კომპანია ZTE სმარტფონების ბაზარზე მძლავრი ფლაგმანით წარსდგა, სმარტფონის სახელწოდება "Nubia Z9" არის, მაგრამ მოდით შესანიშნავი სახელწოდების გარდა გავიგოთ რას გვთავაზობს ZTE ამ ფლაგმანით.
.
კორპუსის ზომები და მატერია
სმარტფონი სიგანეში 68.3 მილიმეტრია, სიგრძეში 147.4 მილიმეტრი და სისქეში 8.9 მილიმეტრი. სმარტფონის წინა პანელი წარმოდგენილია 2.5D შუშით, მეტალის კანტებით და უკანა პანელიც შუშის, შუშა დაცულია ნაკაწრებისგან.
.
ძირითად კამერა
მთავარ კამერად წარმოდგენილია სონის მიერ წარმოებული 16 მეგაპიქსელიანი IMX234 სენსორი (იგივე გვხდება LG G4-ში), 6 ლინზიანი, F/2.0 დიაფრაგმა, გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, 1/2.6 სენსორის ზომა, LED განათება, 4K ვიდეო გადაღება და პროფესიონალური კამერის სამომხმარებლო ინტერფეისი NeoVision 5.1.
წინა კამერა წარმოდგენილია სონის მიერ წარმოებული 8 მეგაპიქსელიანი IMX179 სენსორი, F/2.0 დიაფრაგმით და 80 გრადუსიანი ფართო ხედვის კუთხით.
სმარტფონი წარმოდგენილია 5.2 ინჩიანი SHARP-ის წარმოებული ეკრანით, 1080 პიქსელ რეზოულიციით.
პროცესორი: 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი Qualcomm MSM8994 Snapdragon 810 , 4 ბირთვიანი 1.5 გიგაჰერც სიხშირით დაბალი წარმადობის Cortex-A53 ბირთვები და 4 ბირთვიანი 2 გიგაჰერც სიხშირით , მაღალი წარმადობის Cortex-A57 ბირთვები
გრაფიკული პროცესორი: Adreno 430 600 მგეჰარც სიხშირით
ოპერატიული მეხსიერება: 3/4GB LPDDR4
შესანახი მეხსიერება: 32/64GB eMMC 5.0
ბატარეა: 2900 მილიმპერიანი
სმარტფონის შემადგენლობაში შედის ორი სიმ ბარათის სლოტი, თითის ანაბეჭდის სენსორი, AKM AK4961 Hi-Fi აუდიო სისტემა,
ფასები: 3/32 გიგაბაიტიანი 565 ამერიკული დოლარი და 4/64 გიგაბაიტიანი 645 ამერიკული დოლარი.
No comments:
Post a Comment