კატეგორიები

Sunday, 8 December 2013

Sony Xperia Z2,Sony Xperia Z1s,Sony Xperia Z1 Mini,Sony Xperia tianchi და Sony Xperia Tablet Z1

კომპანია სონი აგრძელებს თავისი "Z" სერიის ფლაგმანების გამოშვებას, შემდეგი ფლაგმანის სახელოწოდებაა "Sony Xperia Z1s"  ან "Sony Xperia Z2", რომელიც 7 იანვარს დაანონსდება ,სხვადასხვა საინფორმაციო საიტები ავრცელებენ იფორმაციას, რომ შემდეგ ფლაგმანს ექნება 5.4 ინჩიანი LCD TRILUMINOS ეკრანი,რომელიც თავისუფლად მოთავსდება"Sony Xperia Z1"-ის კორპუსში  , რომლის გაფართოება შეადგენს 2,560 x 1,440 პიქსელს , ინჩზე 543 პიქსელი. პროცესორი "snapdragon 805"-ის 64 ბიტიანი 2.5 გიგაჰერცით და ვიდეო კარტა ადრენო 420. ნახსენებია 3800-4000 მილიამპერიანი ბატარეა, რაც ამ ზომის ეკრანისთვის აუცილებელიც კი არის. რაც შეეხება კამერას, არ ასახელებენ კამერის პიქსელების გაზრდას, მაგრამ სახელდება ვიდეო ხარისხის გაუმჯობესება 4K UHD 2160P ფორმატის ვიდეოს გადაღება 30 კდრიტ წამში ,1080p ვიდეოს გადაღება 60 კადრით წამში და 720p ფორმატის ვიდეო გადაღება 120 კადრით წამში, ლედ განათებას შესაძლებელია დაემატოს  XENON განათებაც. 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 32 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობით.კორპუსის სისქე იქნება 6.7 მილიმეტრის, წყალ და მტვერ გამძლე კორპუსში. ავღნიშნავ კიდევ ერთხელ , რომ ახალ ფლაგმანს შესაძლოა ეწოდოს Sony Xperia Z1s და მის მინი ვერსიას Sony Xperia Z1 Mini , რაც შეეხება Sony Xperia Z2 მოდელს, ის დაანონსდება სექტემბერში.

Sony Xperia Z1-ის მინი ვერსია უკვე დაანონსდა იაპონიის ბაზარზე და 19 დეკემბერს გამოდის გაყიდვაში, თუმცა საერთაშორის ვერსიის გამოსვლა 2014 წლის იანვრამდე გადაიდო. Sony Xperia Z1-ის მინი ვერსიის მახასიატებლებია: 4.3 ინჩი მაღალი გაფართოების ეკრანი(HD IPS LCD TRILUMINOS, X REALITY), ქუალქომის უახლოესი ოთხ ბირთვიანი პროცესორი, რომლის თითოეული ბირთვი იმუშავებს 2.2 გიგაჰერც სიხშირეზე, ვიდეო კარტა ადრენო 330, 2300 მილიამპერიანი ბატარეა, IP58 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისათვის, ეკრანი და მთლიანად კორპუსი დაცულია DragonTrail-ის დამცავი შუშით, რომელიც უძლებს დარტყმას და არ იკაწრება 20.7 მეილიონი პიქსელის მქონე კამერა, სმარტფონში მოთავსებული იქნება კამერითვის სპეციალურად შექმნილი Bionz პროცესორი, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი ვიდეოების და ფოტოების გადაღებას ცუდი განათების დროსაც, კამერის სენსორის ზომაა 1-2.3 ინჩზე, რომელიც ანდროიდ სმარტფონებში ყველაზე დიდი სენსორია, კამერას გააჩნია სამგანზომილებიანი ეფექტები ვიდეოს და ფოტოს გადაღების დროს და ვიდეო ჩაწერის ყველაზე მაღალი კოდი რომელიც დღემდე არცერთ სხვა კომპანიის ფლაგმანს არ გააჩნია H.265, წინა კამერა შეადგენს 2.2 მილიონ პიქსელს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო ზარებისთვის და გადაიღოთ ფოტო -ვიდეო, აღნიშნული მოდელი იქნება საკმაოდ კომპაქტური, მისი ზომებია: 127 მილიმეტრი სიგრძეში,64.9 მილიმეტრი სიგანეში და 9.4 მილიმეტრი სისქეში, აღნიშნულ ფლაგმანს უწინასწარმეტყველებენ კარგ გაყიდვებს, რადგან ამ ზომის სმარტფონებზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. აღნიშნული ფლაგმანის კამერას გააჩნია საინტერესო ფუნქციები, მაგალითად სოციალურ ქსელებში პირდაპირ ეთერში ვიდეოს გაშვების ფუნქცია,  ფიქჩერ ეფექთი, სლოუ მოუშენი, 3D ანიმაცია და სხვა. რაც შეეხება ახალ ტაბლეტს, 10 ინჩიან LCD TRILUMINOS ეკრანი გაფართოებით 2560 x 1600 პიქსელი, 8 მეგაპიქსელიანი კამერა ლედ განათებით, 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 32 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობით 8000-10000 მილიამპერიანი ბატარეა, წყალ და მტვერ გამძლე 6.7 მილიმეტრის სისქის კორპუსი,პროცესორი "snapdragon 805"-ის 64 ბიტიანი 2.5 გიგაჰერცით და ვიდეო კარტა ადრენო 420. ტბლეტს აგრეთვე ექნება სტილუსის მხარდაჭერა. სონი აგრეთვე ამზადებს 6 ინჩიან 720P  LCD ეკრნის მქონე ფაბლეტს Sony Xperia tianchi , რომელსაც ექნება რეალურ რვა ბირთვიანი მედიატეკის პროცესორით 2.0 გიგაჰერცით,  სხვა ინფორმაცია აღნიშნულ ფაბლეტზე არ სახლდება. უცნობია ისიც გამოუშვებს თუ არა Sony Xperia Z ultra-ს განახლებულ ვერსიას

No comments:

Post a Comment