შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთქვარი რჩევა ჩემგან, არანაირი მიკერძოება და ა.შ. :) პოსტი გაგრძელდება ნომრების სახით. ;)
თუ თქვენ ხშირად უყურებთ ფილმებს სმარტფონში, გჭირდებათ კარგი ბატარეა, პრემიუმ დიზაინი და დიდი ზომის ეკრანი, მაშინ Huawei Mate 8 კარგი ვარიანტია.
Mate 8 წარმოდგენილია 6 დიუმიანი FHD რეზოლუციის 2.5D IPS LCD ეკრანით, რომელიც კორპუსზე კომპაქტურადაა მოთავსებული და წინა მხარეს 78.39 პროცესნტს იკავებს. სმარტფონის შემადგენლობაში შედის Kirin 950-ის ჩიფსეტი, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 128(ასევე აქვს 32 და 64 გიგაბაიტიანი ვარიანტებიც) გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, 16 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 8 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი და 4000 მილიამპერიანი ბატარეა.
თუ თქვენ თამაშების მოყვარული ბრძანდებით, ხშირად იღეფთ სელფებს, გჭირდებათ საუკეთესო მთავარი კამერა და უპირატესობას ანიჭებთ პრემიუმ დიზაინს, მაშინ Sony Xperia X Perfomance საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
Xperia X Perfomance-ი წარმოდგენილია 5 დიუმიანი 2.5D FHD რეზოლუციის TRILUMINOS ეკრანით, Qualcomm Snapdragon 820-ის ჩიფსეტით, 3 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერებით, 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით (ერთ სიმიან ვარიანტზე 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებაა წარმოდგენილი, თუმცა ორივე ვარიანტზე მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 2 ტერაბაიტამდე), 23 მეგაპიქსელიანი საუკეთესო მთავარი კამერით და ასევე საუკეთესო სელფი 13 მეგაპიქსელიანი კამერით, წყალ და მტვერ გამძლეობით, 2700 მილიამპერიანი ბატარიით და თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერით. აღნიშნული სმარტფონის შესახებ დაწვრილებით გაიგებთ მოცემულ ლინკზე.
თუ თქვენ ეძებთ მძლავ სმარტფონს იაფად, პრემიუმ დიზაინით, კარგი კამერით და მძლავრი პროცესორით, მაშინ Sony Xperia Z3+ საუკეთესო ვარიანტია.
Xperia Z3+-ი წარმოდგენილია 5.2 დიუმიანი FHD რეზოლუციის TRILUMINOS ეკრანით, Qualcomm Snapdragon 810-ის ჩიფსეტით, 3 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერებით, 32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით (მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 200 გიგაბაიტამდე), 20.7 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერით და 5.1 მეგაპიქსელიანი წინა კამერით, წყალ და მტვერ გამძლეობით, 2930 მილიამპერიანი ბატარიით და მეხსიერების ბარათის სლოტით. სმარტფონის შეძენა 300 ამერიკული დოლარის ფარგლებში არის შესაძლებელი.
No comments:
Post a Comment