დიდი დრო არ არის გასული რაც სონის ფლაგმანური ანდროიდ მოწყობილობები ვიხილეთ "Z" სერიიდან, უხლოესი მოდელი იაპონური Xperia Z4 (რომელის საერთაშორისო ბაზარზე Xperia Z3+-ის სახელით წარსდგება) მიუხედავად ამისა ჩვენ უკვე გვაქვს ახალი თაობის "Xperia Z5"-ის სერიის წინასწარ გაჟონილი ტექნიკური დეტალები.
წყარო გვამცნობ რომ, Xperia Z5-ს ექნება 5.2 ინჩიანი ეკრანი QHD 1440X2560P რეზოლუციით. განახლება შეეხბა დიზაინსაც, რადგან სონიმ თავის იაპონურ საიტზე დაწერა, რომ Xperia Z4 არის ბოლო სმარტფონი, რომელიც წარმოდგენილია "OMNI-BALANCE" დიზაინით. ახალ დიზაინის სმარტფონებს ექნება მეტალის და უფრო მეტად კომპაქტური დიზაინი, რადიკალურად განსხვავებული დიზაინი ძველ დიზაინთან შედარებით.
ეს ფოტო აღებულია სონის საიტიდან, მომავალი სმარტფონების კონცეფციებიდან |
სმარტფონს ექნება კომპანია Qualcomm–ის "KRYO" არქიტექტურის ცენტრალური პროცესორი "Snapdragon 820" 14 ნანომეტრიანი 8 ბირთვიანი 2.8GHz სიხშირით, გრაფიკული პროცესორი "Adreno 530", ოპერატიული მეხსირება 4 გიგაბაიტი LPDDR4 და შესანახი მეხსიერება 32/64 გიგაბაიტი, ასევე შესაძლებელი იქნება მეხსიერების გაზრდაც.
წყარო ახალი ფლაგმანის აუდიო სისტემაზე და კამერაზეც გვესაუბრება, სმარტფონს მძლავრი აუდიო სისტემა S-Master HX, 3D თითის ანაბეჭდის სენსორი და განახლებული კამერა ექნება, კამერის სენსორი "Curved Exmor RS CMOS", რომლის შესახებაც ვრცლად ჩვენ ქვემოთ მოგიყვებით.
სმარტფონს აგრეთვე ექნება Bluetooth 4.1 და LTE Cat 10, ხოლო ოპერაციულ სისტემად "Android 5.1 Lollipop" ან ახალი ანდროიდის ვერსია "M" კოდით.
Curved Exmor RS CMOS სენსორის შესახებ:
დიაგონალი- 6.67 მილიმეტრი
სენსორის ზომა- 2/3
პიქსელების რაოდენობა- 22.12 მილიონი პიქსელი, 1.92X3.84 მიკრონპიქსელი
ლინზების რაოდენობა: ორი ჯგუფი, თითო ჯგუფზე 4, ჯამში 8 ლინზა
ფოკალური ლინზა: 20 მილიმეტრი
ფილტრის დიამეტრი:24.1 მილიმეტრი
დიაფრაგმა: მაქსიმალური F1.2 (6.5 მილიმეტი), ტელეკონვერტერით F0.6 და მინიმალური F9.8(0.8 მილიმეტრი)
ხედვის კუთხე: 94 გრადუსი
ვიდეო გადაღება: FULL 4K 60 კადრით წამში და FULL HD 120 კადრით წამში
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ფოტოები
ახალ დიზაინში ასევე შეიცვლება ჩართვა–გამორთვის ღილაკის დიზაინიც, იხილეთ ფოტო.
ეს ფოტო აღებულია სონის საიტიდან, მომავალის სმარტფონების კონცეფციებიდან |
გარდა ამისა წყარო გვამცნობს, რომ აღნიშნულ ფლაგმანს ეყოლება უმცროს ძმა Xperia Z5 Compact-ი უმცროსი ძმისგან იდენტური ტექნიკური მახასიათებლებით, მაგრამ 4.8 ინჩიანი 1080P რეზოლუციის ეკრანით და ასევე ეყოლება უფრო ძმაც, შუათა ძმისგან იდენტური ტექნიკური მახასიათებლებით, მაგრამ 6 ინჩიანი ეკრანით.
აღნიშნული სმარტფონები დაანონსდება 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით.
მთლიანად შუშის დიზაინი, დახვეწილი და ელეგანტური კორპუსით.
სონის საიტიდან ასევე ვრცელდება მომავალი სმარტფონებისა და ჭკვიანი საათის კონცეფციების ფოტოები, წინ დიდი სიახლეები გველოდება.
მოხსნადი ბატარიის დიზაინით, მეტალის კანტებით.
სავარაუდოთ ეს იქნება კომპაქტური ვერსია
ჭკვიანი საათი რომელსაც გააჩნია კამერა
No comments:
Post a Comment