კატეგორიები

Wednesday, 15 June 2016

OnePlus 3: კიდევ ერთი მძლავრი სმარტფონი დაბალ ფასად

 
  OnePlus-მა შესანიშნავი ფლაგმანური სმარტფონი წარმოგვიდგინა OnePlus 3, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა შთამბეჭდავი ტექნიკური მახასიათებლებით.
 სმარტფონი წარმოდგენილია 5.5 დიუმიანი FHD რეზოლუციის Optic AMOLED ეკრანით, Qualcomm Snapdragon 820-ის ჩიფსეტით, 6 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერებით, 64 გიგაბაიტიანი UFS2.0 შესანახი მეხსიერებით, 3000 მილიამპერიანი ბატარიით და USB Tupe C პორტით.




 სმარტფონის მთავარი კამერა წარმოდგენილია 16 მეგაპიქსელიანი Sony IMX298-ის სენსორით და F2.0 დიაფრაგმით, რომელიც არ გამოიყურება შთამბეჭდავად, რადგან აღნიშნული კამერის სენსორი მიეკუთვნება საშუალო კლასს, თუმცა კარგი ოპტიმიზაციის ხარჯზე შესაძლოა ყველაფერი რიგზე იყოს! კამერის მახასიათებლებში ასევე შედის ოპტიკურ-ელექტრონული ჰიბრიდული სტაბილიზაცია და 192 ფაზიანი ჰიბრიდული ავტოფოკუსი, რამაც შესაძლოა სმარტფონი კარგ კამერაფონად აქციოს. წინა კამერად წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი Sony IMX179-ის სენსორი ელექტრონული სტაბილიზაციით.
  სმარტოფონის დიზაინი მთლიანად მეტალისაა და ძალიან ჰგავს HTC-ს, Huawei-ს, Meizu-ს და Samsung-ის სმარტფონებს, თუმცა აქ თითქოს უფრო დახვეწილადაა დიზაინი.

 თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი წინა მხარეს ღილაკზეა მოთავსებული, თუმცა აღნიშნული ღილაკი მხოლოდ სენსორულ ფუნქციას ასრულებს და არ ეჭირება.
 კორპუსის ზომები 5.5 დიუმიანი ეკრანის მქონე სმარტფონის გათვალისწინებით საკმაოდ კომპაქტურია. ის სიგრძეში 152.7 მილიმეტრია, სიგანეში 74.7 მილიმეტრი და სისქეში 7.4 მილიმეტრი.
 წარმოდგენილია სწრაფი დატენვის ტექნოლოგია და 30 წუთში იტენება 60 პროცენტამდე.

 OnePlus 3-ის ფასი სულ რაღაც 399 ამერიკულ დოლარს შეადგენს, თუმცა მის შეძენამდე გირჩევთ კარგად დაფიქრდეთ, ღირს თუ არა ნაკლებად სანდო ბრენდში ორჯერ ნაკლები ფასის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ მაცდურად გამოიყურება შეთავაზება.

No comments:

Post a Comment