კატეგორიები

Tuesday, 26 May 2015

Sony Xperia Z3+ და Xperia Z3+ Dual: ტექნიკური დეტალების მიმოხილვა

user posted image
სონიმ წარმოგვიდგინა უნიკალური დახვეწილი დიზაინის მქონე სმარტფონი Xperia Z3+, რომლის სისქეც სულ რაღაც 6.9 მილიმეტრს შეადგენ, მეტალის კანტები და მომრგვალებული კიდეები მას უფრო დახვეწილს და მიმზიდველს ხდის, სმარტფონი სიგრძეში სულ რაღაც 146.3 მილიმეტრს და სიგანეში 71.9 მილიმეტრს შეადგენს, მისი წონა მხოლოდ 144 გრამს შეადგენს, სმარტფონი დაცულია წყლისგან და მტვრისგან ისტორიაში ყველაზე მაღალი IP65 და IP68 სერთიფიკატით (30 წუთის გამძლეობა 1.5 მეტრის სიღრმის წყალში) და ამას ემატება "nozzle" ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს 3 მეტრის სიღრმის წყალში 3 წუთის გამძლეობას.

მთავარი ფლაგმანი წარმოდგენილია ოთხ ფერში: შავი, თეთრი, ოქროს ფერი (სპილენძის ფერი) და მომწვანო ვერცხლისფერ ფერში.
5.2 ინჩიან ეკრანზე რეზოლუცია ისევ იგივე გარჩევადობის 1080X1920 პიქსელი დატოვეს, თუმცა გაუმჯობესდა ეკრანის ხარისხი TRILUMINOS sRGB 130%-იანი ფერები გადმოცემა და 700cd სიკაშკაშე . 2930 მილიამპერიანი ბატარიით კომპანია გვპირდება რომ ბატარეა გაძლებს 2 დღეს სრული დატვირთვის რეჟიმში, რაც ძალიან მომხიბვლელი შემოთავაზებაა. სონის განცხადებით,სმარტფონის ბატარეა წინა თაობის ფლაგმანთან შედარებით უფრო დიდხანს ძლებს.
მიუხედავად იმისა რომ კამერის პიქსელები არ გაზრდილა წინა ფლაგმანთან შედარებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ კამერა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, 20.7 მეგაპიქსელიანი 25 მილიამეტრიანი G ლინზებით, BIONZ პროცესორი გამოსახულების დამუშავებისთვის, 1/2.3 სენსორის ზომით, ელვა განათებით, F2.0 დიაფრაგმითა და ISO12800 შუქმგრძნობელობით თქვენ გადაიღებთ შესანიშნავ ფოტოებსა და 4K ვიდეოებს ISO3200 შუქმგრძნობელობით ,როგორც დღისით ისე ღამით, 5.1 მეგაპიქსელიანი წინა კამერა 25 მილიამეტრიანი G ლინზებით, ოპტიკური სტაბილიზაციით, 1080P ვიდეოს ჩაწერით. მაღალი წარმადობის ორი დინამიკი, არასასიამვნო ხმის ჩამხშობი ნაოშნიკების მხარდაჭერა.
user posted image
სმარტფონში მოთავსებულია "Qualcomm Snapdragon 810"-ის ჩიფსეტი 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი ცენტრალური პროცესორი 2.0 გიგაჰერც სიხშირით,გრაფიკული პროცესორი "Adreno 430".
სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 3 გიგაბაიტს (LPDDR4), ხოლო შესანახი მეხსიერება 32 გიგაბაიტს, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 128-გიგაბაიტით.
ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია "ანდროიდის" ბოლო ვერსია, რომელიც აუცილებლად განახლდება შემდეგ ვერსიებზე.
თქვენ შეგეძლებათ სმარტფონი PS4-ის ეკრანად გამოიყენოთ.სმარტფონი ამჯერად წინა თაობის ფლაგმანებთან განსხვავებით წარმოდგენილია ღია წყალ და მტვერ გამძლეო USB პორტით და მაგნიტური დამტენის ტექნოლოგია ამოიღეს.
user posted image
რაც შეეხება აუდიო სისტემას, ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მას აქვს 96 კილოჰერციანი, 24 ბიტიანი DSEE HX მაღალი რეზოლუციის HiRes LDAC აუდიო სისტემა, რაც მსგავსი ხარისხის და წარმადობის აუდიო სისტემა ჯერჯერობით არცერთი ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონში არ მოგვეპოვება.
დაემატა სწრაფი დატენვის ტექნოლოგია, სადაც თქვენ შეგეძლებათ 45 წუთის დატენვის შემდგომ სმარტფონის გამოყენება 1 დღის განმავლობაში.


P.S. ეს იმათთვის, ვინც ვერ დაინახავს განახლებას წინა ფლაგმანთან შედარებით.....

სმარტფონი თითქონს ჰგავს წინა ფლაგმანურ სმარტფონს, მაგრამ რეალურად ბევრად განსხვავებული სმარტფონია წარმოდგენილია, მაგალითად ბევრად გაუმჯობესებულია აუდიო სისტემა და შეცვლილი მათი ადგილმდებარეობა. წინა ფლაგმანს ჰქონდა 4 ბირთვიანი 32 ბიტიანი პროცესორი, ხოლო Xperia Z3+-ს აქვს 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი პროცესორი გარდა ამისა გრაფიკული პროცესორის წარმადობაც ორჯერ გაუმჯობესდა წინა მორბედთან შედარებით. წინა ფლაგმანში იყო 28 ნანომეტრიანი პროცესორი, ხოლო Z3+-ს აქვს 20 ნანომეტრიანი რაც უფრო მეტად ენერგო ეკონომიურია.
წინა თაობის ფლაგმანს ჰქონდა LPDDR3 ოპერატიული მეხსიერება, ხოლო Z3+-ს აქვს LPDDR4, რაც 80 პროცენტით სწრაფია.
წინა ფლაგმანს ჰქონდა ჩვეულებრივი 2.2 მეგაპისელიანი წინა კამერა, ხოლო ახალ ფლაგმანს აქვს 5.1 მეგაპიქსელიანი წინა კამერა 25 მილიამეტრიანი G ლინზებით, ოპტიკური სტაბილიზაციით, 1080P ვიდეოს ჩაწერით.
წინა ფლაგმანს ჰქონდა უამრავი სლოტი ზუფებით, რომელიც იცავდა წყლის დაზიანებისგან და მაგნიტური დამტენის პროტი, რადგან USB პორტს ჰქონდა ხუფი, წყილს შეღწევისგან რომ არ დაზიანებულიყო და მაგნიტური დამტენის პორტი იმიტომ ჰქონდა, რომ USB პორტი ხშირად არ გაგვეღო და არ მოშლილიყო წყლისგან დახვა. Z3+-ს აღარ აქვს მაგნიტური დამტენის პორტი, ის ჩანაცვლდა წყალ და მტვერ გამძლე USB პორტით, მოშორდა მეხსიერების ბარათის ჩასადები სლოტიც და მოთავსდა სიმ ბარათის სლოტში, ამ ყველაფერმა მაქსიმალურად გაალამაზა სმარტფონი.
ახალი ფლაგმანი წინა ფლაგმანისგან განსხვავებით 0.4 მილიმეტრით გათხელდა.



1 comment: