Samsung-მა CES-ს კონფერენციაზე "A" სერიის ახალი თაობის პრემიუმ სმარტფონები Galaxy A3 2017, A5 2017 და A7 2017 წარმგვიდგინა. ამ სტატიაში გთავაზობთ Galaxy A5 2017-ის დეტალურ განხილვას, შევეცდები მაქსიმალურად წარმოგიდგინოთ მისი უარყოფითი და დადებითი ტექნიკური და პროგრამული მახასიათებლები.
სმარტფონის შემადგენლობაშია 5.2 დიუმიანი FHD რეზოლუციის Super AMOLED ეკრანი, Android 6.0.1 ოპერაციული სისტემა, Exynos 7880-ის 14 ნანომეტრიანი ჩიფსეტი, 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა 256 გიგაბაიტამდე, 16 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, IP68 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, FM რადიო, USB Type C, Samsung Pay, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, 3.5 მილიმეტრიანი ჯეკი ყურსასმენებისთვის, ორი სიმ ბარათის სლოტი, NFC და 3000 მილიამპერიანი ელემენტი.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკური მახასიათებლები ძალიან ჰგავს ფლაგმანური სმარტფონისას, მაინც არ არ არის ეს სმარტფონი ფლაგმანი და ფასიც არ შეესაბამება ტექნიკურ მახასიათებლებს.
სმარტფონის კამერას არააქვს ოპტიკური სტაბილიზაცია და კამერის პიქსელის ზომა არის ძალიან მცირე, რაც ღამით გადაღების დროს არც ისე სახარბიელოა. ასევე წინა კამერაც 16 მეგაპიქსელიანია, მაგრამ ვერ შევამჩნიე რაიმე განსაკუთრებული ოპტიმიზაცია ან განსაკუთრებული ხარისხი, Huawei Nova-ს 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერაც კი გაცილებით უკეთ იღებს. თუ გავითვალისწინებთ ფასს, მაშინ სმარტფონის კამერას ასევე უნდა ჰქონდეს 4K ვიდეო გადაღებაც, რაც 2017 წლის სმარტფონებში უკვე სტანდარტია, თუმცა არააქვს.
ფოტო გადაღების ტესტი:იმისათვის, რომ დაგანახოთ რეალურად როგორი კამერა აქვს აუტო გადაღების შემთხვევაში სმარტფონის კამერას, რადგან ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ აუტო რეჟიმით გადაღების ხარისხი, მე მხოლო აუტო რეჟიმში გადაღებულ და დაუმუშავებელ ფოტოებს გთავაზობთ. თუმცა ავღნიშნავ, რომ სმარტფონის კამერა საკმაოდ ფუნქციურია და აქვს ხელით სამართავი "PRO" რეჟიმიც, რისთვისაც Samsung-ს მადლობას ვუხდი.
ქვემოდ გთავაზობთ ჩვეულებრივი დღის სინათლეზე გადაღებულ ფოტოს, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება, აქვს კარგი დეტალიზაცია და ფერების აღქმა. თუ Samsung-ის კარგ ოპტიმიზაციას გავითვალისწინებთ, მაშინ ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის.
ქვემოდ გთავაზობთ ფოტოს, რომელზეც ფოკუსი "ღრუბლებისკენ" არის გაკეთებული, სამწუხაროდ ამ ტესტს ვერ გაუმკლავდა Samsung-ი, შესაბამისად და ღრუბლებიდან არცერთი დეტალი ჩანს, კამერა მხოლოდ თეთრ ფონს გვთავაზობს და სამწუხაროდ ვერც მანქანის ფერიც ვერ აღიქვა ზუსტად, რადგან ის უფრო მუქ ფერში იყო. :)
ქვემოდ მოცემულ ფოტოზე გთავაზობთ კამერის ფოკუსის ტესტს, ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ მოხიბლული ვარ, ძალიან სწრაფი ფოკუსი აქვს ფაზოვანი ფოკუსის ტექნოლოგიის დახმარებით.
ოთახის განათების პირობებში როგორც ჩანს გამოსახულების ფერები უფრო ზუსტია ვიდრე გარეთ ჩვეულებრივი დღის შუქზე განათების შემთხვევაში გადაღებულ ფოტოზე, ვფიქრობ მიზეზი ზემოთ უკვე ავღნიშნე და ეს პიქსელების მცირე ზომის დამსახურებაა.
მიუხედავად იმისა, რომ 16 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერის პიქსელის ზომა მხოლოდ 1 მიკრონია, ღამით გარეთ გადაღებული ფოტო საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუმცა დარწმუნებული ვარ Samsung-ს ეკონომია რომ არ გაეკეთებია და Galaxy S7-ის 12 მეგაიქსელიანი კამერა გამოეყენებინა, გაცილებით უკეთესს შედეგს მივიღებდით.
ვიდეო გადაღების ტესტი:
როგორც უკვე ავღნიშნე, სმარტფონს არააქვს 4K ვიდეო გადაღება და ოპტიკური სტაბილიზაცია, თუმცა ვიდეო გადაღების შედეგი საკმაოდ კარგია, რა თქმა უნდა უკეთესადაც შეიძლებოდა, მაგრამ საშუალო კლასის სმარტფონის შესაბამისი ნამდვილად არის.
ღამით გადაღებული ვიდეო შთამბეჭდავი არა, მაგრამ შესანიშნავია, ნამდვილად აკმაყოფილებს საშუალო კლასის სმარტფონის მთხოვნებს.
საერთო ჯამში სმარტფონის მთავარი კამერით არ იქნებით უკმაყოფილო, ის ჩვეულებრივი მომხმარებლის მოთხოვნებს სრულყოფილად აკმაყოფილებს, თუმცა რაღაც დიდი მოლოდინები 16 მეგაპიქსელიანი კამერის გამო ნუ გექნებათ, მეტი მეგაპიქსელი არასდროს ნიშნავს უფრო კარგს.
ოპერაციული სისტემა და სამომხმარებლო ინტერფეისი
2017 წლისთვის რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სმარტფონზე ჩვენ ვერ შევხდებით Android 7.0 ოპერაციულ სისტემას, ცოტა უცნაური გადაწყვეტილებაა Samsung-ის მხრიდან და ჩემთვის მიუღებელიც კი! რატომ არ უნდა დააყენო საუკეთესო Android ვერსია პრემიუმ სერიის სმარტფონზე? საინტერესოა!
სმარტფონზე Samsung-ის ტრადიციული მძიმე და ჩემთვის ულამაზომ ინტერფეისია წარმოდგენილი, თუმცა რადგან გემოვნებაზე არ ვდაობთ, ავღნიშნავ იმას, რომ აღნიშნული სმარტფონი ფუნქციურად საკმაოდ დატვირთულია, ზოგ შემთხვევაში ზედმეტადაც კი, მაგრამ პრემიუმ სმარტფონის სტანდარტებს სრულიად აკმაყოფილებს.
ელემენტი
როგორც უკვე ავღინშნე, სმარტფონში 3000 მილიამპერიანი ელემენტია წარმოდგენილი, რაც 5.2 დიუმიანი FHD რეზოლუციის ეკრანისთვის და 14 ნანომეტრიანი ჩიფსეტისთვის საკმაოდ კარგი ვარიანტია.
სამსუნგის ელემენტის ოპტიმიზაცია ნამდვილად იმსახურებს აღფრთოვანებას, საშუალო მოხმარების რეჯიმში ის ორი დღე აუცილებლად გაძლებს. მნიშვნელოვანი დეტალი არის ელემენტის დამზოგავის ფუნქცია, სადაც Samsung-ი გვპირდება, რომ თუ 40 პროცენტზე არის ელემენტის ენერგია დარჩენი, თქვენ შეგიძლიათ გააქტიურად მაქსიმალური ვერსია სიმძლავრის დაზოგვის და ელემენტი გამძლეობა 20 საათიდან 72 საათამდე გაიზრდება, თუმცა აქ შეუზღუდება ყველა "სმარტ" ფუნქცია, მხოლოს ზარის განხორციელება და ტექსტური შეტყობინების გაგზავნა იქნება შესაძლებელი.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურ "სმარტ" ფუნციების შეზღუდვა, მხოლოდ 4 საათით შეგეძლებათ გაახანგრძლიოვოთ სმარტფონის ენერგო მოხმარება.
ძებნის შედეგები
Benchmark ტესტები:
რა თქმა უნდა Antutu და Geekbench ტესტები არის სმარტფონის სიმძლავრის საზომები, მაგრამ მე ისევ ავღნიშნავ, რომ ეს ტესტები რეალურ შედეგს ჩვეულებრივი მოხმარების დროს არაფერს გვაძლევს
როგორც ხედავთ, აღნიშნულ სმარტფონს საშუალო კლასისთვის დამახასიათებელი ქულები აქვს აღებული, მიუხედავად ამისა ინტერფეისი საკმაოდ სწრაფია.
დიზაინისმარტფონის დიზაინი ძალიან ჰგავს Galaxy S7-ს, ის მეტალის კანტებით და შუშის უკანა პანელით გახლავთ წარმოდგნელი, რაც პრემიუმ სმარტფონისთვის შესანიშნავი მონაცემებია.
სპიკერი გვერდზე კანტზე აქვს განთავსებული, რაც საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილებაა. თუ გავითვალისწინებთ 5.2 დიუმიან ეკრანს, ის არც ისე კომპაქტურად არის განთავსებული სმარტფონის წინა პანელზე, თუმცა სტანდარტულად 71 პროცენტ ტერიტორიას იკავებს. ღილაკი კვლავ პლასმასის გახლავთ, რა მიზეზითაც Galaxy S7-ის მსგავსად სავარაუდოთ Galaxy A5 2017-ზეც მალევე შევამჩნევთ დაზიანებებს ღილაკზე.
შეჯამება:საერთო ჯამში სმარტფონი საკმაოდ მიმზიდველია, თუმცა დიზაინით Galaxy A5 2016 უფრო საინტერესო იყო ჩემთვის. ასევე ავღნიშნავ, რომ სმარტფონი ფუქნციური, დაბალანსებული და ნამდვილად პრემიუმია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ფასს, მაშინ არის უკეთესი ვარიანტებიც ტოპ ბრენდებში (მაგ: Huawei Nova და Sony Xperia X) და ასევე არა ტოპ ბრენდებიდან Xiaomi Mi5S საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც გვთავაზობს ბევრად მაგარ კამერებს(წინა და უკანა კამერებს), Snapdragon 821-ის ჩიფსეტს, უფრო მეტ და მძლავრ ოპერატიულ მეხსიერებას, უფრო მძლავ ელემენტს და მსგავს საბაზრო ფასს. ;)
ცოტა თანხის დამატებით თქვენთვის ასევე 2016 წლის მთავარი მონტრების OnePlus 3-ის და 3T-ის შეძენაც გახდება შესაძლებელი.
გამარჯობა, Samsung Galaxy A5 2017 მაქვს და ასეთი პრობლემა აქვს (არამხოლოდ ჩემსას, არამედ ზოგადად A სერიის 5, 7 მოდელებს. სელფის კამერით გადაღებისას ჩემს სახეს აჩვენებს გარკვევით, მაგრამ ჩემს უკან ნახევარი მეტრით მოშორებული რომ იდგეს ვინმე, მისი სახე ისე გარკვევით არ ჩანს, ფოკუსს მხოლოდ ჩემზე აკეთებს, ან მე თუ ვარ ერთ მეტზე შორს კამერისგან არც ჩემი გამოსახულებაა კარგი. სამსუნგის ვებგვერდზე ამაზე საუბრობს ბევრი, მაგრამ პასუხს არავინ წერს და მაინტერესებს რამდენად ექვემდებარება გამოსწორებას.
ReplyDelete