კომპანია Gionee-მ დაანონსა ახალი ფლაგმანი კამერაფონი, რომელიც წარმოდგენიალია კომპანია " OmniVision"-ის 16 მეგაპიქსელიანი კამერით, ერთი ლედ განათებით და სონის პროფესიონალური კამერის "G" სენსორით. აღნიშნულ ფლაგმანს აქვს წინა კამერა 8 მაგეპიქსელის კომპანია სონის მიერ დამზადებული, კამერას გააჩნია 1.34 მიკრონპიქსელი, ორივე კამერა იღებს 1080P ვიდეოს 30/60 კადრით წამში და ასევე შეუძლია გადაიღოს 4K ვიდეო, კამერის სენსორი 1/2.3 ინჩი,კამერას გააცნია ყველა ის აღნიშნული ფუნქცია რაც მოეთხოვება კამერაფონს აღნიშნული მოდელი წარმოდგენილია სხვადასხვა პროცესორის ვარიანტებით
16 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით და 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებით შეგიძლიათ შეიძინოთ 443 ამერიკულ დოლარად, ხოლო 32 გიგაბაიტიანი შესანახი და 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით შეძენა შესაძლებელია 525 ამერიკულ დოლარად.
გადავიდეთ სხვა თექნიკურ მონაცემებზე: მისი ეკრანის ზომაა 5.5 ინჩია(1920 X 1080P) რომელიც წარმოდგენილია იაპონური კომპანიის მიერ და გადმოსცემს მკვეთრ წითელ, ლურჯ, შავ და თეთრ ფერებს, ეკრანის ზომის მიუხედავად ის საკმაოდ კომფაქტურია და ეკრანის კორპუსის ზომებთან მაქსიმალურად მიახლოებულია , მისი ეკრანი დაცულია მესამე თაობის გორილა შუშით , მისი კორპუსის ზომებია 150.6 x 75x6.2 მილიმეტრი,წონა 150 გრამი, ბატარეა 2500 მილიამპერიანი პოლიმერის, რომელიც ძლებს საუბრის რეჟიმში 27 საათს, ვიდეოს ყურების რეჟიმში 10 საათს, ინტერნეტში 7 საათს და მუსიკის მოსმენის რეჟიმში 35 საათს. ოპერაციული სისტემა Amigo 2.0 (ანდროიდ 4.2.2)
წარმოდგენილია შვიდ განსხვავებულ ფერში, პრემიუმ მატერიალი
კომპანია აგრეთვე ამზადებს მის მინი ვერსიას, რომელსაც ექნება კომპანია მედიატეკის რვა ბირთვიანი პროცესორი, 13 მეგაპიქსელი კამერა რომელიც ტრიალდება წინა მხარეს და შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო ზარებისთვის.
No comments:
Post a Comment