Sony Xperia X (ასევე X Perfomance)წინა კამერად წარმოდგენილია 6 ლინზიანი 13 მეგაპიქსელიანი Sony IMX258-ის 1/3 ინჩის ზომის სენსორი F2.0 დიაფრაგმით, 22 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით, 192 ფაზიანი ავტოფოკუსით, SteadyShot სტაბილიზაციით და 0.03 წამიანი ავტოფოკუსით. მსგავსი დონის წინა კამერა სმარტფონებზე არ გვხდება, უფრო მეტიც, ზოგ ფლაგმანურ და საშუალო კლასის სმარტფონის მთავარ კამერაზეც კი არ არის ზოგიერთ კონკურენტ ბრენდზე მსგავსი დონის კამერა.
სმარტფონის ძირითად კამერად წარმოდგენილია 6 ლინზიანი 1/2.3 ინჩის ზომის 23 (25 მეგაპიქსელიანი) მეგაპიქსელიანი IMX300-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: 192 ფაზოვანი 0.03 წამიანი ჰიბრიდული სუპერ სწრაფი ავტოფოკუსი, 0.6 წამიანიანი ლოდინის რეჟიმი, ISO12800 ფოტო გადაღებაზე და ISO3200 ვიდეო გადაღებაზე, F2.0 დიაფრაგმა 24 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით, G ლინზები 6 ელემენტიანი, BIONZ პროცესორი 4K ვიდეო გადაღება HDR რეჟიმში (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება და ინტელექტუალური სტაბილიზაცია), SteadyShot სტაბილიზაცია (ჰიბრიდული ელექტორნულ-ოპტიკური სტაბილიზაცია), 5x წმინდა ზუმი (Clear Image Zoom), 8x ციფრული ზუმი და Pulse Led განათება.
მთავარ კამერას Xperia Z5-ისგან განსხვავებით დამატებული აქვს Predictive Hybrid AF ტექნოლოგია, ჰიბრიდული ავფტოფოკუსი, რომელიც გულისხმობს ობიექტის თვალთვალს და მოძრაობის პროგნოზირებას.
გადადით ლინკზე და გაიგეთ სხვა ტექნიკური მახასიათებლები აღნიშნული სმარტფონის შესახებ, ასევე იხილეთ კამერის ტესტები.
No comments:
Post a Comment