2017 წლის პირველი ნახევრის მთავარი ფლაგმანური სმარტფონები Samsung Galaxy S8, Sony Xperia XZ Premium-ი და Huawei P10 უკვე ვიხილეთ, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი სიახლეები ჯერ კიდევ წინ არის ფლაგმანური სმარტფონებში.
რას უნდა ველოდოთ 2017 წლის მეორე ნახევარში? ამას ახლავე მოგიყვებით!
iPhone 8ყველაზე მაშტაბურად სიახლეები iPhone 8(ან კიდევ iPhone X)-ზე ვრცელდება, რომელსაც წინა პანელზე მთლიანად ეკრანი ექნება გადაჭიმული და მხოლოდ კამერის ადგილი იქნება წინა პანელზე ეკრანის გარეშე, ასევე მასში ორმაგ კამერას ვიხილავთ. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ მას 5.8 დიუმიანი ეკრანი iPhone 7-ის ზომებში ექნება მოთავსებული.
OnePlus 5OnePlus-ი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ანდროიდ მოყვარულები მოუთმენლად ელოდება OnePlus 5-ის გამოსვლას და სიახლეები ყოველდღიურად აქტიურია. როგორც უკვე ვიცით მას 5.5 დიუმიანი ეკრანი ექნება, თუმცა ეს არ არის სიახლე, სიახლეა ის, რომ მას ექნება 8 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 3600 მილიამპერიანი ბატარეა, ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი კამერა და Snapdragon 835-ის ჩიფსეტი.
Google Pixel 2ჩემი აზრით Pixel 2 ყველაზე საინტერესო სმარტფონი იქნება 2017 წელს გამოსულ სმარტფონებს შორის, რადგან Google-მა თავად გამოიკითხა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ახალი Pixel-ის სმარტფონი და ყველაზე მოთხოვნადი ტექნიკური მახასიათებლებიდან დახვეწილი დიზაინი, მძლავრი ბატარეა, ვიწრო ჩარჩოებები, ორმაგი კამერა და კამერის ხელით მართვით რეჟიმი იყო. ინტერნეტში ასევე ვრცელდება ინფორმაციები, რომ მას Galaxy S8-ის მსგავსად ექნება ეკრანი წარმოდგენილი.
Samsung Galaxy Note 8
Galaxy Note 7-ის აფეთქებების, უამრავი პრობლემის და სრული კრახის შემდეგ Note სერიის ფანები Samsung-ისგან რაღანც განსაკურთრებულს და გრანდიოზულს მოითხოვენ! რაც შეეხება ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციებს, მათ თუ დავეყრდნობით, Note 8-ს ექნება 6.33 დიუმიანი QHD რეზოლუციის ეკრანი, ორმაგი კამერა და თითის ანაბეჭდის სენსორი ექნება ეკრანზე, ხოლო დიზაინი Galaxy S8-ის მსგავსი იქნება.
Sony Xperia XZ1
მიუხედავად იმისა, რომ Sony წინა წლებში არ გამოირჩეოდა რაიმე მაშტაბური სვლებით, Xperia XZ Premium-ით დაგხვანახა, რომ მას შეუძლია გრანდიოზული სმარტფონის შექმნა, თუმცა ამ წელს XZ Premium-ით არ დასრულებულა ყველაფერი და მთავარი ფლაგმანური Xperia XZ1 ჯერ კიდევ წინ არის, თუმცა მასზე არანაირი ინფორმაცია ვრცელდება, გარდა იმისა, რომ სექტემბრის პირველ კვირას გამოვა. Sony-ს სმარტფონებზე წინასწარ ინფორმაციები ნაკლებად ვრცელდება, რადგან მაქსიმალურად კონფიდენციალურია ანაწყობი.
Nokia 9
როგორც იქნა Nokia დაგვიბრუნდა, მაგრამ ჯერ ფლაგმანური სმარტფონი არ წარუდგენია, თუმცა ჭორებს თუ დავეყრდნობით Nokia 9 უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებული და გრანდიოზული დაბრუნება ფლაგმანური სმარტფონების სამყაროში.
No comments:
Post a Comment