კატეგორიები

Monday, 27 February 2017

Huawei P10 და P10 Plus: ტექნიკური დეტალების მიმოხილვა


დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ, Huawei-მ MWC 2017-ის ღონისძიებაზე P10 და P10 Plus-ი წარმოგვიდგინა, რომლებშიც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი სიახლე გვხდება..
  ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია სმარტფონს ჰქონდეს დახვეწილი დიზაინი, კარგი კამერა, მძლავრი პროცესორი და მძლავრი ელემენტი, რაც P10-ის სერიაში საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი. ტრადიცილუად Huawei-ს სხვა ფლაგმანური სმარტფონების მსგავსად P10-იც ნანო ტექნოლოგიით არის დამუშავებული, ის წყალგამძლეა, მაგრამ ძლებს მხოლოდ მომენტალურად დასველების შემთხვევაში. თითის ანაბეჭდის სენსორი გადმოტანილია კორპუსის წინა პანელზე, რომელიც ღილაკის ფუნქციასაც ითავსებს, თუმცა ტრადიციული ღილაკისგან განსხვავებით მისი დიზაინი წარმოდგენილია შუშის მასალით და ნავიგაციის ღილაკების ფუნქციასაც ითავსებს. 


 სტანდარტული მოდელი P10 წარმოდგენილია 5.1 დიუმიანი FHD რეზოლუციის ეკრანით, ხოლო დიდი ზომის P10 Plus-ი 5.5 დიუმიანი QHD რეზოლუციის ეკრანით. სმარტფონების ეკრანები დაცულია Gorilla Glass 5-ის 2.5D შუშით.

  სმარტფონების მთავარ კამერად Mate 9-ის მსგავსად წარმოდგენილია 20 მეგაპიქსელიანი Sony-ს წარმოებული Exmor RS მონოქრომული სენსორი და 12 მეგაპიქსელიანი კვლავ Sony-ს წარმოებული RGB სენსორი  F1.8 დიაფრაგმიანი LEICA-ს ბრენდის ლინზებით. კამერის შემადგენლობაში ასევე არის ლაზერული ავტოფოკუსი, 192 ფაზოვანი ავტოფოკუსი, სიღრმის ფოკუსი, გადაღების შემდეგ მონიშვნადი ფოკუსი, 3D გამოსახულების ფოკუსი, 2x ჰიბრიდულ-ოპტიკური ზუმი, ოპტიკური სტაბილიზაცია მხოლოდ RGB სენსორზე და 4K ვიდეო გადაღება. წინა კამერად წარმოდგენილია Sony-ს 8 მეგაპიქსელიანი სენსორი F1.9 დიაფრაგმით და ავტფოკუსით, მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ წინა კამერაც LEICA-ს ბრენდის ლინზებით იწონებს თავს.

 შთამბეჭდავად არ გამოიყურება სმარტფონებში მოთავსებული Huawei Kirin 960-ის ჩიფსეტი, რომლის ცენტრალური პროცესორის შემადგენლობაშიც შედის 4 მძლავრი Cortex A73-ის ბირთვი 2.4 გიგაჰერც სიხშირით და 4 დაბალი წარმადობის Cortex A53-ის ბირთვი 1.8 გიგაჰერც სიხშირით, ხოლო გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 8 ბირთვიანი Mali-G71. ჩიფსეტის შემადგენლობაში ასევე გვხდება i6-ის ქვე-პროცესორი, კამერის და აუდიო პროცესორები. ჩისეტი საშუალო კლასის სმარტფონების სიმძლავრეს უტოლდება და აწ უკვე მოძველებული 16 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით არის წარმოდგენილი.



   სმარტფონების ტექნიკური მახასიათებლებიდან ასევე მნიშვნელოვანი დეტალებია 4 და 6 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერების ვარიანტები, 32, 64 და 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერების ვარიანტები, 3200 მილიამპერიანი ელემენტი Huawei P10-ზე და 3750 მილიამპერიანი ელემენტი Huawei P10 Plus-ზე.
 საერთო ჯამში Huawei-მ საკმაოდ მაღალი დონის პრემიუმ სმარტფონები წარმოგვიდგინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩინელებსაც შეუძლიათ შექმნან სმარტფონები, რომლებზეც მსოფლიო ისაუბრებს. ;)

No comments:

Post a Comment