კატეგორიები

Tuesday, 29 September 2015

Google: Huawei Nexus 6P და LG Nexus 5X


   Google-მა Huawei-სთან და LG-თან პარტნიორობით გამოუშვა ახალი Nexus სმარტფონები Huawei Nexus 6P და LG Nexus 5X, ამ სტატიაში მოგიყვებით აღნიშნული მოწყობილობების შესახებ.


Huawei Nexus 6P

  აღნიშნული მოდელი წარმოდგენილია 5.7 ინჩიანი QHD რეზოლუციის AMOLED ეკრანით, ინჩზე პიქსელების სიმჭიდროვე 515-ს შეადგენს, ეკრანი დაცულია Gorilla Glass 4-ით.
  სმარტფონის დიზაინი დამზადებულია მეტალისგან, მისი სიგრძე შეადგენს 159.4 მილიმეტრს, სიგანე 77.8 მილიმეტრს, სისქე 7.3 მილიმეტრს. სმარტფონის წონა შეადგენს 178 გრამს.
  სმარტფონი წარმოდგენილია Snapdragon 810V2.1-ის ჩიფსეტით, 3 გიგაბაიტიანი LPDDR4 ოპერატიული მეხსიერებით, 32/64/128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით, 3450 მილიამპერიანი ბატარიით, Quack Charge 2.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით (30 წუთში 60 პროცეტამდე დატენვით), თითის ანაბეჭდის სკანერით უკანა პანელზე, MicroUSB Type-C 1.0, Bluetooth 4.2, Wi-Fi Hotspot, 2 ტერაბაიტამდე მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა, ოპერაციული სისტემა Andorid 6.0,  ორმაგი სტერეო სპიკერი წინა მხარეს და Doze ბატარიის შემნახველი.


  სმარტფონის კამერად წარმოდგენილია SONY-ს IMX377 12.3 მეგაპიქსელიანი 1/2.3 ინჩის ზომის სენსორი, რომლის პიქსელების ზომაცაა 1.55 მიკრონპიქსელი, 6 ლინზიანი, დიაფრაგმა F2.0, 4K ვიდეო გადაღება, Slow-mo ვიდეო გადაღება 240 კადრით წამში, ლაზერული ავტოფოკუსი, HDR+ გადაღება, ფართო სპექტრის CRI-90 ორმაგი ფლეშ განათება.

  სმარტფონის წინა კამერა წარმოდგენილია SONY-ს 8 მეგაპიქსელიანი სენსორით, რომლის პიქსელების ზომაცაა 1.4 მიკრონ პიქსელი, დიაფრაგმა F2.4.

  სმარტფონის 32 გიგაბაიტიანი ვერსია ეღირება 499 ამერიკული დოლარი, 64 გიგაბაიტიანი ვერსია 549 ამერიკული დოლარი და 128 გიგაბაიტიანი ვერსია 649 ამერიკული დოლარი.


LG Nexus 5X

აღნიშნული მოდელი წარმოდგენილია 5.7 ინჩიანი FHD რეზოლუციის IPS LCD ეკრანით, ინჩზე პიქსელების სიმჭიდროვე 424-ს შეადგენს, ეკრანი დაცულია Gorilla Glass 3-ით.
  სმარტფონის დიზაინი დამზადებულია მეტალისგან, მისი სიგრძე შეადგენს 147 მილიმეტრს, სიგანე 72.6 მილიმეტრს, სისქე 7.9 მილიმეტრს. სმარტფონის წონა შეადგენს 136 გრამს.
  სმარტფონი წარმოდგენილია Snapdragon 808-ის ჩიფსეტით, 2 გიგაბაიტიანი LPDDR3 ოპერატიული მეხსიერებით, 16/32 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით, 2700 მილიამპერიანი ბატარიით, Quack Charge 2.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგიით (30 წუთში 60 პროცეტამდე დატენვით), თითის ანაბეჭდის სკანერით უკანა პანელზე, MicroUSB Type-C 1.0, Bluetooth 4.2, Wi-Fi Hotspot, 2 ტერაბაიტამდე მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა, ოპერაციული სისტემა Andorid 6.0, ორმაგი სტერეო სპიკერი წინა მხარეს და Doze ბატარიის შემნახველი.
 სმარტფონის კამერად წარმოდგენილია SONY-ს IMX377 12.3 მეგაპიქსელიანი 1/2.3 ინჩის ზომის სენსორი, რომლის პიქსელების ზომაცაა 1.55 მიკრონპიქსელი, 6 ლინზიანი, დიაფრაგმა F2.0, 4K ვიდეო გადაღება, Slow-mo ვიდეო გადაღება 120 კადრით წამში, ლაზერული ავტოფოკუსი, HDR+ გადაღება, ფართო სპექტრის CRI-90 ორმაგი ფლეშ განათება.

  სმარტფონის წინა კამერა წარმოდგენილია SONY-ს 5 მეგაპიქსელიანი სენსორით.

  სმარტფონის 16 გიგაბაიტიანი ვერსია ეღირება 379 ამერიკული დოლარი და 32 გიგაბაიტიანი ვერსია 429 ამერიკული დოლარი.

No comments:

Post a Comment