ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, წელს კომპანია 3 ფლაგმანურ სმარტფონს წარმოგვიდგენს, 4 ინჩიან iPhone 6c-ს, 4.7 ინჩიან iPhone 6s-ს და 5.5 ინჩიან iPhone 6s Plus-ს (ინჩებში იგულისხმება ეკრანის ზომა).
ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ფლაგმანურ სმარტფონებს DSLR დონის ორმაგი კამერა ექნება, მსგავსი სიმეტრიით როგორიც Huawei Honor 6 Plus-ზე გვხდება. არსებობს სხვადასხვა ინფორმაციებიც, რომ ის იქნება 21 მეგაპქსელიანი, 10 მეგაპიქსელიან და 8 მეგაპიქსელიანი, რომელი ვერსია გამართლდება ამას ანონსის დღეს გავიგებთ, თუმცა სავარაუდოთ მანამდეც გავრცელდება ინფორმაციები.
ახალ ფლაგმანურ სმარტფონებში გაორმაგდება ოპერატიული მეხსიერება, სმარტფონებს ექნებათ 2 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერება.
პროცესორად წარმოდგენილი იქნება კომპანიის მიერ შემოთავაზებული 14 ნანომეტრიანი A9 ჩიფსეტი, FinFET ტექნოლოგია (უცნობია რამდენ ბირთვიანი იქნება).
აგრეთვე საუბარია სმარტფონების წყალ გამძლეობაზე, კამერის ოპტიკურ ზუმზე, ბატარიის გაძლიერებაზე და სხვა სასიკეთოდ გაუმჯობესებულ ტექნიკურ მახასიათებლებზე.
დიზაინის მხრივ სავარაუდოთ მცირედი ცვლილებები იქნება, თუმცა აქ საუბარია მეტალის 7000 სერიის მატერიაზე რომელიც ჩვეულებრივ მეტალზე 60 პროცენტით ძლიერია და ნაკლებად ზიანდება, რაც ალბათ დამეთანხმებით ძალიან კარგი იქნება სმარტფონისთვის.
თუმცა Dreap Leaks-ის ინფორმაცია თუ დავეყრდნობით, iPhone 6s-ს ექნება არა ორი, არამედ ერთი 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა. სმარტფონის ეკრანი წარმოდგენილი იქნება 4.7 ინჩიანი დიაგონალით 1080 პიქსელ რეზოლუციის გარჩევადობით და IPS ტექნოლოგიით. სმარტფონის პროცესორად წარმოდგენილია იქნება A9 ჩიფსეტი და ამას დამატებული M9 პროცესორი (iPhone 6-ის მსგავსად). სმარტფონი სისქეში 6.7 მილიმეტრი იქნება.
აღნიშნული სმარტფონები ტრადიციულად სექტემბერში დაანონსდება სპეციალურ ღონისძიებაზე.
ჩვენმა ექსკლუზიურმა წყარომ, მოგვაწოდა 6s-ის ფოტო........
No comments:
Post a Comment