Google-მა და თურქულმა კომპანია General Mobile-მა ერთობლივად კიდევ ერთი შესანიშნავი ბიუჯეტური სარტფონი GM5 წარმოგვიდგინა, რომელიც მიუხედავად თავისი ფასისა, მაინც გამოირჩევა მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით.
სანამ ტექნიკურ მახასიათებლებზე გადავალ, მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ბიუჯეტური(იაფიანი) სმარტფონი, ის Android One პროგრამით არის წარმოდგენილი, რომელიც გულისხმობს ოპერაციული სისტემის სწრაფად განახლებას და ის ყოველთვის პირველი მიიღებს განახლებას.
General Mobile GM5 ერთადერთი ყველაზე ახალი ბიუჯეტური სმარტფონია, რომელიც Android 7.0 ოპერაციულ სისტემაზე ფუნქციონირებს და ახალ ვერსიას მიიღებ მაშინვე, როცა Google-ი დააანონსებს ახალ Android-ის ვერსიას.
სმარტფონის შემადგენლობაში შედის 5 დიუმიანი HD რეზოლუციის ეკრანი, Qualcomm Snapdragon 410-ის 4 ბირთვიანი პროცესორი, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 16 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 13 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 5 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა და 2500 მილიამპერიანი ბატარეა.
No comments:
Post a Comment