კატეგორიები

Tuesday, 12 April 2016

HTC 10 და 10 LifeStyle: სრული ტექნიკური მახასიათებლების მიმოხილვა

   HTC-იმ შესანიშნავი ფლაგმანური სმარტფონი წარმოგვიდგნინა სახეწოდებით "10", რომლის ტექნიკური მახასიათებლები ნამდვილად უწევს კონკურენციას სხვა ბრენდის ფლაგმანური სმარტფონის მახასიათებლებს, როგორც ჩანს HTC-ის ისტორიაში პირველად ვიხილავთ ტოპ კლასის კამერას ამ ბრენდის სმარტფონზე! :)


   HTC-ის სმარტფონებიდან პირველი სმარტფონი გახლავთ, რომელიც წარმოდგენილია კომპაქტური დიზაინით, სარტფონის ეკრანი 5.2 დიუმიანი 2.5D Super LCD 5 გახლავთ QHD რეზოლუციით და Gorilla Glass 4-ის დაცვით. სმარტფონი სიგრძეში 145.9 მილიმეტრია, სიგანეში 71.9 მილიმეტრი და სისქეში 9 მილიმეტრი. ეკრანი სმარტფონი წინა პანელზე იკავებს 71.13 პროცენტს.


 მთავარ კამერად გახლავთ 12 მეგაპიქსელიანი Sony IMX377, თითოეული პიქსელის ზომა გახლავთ 1.55 მიკრონპიქსელი, ასევე წაროდგენილია ლაზერული ავტოფოკუსი, ორმაგი განათება, ოპტოკური სტაბილიზაცია და F1.8 დიაფრაგმიანი 26 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხის ლინზები. DXOmark-ზე აღნიშნული სმარტფონი ამ ეტაპზე პირველ ადგილს იკავებს 88 ქულით.
  სმარტფონის წინა კამერად წარმოდგენილია 5 მეგაპიქსელიანი სენსორი, რომლის თითოეული პიქსელის ზომა გახლავთ 1.34 მეკრინპიქსელი, გააჩნია ოპტიკური სტაბილიზაცია და F1.8 დიაფრაგმიანი 23 მილიმეტრიანი ფართო ხედვის ლინზები.

  სმარტფონის ჩიფსეტად წარმოდგენილია Qualcomm Snapdragon 820 და შედარებით იაფიან ვარიანტზე, რომელიც LifeStyle-ის სახელითაა ცნობილი, წარმოდგენილია Qualcomm Snapradgon 652-ის ჩიფსეტი.
ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 4 გიგაბაიტს LPDDR4 ტექნოლოგიით, LifeStyle-ზე 3 გიგაბაიტს LPDDR3 ტექნოლოგიით. შესანახი მეხსიერება გახლავთ 32/64 გიგაბაიტი, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 2 ტერაბაიტამდე.
  სმარტფონის ბატარია 3000 მილიამპერიანია, რომელიც ლოდინის რეჟიმში ძლებს 456 საათს და საუბრის რეჟიმში 27 საათი. სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის საშუალებით 30 წუთში ის 50 პროცენტამდე იტენება.
  მთავარი ღირსება ისევ მაღალი რეზოლუციის Hi-Res აუდიო სისტემა და BoomSound-ის სტერეო სპიკერი გახლავთ.
  HTC-ის შემადგენობაში ასევე შედის USB Tupe C, Android M ოპერაციული სისტემა და სამმაგი მიკროფონი ხმის ჩამხშობი სისტემით.

No comments:

Post a Comment