კატეგორიები

Thursday, 21 April 2016

Lenovo Zuk Z2 Pro: ნამდვილი ფლაგმანი

 
Lenovo-მ ახალი ფლაგმანური სმარტფონი ZUK Z2 Pro წარმოგვიდგინა, რომლის ტექნიკური მახასიათებლები ნამდვილად შთამბეჭდავია....
 სმარტფონი წარმოდგენილია 5.2 დიუმიანი FHD რეზოლუციის 3D Super AMOLED ეკრანით, Qualcomm Snapdagon 820-ის ჩიფსეტით და 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით.
 სმარტფონის შემადგენლობაში ასევე შედის 3100 მილიამპერიანი ბატარეა, USB Type C პორტით, წრაფი დატენვის ტექნოლოგიით (რომელიც 30 წუთში სმარტფონს 85 პროცენტამდე დატენის), 128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, გულისცემის საზომი სენსორი და Android M ოპერაციული სისტემა.




 მთავარ კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი ISOCELL სენსორი 1.34 მიკრონი პიქსელით, F1.8 დიაფრაგმით, ოპტიკურ-ელექტრონული ჰიბრდული სტაბილიზაციით, 0.1 წამიანი ფაზოვანი ავტოფოკუსით, 4K ვიდე გადაღებით და ორმაგი განათებით. წინა კამერა 8 მეგაპიქსელიანი სენსორით, 1.4 მიკრონ პიქსელით და F2.0 დიაფრაგმითაა წარმოდგენილი.

 კორპუსის ზომა სიგრძეში 145.4 მილიმეტრი, სიგანეში 70.4 მილიმეტრი და სისქეში 7.5 მილიმეტრი.
სმარტფონის ღირებულება 415 მერიკულ დოლარს შეადგენს.

No comments:

Post a Comment