Samsung-მა ტრადიაციას არ უღალატა და 2017 წლის Galaxy A სერიიდან 4.7 დიუმიანი ეკრანის მქონე Galaxy A3 წარმოგვიდგინა, რომელიც გამოირჩევა კომპაქტურობით და პრემიუმ დიზაინით. ამ სტატიაში გთავაზობთ აღნიშნული სმარტფონის მნიშვნელოვანი ტექნიკური მახასიათებლების მიმოხილვას.
აღშანიშნავია ის ფაქტი, რომ Galaxy A3 2017-ის კორპუსი დაცულია წყლისგან და მტვრისგან IP68 სერთიფიკატით, მისი სიგანე სულ რაღაც 66.2 მილიმეტრია, ხოლო სიგრძე 135.4 მილიმეტრი. მის შემადგენლობაში ასევე USB Type C პორტი და მეხსიერების ბარათის სლოტიც შედის. ფაქტობრივად Samsung-ი გვთავაზობს კომპაქტურ პრემიუმ სმარტფონს საკმაოდ მისაღებ ფასში.
უცნაური გადაწვეტილებაა სპიკერის გვერდზე პანელზე განთავსება, თუმცა საკმაოდ მოსახერებელია და ვფიქრობ კარგი ვარიანტიც სპიკერის ადგილისთვის. აღნიშნული სმარტფონის ღილაკზე წარმოდგენილია თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი და ასევე წარმოდგენილია FM რადიო, რაც ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია.
წინა თაობის A3-ისგან განსხვავებით გაიზარდა ოპერატიული მეხსიერება და ის 2 გიგაბაიტი გახლავთ, თუმცა არ გაზრდილა შესანახი მეხსიერება და კვლავ 16 გიგაბაიტიანი დარჩა
სმარტფონის შემადგენლობაში 2350 მილიამპერიანი ელემენტია, რომელიც საშუალო მოხმარების პირობებში ერთი სრული დღე აუცილებლად გაძლებს, თუმცა უფრო დიდი ზომის ელემენტის მოთავსებაც შეიძლებოდა. 14 ნონომეტიანი Exynos 7 Octa-ს ჩიფსეტი და HD რეზოლუციის Super AMOLED ეკრანი სმარტფონს ეხმარება დაზოგოს ენერგო მოხმარება, ამაში Cortex A53-ის არქიტექტურაც ეხმარება. გრაფიკული პროცესორი 2 ბირთვიანი ბიუჯეტური Mali-830 არის წარმოდგენილი, რასაც ვერ მოვიწონებ, რადგან მძლავრი თამაშების გაშვების იმედი არ უნდა ჰქონდეს თუნდაც ჩვეულებრივ მომხმარებელს.ელემენტის დაზოგვვის ფუნქცია დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ელემენტის ენერგია მაქსიმალურად დიდხანს, თუმცა მხოლოდ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და ზარის განხორციელების შესაძლებლობა გექნებათ.
ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა ოპერაციულ სისტემად Android 6.0.1-ის გამოყენება, რომელიც დიდი ხანია მოძველდა და პრემიუმ სერიის სმარტფონს ნამდვილად არ შეესაბამება.
სმარტფონზე ტრადიციულად სამსუნგის სამომხმარებლო ინტერფეისია წარმოდგენილი, საკმაოდ ფუნქციური, მაგრამ საკმაოდ ულამაზო(თუმცა ეს გემოვნების ამბავია).
მთავარ კამერად 13 მეგაპიქსელიანი სენსორი გვხდება განათებით, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან დეტალს კამერის მახასიათებლებში ვერ შეხვდებით, მათ შორის ვერც ოპტიკურ ან ელექტრონულ სტაბილიზაციას, თუმცა ფოტო გადაღების შემთხვევაში უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით.
ფოტო გადაღების შემთხვევაში ფერების აღქმა ზუსტია, მაგრამ დეტალიზაცია სუსტი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სმარტფონით ფოტოგრაფობას აპირებთ, მაშინ ეს სმარტფონი არ გამოგადგებათ და თუ უბრალოდ სოციალური ქსელისთვის გჭირდებათ ფოტოების გადაღება, მშვენიერია, მაგრამ ნაკლებ მოწონებებსაც დაიმსახურებთ. ;)
ვიდეო გადაღების შემთხვევაშიც სოციალურ ქსელზე გაშვებული "პირდაპირი ეთერისთვის" გამოგადგებათ. ;)
წინა კამერად 8 მეგაპიქსელიანი სენსორია წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში წინა თაობის A3-თან შედარებით წინსვლა არის, გაუმჯობესებულია გადაღების ხარისხიც და სენსორიც.
შეჯამება:საერთო ჯამში შესანიშნავი კომპაქტური სმარტფონია საშუალო კლასის კამერებით, საკმაოდ მძლავრი ელემენტით, ელეგანტური დიზაინით, პრემიუმ ტექნიკური მახასიათებლებით და მისაღები ფასით.
ალტერნატივა:ანდროიდ სმარტფონებს შორის შესანიშნავი ვარიანტია Sony Xperia X Compact, რომელიც ბევრად დახვეწილი დიზაინით და ბევრად მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებითაა წარმოდგენილი.
Sony Xperia X Compact-ის შემადგენლობაშია 4.6 დიუმიანი Triuluminos ეკრანი, 2700 მილიამპერიანი ელემენტი, Qualcomm Snapdragon 650-ის ჩიფსეტი, 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა 256 გიგაბაიტით, USB Type C, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, Android 7.0 ოპერაციული სისტემა, Hi-Res აუდიო სისტემა, 23 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა(ერთ-ერთი საუკეთესო ბაზარზე) და 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა.
No comments:
Post a Comment