კატეგორიები

Thursday, 16 June 2016

General Mobile GM5 Plus & 4G: Google Androd One სმარტფონები უკვე საქართველოშია

   
General Mobile-ი არის თურქული კომპანია, რომელიც უშვებს სმარტფონებს და რომელმაც წელს Google-თან ერთად გამოუშვა ორი შესანიშნავი დაბალ ფასიანი სმარტფონი 4G და GM5 Plus-ი.



   GM5 Plus-ი წარმოდგენილია 5.5 დიუმიანი FHD რეზოლუციის LTPS IPS LCD ეკრანით და 2.5D Gorilla Glass 4-ის შუშის დაცვით. სმარტფონის შემადგენლობაში ასევე შედის Qualcomm Snapdragon 617-ის ჩიფსეტი, 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება (მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 128 გიგაბაიტით), 13 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა F2.0 დიაფრაგმით და ორმაგი განათებით, 13 მეგაპიქსელინი წინა კამერა F2.2 დიაფრაგმით და განათებით, 3100 მილიამპერიანი ბატარეა, Quack Charge 3.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგია, USB Type C, 4.5G ქსელები და Android M ოპერაციული სისტემა, რომელიც მიიღებს Android N განახლებასაც.

 Android One პროგრამა არის Nexus პროგრამის მსგავსი, რომელიც განვითარებად ქვეყნებს სთავაზობს სმარტფონებს ხელმისაწვდომ ფასად.
  აღნიშნული მოდელი ALTA-ს მაღაზიაში ღირს სულ რაღაც 549 ლარი და ამ ფასში საუკეთესო შემოთავაზებაა.




    კიდევ უფრო დაბალ ფასად წარმოდგენილია 4G მოდელი და მას აქვს 5 დიუმიანი HD ეკრანი, Snapdragon 410-ის ჩიფსეტი, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 16 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 13 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა და 2500 მილიამპერიანი ბატარეა.

  აღნიშნული სმარტფონის ფასი ALTA-ს მაღაზიაში სულ რაღაც 299 ლარს შეადგენს.

No comments:

Post a Comment