გამოვიდა უფასო უტილიტის Acronis Drive Monitor -ის ახალი ვერსია, რომლის ძირითადი დანიშნულებაც თქვენი ძვირფასი ვინჩესტერების მონიტორინგია, რათა დროულად შეატყობინოს მომხმარებელს შესაძლო დეფექტის შესახებ და აგრეთვე „იწინასწარმეტყველოს“ ინფორმაციის მატარებლის მწყობრიდან გამოსვლის თარიღი. დამეთანხმებით, მეტად სასარგებლოა, როგორც უბრალო იუზერისათვის, ასევე IT სფეროში პროფესიულ დონეზე მოღვაწეთათვის. დროული შეტყობინება საშუალებას გვაძლევს დავარეზერვოთ ინფორმაცია და თავიდან ავიცილოთ მნიშვნელოვანი მონაცემების დაკარგვა.
Acronis Drive Monitor – ის მუშოაბა ეყრდნობა თვითდიაგნოზირების სისტემა S.M.A.R.T. (Self-Monitoring, Analysis and Reporting Technology). პროგრამა აგრეთვე აგროვებს ინფორმაციას ვინჩესტერის დისკების აღძვრის და დამუხრუჭების შესახებ, ენერგომოხმარებას მუშა და დასვენების რეჟიმში, შეცდომების და პოზიციონირების პროცენტს, ადგენს ტემპერატურის გრაფიკს და ასე შემდეგ. დამწყებთათვის მოპოვებული ინფორმაცია გამარტივებული და ადაპტირებული სახით წარდგება, ხოლო საქმეში ჩახედული სპეციალისტებისათვის ხელმისაწვდომია ე.წ. Pro ფანჯარა, სადაც ყველა დეტალი და ნიუანსია აღწერილი.
Drive Monitor გამოირჩევა კომპაქტური ზომებით და მაქსიმალურად გამარტივებული ინსტალაციისა და მოხმარების პროცესით. აგრეთვე სხვა ანალოგიური პროდუქტებისაგან განსხვავებით პროგრამა მხოლოდ S.M.A.R.T.-ის მეშვეობით მოგროვილ ინფორმაციას ეყრდნობა. დამატებით ხდება თავად Windows-ის სხვადასხვა ლოგებიდან ინფორმაციის ამოკრეფა. ეს ხდება იმისათვის რომ დადგინდეს ვინჩესტერის მიერ დაშვებული შეცდომების და თავად სისტემაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზებით პროცენტული შეფარდება და ყველაფერი საცოდავ HDD-ს არ დაბრალდეს.
Acronis Drive Monitor მჭიდრო კავშირშია მწარმოებელი ფირმის სხვა უტილიტებთანაც, ისეთები როგორიცაა True Image Home 2012 და Acronis Backup and Security 2011. ახდენს რა მათ შორის ინფორმაციის გაცვლას და ამოწმებს სარეზერვო კოპიების მდგომარეობასაც.
თუ დაგაინტერესათ ამ პატარა, მაგრამ მეტად საჭირო პროგრამამ, შეგიძლიათ იგი მწარმოებლის საიტზე სრულიად უფასოდ მოიძიოთ (http://www.acronis.com/homecomputing/download/drive-monitor). ვიმედოვნებ, თავიდან აიცილებთ საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაკარგვას.
No comments:
Post a Comment