თუმცა მისი მოღვაწეობის სფერო მათემატიკას, ფილოსოფიასა და მეტაფიზიკასაც მოიცავს.


ტემპლტონის პრემიაზე მისი კანდიდატურა კრაკოვში მდებარე იაგელონის უნივერსიტეტის რექტორმა კაროლ მუიჟელმა წარადგინა.


"მისი უნიკალურობა ისაა, რომ იგი ერთდროულად შემოქმედებითი მეცნიერი და მოაზროვნე მორწმუნეა. მეცნიერებაში ამას ტრანსცედენტალური საიდუმლოს შეგრძნება მოაქვს, რელიაგიაში კი - სამყაროს დანახვა მეცნიერის ფართოდ გახელილი თვალებით.


Thursday, 13 March 2014

მეცნიერება და რელიგია #1

ფლამარიონ კამილი: „სამყაროს ასტრონომიული ორგანიზაციის მათემატიკური წესრიგი (მოწესრიგება) გონების ნაყოფია. ეჭვგარეშეა, რომ ეს გონება გაცილებით აღემატება გონებას ასტრონომებისა, რომელთაც მსოფლიოს მმართველი კანონები აღმოაჩინეს“. „მთავარო მიზეზო ყოველგვარი ჰარმონიისა და მშვენიერებისაო! ვინ და რა უნდა იყო შენ, როცა შენი საქმენი ასეთი დიდებულია? და რა ვუწოდოთ მათ, ვინც შენ უარგყოფს, ვინც შენზე არ ფიქრობს, ვისაც არასოდეს უგვრძვნია შენი არსებობა. სამყაროს მამაო! სიყვარულით ვიხრი ქედს შენს წინაშე“...
გერშელი: „რაც უფრო ვითარდება მეცნიერება, მით მეტი დამამტკიცებელი საბუთი ჩნდება იმისა, რომ არსებობს მარადიული, შემომქმედი და ყოვლისშემძლე გონება.“
მედლერი: „ვინც შემთხვევითობის მეტს ვერაფერს ხედავს და არც უნდა დაინახოს იმ ჰარმონიაში, ასე აშკარად რომ ჩანს (ვლინდება) ვარსკვლავებით მოჭედილი ცის აგებულებაში (წყობაში), მან ამ შემთხვევითობას ღვთის სიბრძნე უნდა უწოდოს (დაარქვას).“
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“
არტურ კომპტონი (ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი): „რწმენა იწყება იმის ცოდნით, რომ სამყარო და ადამიანი უმაღლესმა გონმა შექმნა. ჩემთვის ძნელი არ არის ამის დაჯერება, იმიტომ რომ გეგმის არსებობის ფაქტი და, აქედან გამომდინარე, გონების არსებობა უდავოა. სამყაროს წესრიგი, რომელიც თვალწინ გვეშლება, თავად ადასტურებს ყველაზე დიდი და უზენაესი მტკიცების ჭეშმარიტებას: „ყველაფრის საწყისი ღმერთია“.
კარლ ლინეი (ცნობილი ბუნებისმეტყველი): სიყვარულსა და მოკრძალებას გამოხატავს ღვთის მიმართ, რომელსაც უწოდებს „პირველ მიუწვდომელ მამოძრავებელ ძალას, არსებას არსებათა, მიზეზს მიზეზთა, წინამძღოლსა და მფარველს სამყაროსი, უფალსა და შემოქმედს ყოველივესას! ამგვარად, სამართლიანია, გვწამდეს, რომ არსებობს ღმერთი: დიდი, მარადიული და დაუსაბამო, რომელმაც შექმნა ქვეყანა და ყოველივე რაი არს მას შინა და მოაწესრიგა იგი. უფალი მიეფარება (ქრება) ჩვენს თვალთაგან, თუმცაღა აღავსებს მათ ნათელით. ერთი მხოლოდ აზრი სწვდება მას, მხოლოდ ამ უღრმეს ტაძარშია დაფარული მისი სიდიადე (დიდებულება).“
მ.ვ. ლომონოსოვი: „შემოქმედმა ადამიანთა მოდგმას ორი წიგნი მიანიჭა. ერთში თავისი სიდიადე აჩვენა; მეორეში - თავისი ნება გაუმჟღავნა. პირველი წიგნი - ეს არის ხილული ქვეყანა, რომელიც უფალმა იმისათვის შექმნა, რომ ადამიანს, შეხედავდა რა ამ უზარმაზარ, მშვენიერ და გამართულ შენობას, მისთვის მინიჭებული შემეცნების უნარის წყალობით, ეღიარებინა ღვთის ყოვლადძლიერება. მეორე წიგნი - წმინდა წერილია. მასში შემოქმედი გვაკურთხებს სულის ცხონებისაკენ. წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ამ ღვთივსულიერ წიგნებში განმმარტებლები არიან ეკლესიის დიდი მოძღვრები. ხოლო პირველად ნახსენები წიგნის განმმარტებლები, რომელშიც მოცემულია ხილული სამყაროს აგებულება, არიან ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ასტრონომები და ბუნებაში გამოვლენილ სხვა ღვთიურ მოქმედებათა ამხსნელნი.
ამპერი: „ბუნებაში შეგვიძლია ვჭვრიტოთ შემოქმედის საქმეები და მათი საშუალებით მივიდეთ

Sunday, 7 July 2013

ტურინის სუდარა ჭეშმარიტად ქრისტეს სამოსია

ტურინის სუდარა ჭეშმარიტად  ქრისტეს სამოსია
17-05-2013
ქრისტიანული სიწმინდე, ტურინის სუდარა შუა საუკუნეების ნაყალბევი არ არის და ნამდვილად ის არის, რითაც იესო ქრისტე დაკრძალეს. ახალი კვლევა ამ საკითხზე იტალიელმა მეცნიერებმა მოაწყვეს.

ნოეს პროტოტიპები


ნოეს პროტოტიპები
10-06-2013
უძველესი ლეგენდები და მითები დღესაც მოგვითხრობენ შორეულ წარსულში მომხდარი წარღვნისა და მასში გადარჩენილ გმირზე. ყველაზე გავრცელებულია ბიბლიური გადმოცემა ნოეს შესახებ, რომელმაც ოჯახთან ერთად ააგო ხომალდი და ორმოცი დღე-ღამის განმავლობაში ელოდებოდა სტიქიის ჩაწყნარებას.

რა არის სიცოცხლე?


რას გვეუბნება მეოთხე მცნება?

"ეკლესიის მესანთლეს ნისიების რვეული აქვს. სანთელი კი 10-20 თეთრი ღირს..."… 


ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მღვდელთან, მამა გიორგი წერეთელთან საუბარი საკუთარ სულში, ქვეყნის გულში ჩახედვას დაემსგავსა - სიყვარულით, მშვიდად, ტრაგიკული ტონებისა და ფერების გარეშე.