კატეგორიები

Showing posts with label ტექნოლოგიის მიღწევა (დაპატენტება). Show all posts
Showing posts with label ტექნოლოგიის მიღწევა (დაპატენტება). Show all posts

Sunday, 19 October 2014

Project Tango-რევოლუციური 3D ტექნოლოგია სმარტფონებისათვის

                  კომპანია "Google"-მა წარმოადგინა ახალი პროექტი სახელწოდებით "Tango",
"Project Tango"-ს ახორციელებს განყოფილება "ATAP"-ი, რომლის წევრის "ჯონ ლი"-ს განცხადებით, პროექტის მიზანია მობილურ მოწყობიკლობებმა აღიქვან მსოფლიო ადამიანების მსგავსად. აღნიშნული პროექტით წარმოდგენილია 5 ინჩიანი მობილური მოწყობილობა, რომელიც მუშაობს ანდროიდ ოპერაციულ სისტემაზე და დამატებით სპეციალურად შექმნილ პროგრამულ ინტერფეისებზე API-ებზე, მოწობილობაში ჩაშენებულია სიღრმისეული მონაცემების დასამუშავებელი პროცესორი, პროცესორად გამოყენებულია ორმაგი 65 ნანომეტრიან "Movidius" პლათფორმა, თუმცა პროექტის წარმომადგენლის თქმით ბაზარზე 28 ნანომეტრიანი პროცესორით ჩაუშვებენ, პროცესორის მთავარი ღირსება ენერგო მოხმარების ეკონომიურობაა.

სმარტფონში წარმოდგენილია 4 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა 3D სკანერით, კორპუსის უკან წარმოდგენილია დამხმარე სენსორები, მოძრაობის მკვლევარი და სიღრმისეული ზონდირება.
მოწყობილობას შეუძლია თვალთვალი განახორციელოს 250 ობიექტზე რეალურ დროში და ეს ყველაფერი არ არის, მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ ამ ყველაფერს 3D-ში
უყუროთ.
ასევე სმარტფონში წინა პლანზე წამოწეულია სოციალური მდგომარეობა, უსინათლო მოსახლეობა, კომნკრეტულად რას გულისხმობს ეს ფუნქცია ჯერჯერობით უცნობია.
სმარტფონს შეუძლია შენობის დასკანერების შემთხვევაში იპოვოს ის პროდუქტი და გაჩვენოს,რომელსაც თქვენ ეძებთ.

Saturday, 19 April 2014

სონიმ დააპატენტა "smart wig" (ჭკვიანი პარიკი)

კომპანია სონიმ დააპატენტა "ჭკვიანი პარიკი", რომელიც ძალიან მალე ჩაეშვება გაყიდვაში, მისი ამოცანა მდგომარეობს იმაში რომ, პარიკში ჩამონტაჟებულია სპეციალური "GPS" მოწყობილობა, რომელიც უკავშირდება მსგავსი ტიპის ტექნოლოგიით აღჭურვილ მოწყობილობებს: სმარტფონებს, ტაბლეტებს და ა.შ. აღნიშნულ მოწყობილობაში ჩამონტაჟებულია კამერა, ლაზერი და პროჟექტორი, რომელიც დაგეხმარებათ ვიდეო კონფერენციის წარმოდგენაში, სხვა მოწყობილობის მართვაში, ფოტოს და ვიდეოს გადაღებაში. მოწყობილობას აგრეთვე აქვს სპიკერი, მიკროფონი, ვიბრაცია და მცირედი ელექტრო შოკ შეტყობინება. მოწყობილობა შეგატყობინებთ ადამიანის, შენობის და ნივთის ადგილმდებარეობას, ზარის და ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში მას გაიგებთ ვიბრაციით. დეტალური ინფორმაცია იხილეთ