კატეგორიები

Friday, 3 February 2017

Huawei P8 Lite 2017-ის განხილვა: პრემიუმ დიზაინი, ძლავრი ტექნიკური მახასიათებლები და დაბალი ფასი



Huawei-მ კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალო კლასის სმარტფონი P8 Lite 2017 წარმოგვიდგინა, რომელიც გამოირჩევა მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით და პრემიუმ დიზაინით. ამ სტატიაში გთავაზობთ აღნიშნული სმარტფონის განხილვას და შევეცდები მნიშვნელოვან დეტალებზე გავამახვილო ყურადღება.

  P9 Lite-ისგან განსხავებით P8 Lite 2017-ი  წარმოდგენილია 2.5D წინა და უკანა პანელით, რომელიც სმარტფონს უფრო პრემიუმს ხდის და სმარტფონის ხელში დაჭერის პროცესი უფრო სასიამოვნოა, თუმცა ეს სიამოვნება მალევე გადაივლის, რადგან ეკრანზე ნათითურები მარტივად ჩნდება, ხოლო ნათითურების წაშლა საკმაოდ რთული პროცესია ამ სმარტფონზე, რადგან ნათითურებისგან სპეციალური დამცავი "oleophobic coating" არააქვს და არც IPX5X ან IPX6X მტვერგამძლებისთვის.
  P8 Lite 2017-ის შემადგენლობაშია 5.2 დიუმიანი FHD რეზოლუციის ეკრანი, Kirin 655-ის 16 ნანომეტრიანი 8 ბირთვიანი პროცესორი, 16 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება(მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 256 გიგაბაიტამდე მეხსიერების ბარათის საშუალებით), 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა F2.0 დიაფრაგმით, 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა F2.0 დიაფრაგმით, 3000 მილიამპერიანი ბატარეა, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი და Android 7.0 ოპერაციული სისტემა.

სამომხმარებლო ინტერფეისი:
   როგორც უკვე ავღნიშნე, სმარტფონზე წარმოდგენილია Android 7.0 ოპერაციული სისტემა  Huawei-ის მოდიფიცირებული EMUI 5.0 ვერსიით, რომელიც საკმაოდ ფუნქციური, დახვეწილია.და სწრაფია
 აპლიკაციების დიზაინი და თემები შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სურვილისამებრ,
 ჩემთვის ასევე საინტერესოა "მუსიკის დამკვრელის" აპლიკაცია, რომელიც ფუქნციური, დახვეწილი და დაბალნსებულია ჩვეულებირივი Android-ზე წარმოდგენილი მუსიკის დამკვრელისგან განსხვავებით.

ბატარეა:
3000 მილიამპერიანი(მილიამპერი საათში) ბატარეა, 16 ნანომეტრიანი ჩიფსეტი, 5.2 დიუმიანი FHD რეზოლუციის ეკრანი, Android 7.0 ოპერაციული სისტემა და Huawei-ს საკმაოდ კარგი ოპტიმიზაცია "ენერგო ეფექტურობის" მნიშვნელოვანი კომპონენტებია და სრულიად ამართლებს მოლოდინებს, საშუალო მოხმარების რეჟიმში სმარტფონის ბატარეა ორი დღე აუცილებლად გაგიძლებთ, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა(თუ არ ჩავთვლით თამაშებს).

"ულტრა ენერგიის დამზოგავი"-ს ჩართვის შემთხვევაში დარჩენილი 34 პროცენტი ენერგია თქვენ გეყოფათ 50 საათი და 16 წუთი, იმ შემთხვევაში, თუ არ გამოიყენებთ სმარტფონის "სმარტ" ფუნქციებს. მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან საჭირო ფუნქცია, თუ ნამდვილას ასრულდება დანაპირები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული დრო "ლოდინის" რეჟიმის შემთხვევაშია ნაჩვენები, რა თქმა უნდა საუბრშის შემთხვევაში ეს დრო მნიშვნელოვნად შეიცვლება.

კამერა:
 მთავარ კამერად Sony-ს წარმოებული მაღალი ხარისხის 12 მეგაპიქსელიანი სენსორია წარმოდგენილი F2.0 დიაფრაგმით და FHD რეზოლუციის ვიდეს გადაღების შესაძლებლობით. კამერის აპლიკაცია მარტივი და ფუნქციურია.
 თქვენ შეგიძლიათ გადაიღოდ ფოტოები HDR რეჟიმში, PRO ვიდეო, PRO ფოტო, Slo-Mo ვიდეო, პანორამული ფოტო და Time-Lapse ვიდეო.


ფოტო გადაღების ტესტი ჩვეულებრივი დღის სინათლეზე:
ჩვეულებრივი დღის სინათლეზე კამერა იდეალურად იღებს, აქვს კარგი დეტალიზაცია და ბუნებრივი ფერები. თამამად შემიძლია შევაქო Huawei ასეთი კარგი ოპტიმიზაციისთვის, რომელსაც თუნდაც საშუალო კლასის სმარტფონზე გვთავაზობს.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ აქვს კონტრასტული და მკვეთრი ფერები გადაღებულ ფოტოებს, შესაბამისად თქვენ იქნებით ძალიან კმაყოფილი P8 Lite 2017-ის კამერით.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ სმარტფონს საკმაოდ სწრაფი ავტო-ფოკუსი აქვს, მის შემადგენლბაში ფაზოვანი ავტოფოკუსიც შედის, რომელიც ძირითადათ "ფლაგმანურ სმარტფონებში გვხდება".

გთავაზობთ რამდენიმე ფოტო გადაღების ტესტს, რმელიც დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ რამდენად კარგად იღებს სმარტფონი ჩვეულებრივი მზიანი დღის შუქზე.


დაბალი განათების პირობებში გადაღებული ფოტო:


მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონის კამერის პიქსელების ზომა საკმაოდ დიდია და დიაფრაგმაც შეესაბამება კამერის სხვა მახსიათებლებს, ღამით გადაღებული ფოტოებით არ ვარ კმაყოფილი, ვფიქრობ ამ კამერის შემთხვევაში P9 Lite-ი უკეთესი შესაძლებლობებით არის წარმოდგენილი.

ვიდეო გადაღების ტესტი:

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სმარტფონის კამერას არააქვს ოპტიკური სტაბილიზაცია და ციფრული სტაბილიზაცით არის წარმოდგენილი, P8 Lite 2017 საშუალო კლასის სმარტფონია საშუალო კლასის კამერით, რომელსაც ვერ მოვთხოვთ უკეთეს შესაძლებლობებს, რადგან ამ კატეგორიაშია ისედაც საუკეთესოა შემოთავაზებული.
 იმ შემთხვევაში თუ სმარტფონში ვიდეო გადაღება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მაშინ ეს სმარტფონი თქვენთვის არ არის, თუმცა სელფებისთვის და ფოტო გადაღებისთვის შესანიშნავია.



AnTuTu ტესტი:
როგორც ხედავთ, სმარტფონმა AnTuTu ტესტში 56658 ქულა აიღო. რა თქმა უნდა ეს საშუალო ქულაა, მაგრამ არასდროს შეაფასოთ სმარტფონი სხვადასხვა ტესტებში აღებული ქულებით, რადგან მთავარია ოპტიმიზაცია და ამ სმარტფონს აქვს იდეალური ოპტიმიზაცია, არის სწრაფი და არააქვს შეფერხებები.


შედარება P9 Lite-თან:

  • P8 Lite 2017-ს აქვს შუშის პრემიუმ დიზაინი და P9 Lite-ს პოლიკარბონატის(ტრადიციული პლასმასის დიზაინი)
  • P8 Lite 2017-ს აქვს 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერბა და P9 Lite-ს 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება.
  • P8 Lite 2017-ს აქვს Kirin 655-ის პროცესორი და P9 Lite-ს Kirin 650-ის პროცესორი.
  • P8 Lite 2017-ს აქვს Android 7.0 ოპერაციული სისტემა და P9 Lite-ს Android 6.0 ოპერაციული სისტემა


შეჯამება:
 ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სმარტფონს ჰქონდეს კარგი კამერა, კარგი ბატარეა, კარგი პროცესორი, იყოს სწრაფი, ჰქონდეს დახვეწილი დიზაინი, ჰქონდეს მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა, იყოს პრაქტიკული და ფასი იყოს მისაღები. ეს ყველაფერი Huawei-ს ამ სმარტფონში იდეალურად გამოუვიდა, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს უარყოფითი დეტალებიც, რაც უკვე ზემთ ავღნიშნე, მაგრამ კი, რა თქმა უნდა ღირს P8 Lite 2017-ის შეძენა, რადგამ ამ კატეგორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

No comments:

Post a Comment