კომპანია Google-მა ჭკვიანი საათი დააპატენტა,საპატენტო განცხადებაში ნათქვამია, რომ მაჯის საათს უნდა ჰქონდეს სენსორული და მოძრავი ეკრანი. ეკრანის გახსნისას მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა გაუშვან ფოსტა Gmail, რუკები Maps, ვიზუალური მაძიებელი Goggles და სხვა პროგრამები. „თავსახურის“ მეორე მხარე, რომელიც დამატებითი ეკრანის როლს ასრულებს, აჩვენებს შემომავალ შეტყობინებებს, მარშრუტს და სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას.
„ჭკვიანი“ საათი შედის Google –ის სტრატეგიაში, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის მიწოდებას რეალური დროის რეჟიმში. კომპანიამ გამოუშვა აპლიკაცია Field Trip, რომელსაც გამოაქვს შეტყობინება ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი გაივლის მისთვის საინტერესო ობიექტთან.
Google –ში თვლიან, რომ ამგვარ მოწყობილობებს, რომლებსაც სატარებელი კომპიუტერების სახელი მიანიჭეს, უნდა ჰქონდეთ თანამედროვე სმარტფონის ყველა ფუნქცია – ეს ნიშნავს ჩვეულებრივი და ვიდეოზარების განხორციელებას, შეტყობინებების გაგზავნას, გეოლოკაციური ჩეკ–ინ–ების დატოვებას და სოციალურ ქსელებში შესვლას, ფოტო და ვიდეოგადაღებას, რუკების სერვისის გამოყენებას, მუსიკის მოსმენას და ასე შემდეგ.
No comments:
Post a Comment