კატეგორიები

Tuesday, 18 June 2013

Google–ში მუშაობენ მაჯის საათის ფორმის კომპიუტერზე

Google–ში მუშაობენ მაჯის საათის ფორმის კომპიუტერზე
სატარებელი კომპიუტერის მეორე ვარიანტი Google Glass სათვალის შემდეგ შეიძლება გახდეს ახალი ტიპის მაჯის საათი. ამგვარი მოწყობილობის აღწერის პატენტზე განცხადება ინტერნეტ გიგანტმა შეიტანა აშშ–ს პატენტების და სავაჭრო ნიშნების ბიუროში (USPTO).
საპატენტო განცხადებაში ნათქვამია, რომ მაჯის საათს უნდა ჰქონდეს სენსორული და მოძრავი ეკრანი. ეკრანის გახსნისას მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა  გაუშვან ფოსტა Gmail, რუკები Maps, ვიზუალური მაძიებელი Goggles და სხვა პროგრამები. „თავსახურის“ მეორე მხარე, რომელიც დამატებითი ეკრანის როლს ასრულებს, აჩვენებს შემომავალ შეტყობინებებს, მარშრუტს და სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას.
„ჭკვიანი“ საათი შედის Google –ის სტრატეგიაში, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის მიწოდებას რეალური დროის  რეჟიმში.  გასულ კვირას კომპანიამ გამოუშვა აპლიკაცია Field Trip, რომელსაც გამოაქვს შეტყობინება ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი გაივლის მისთვის საინტერესო ობიექტთან.
Google –ში თვლიან, რომ ამგვარ მოწყობილობებს, რომლებსაც სატარებელი კომპიუტერების სახელი მიანიჭეს, უნდა ჰქონდეთ თანამედროვე სმარტფონის ყველა ფუნქცია – ეს ნიშნავს ჩვეულებრივი და ვიდეოზარების განხორციელებას, შეტყობინებების გაგზავნას, გეოლოკაციური ჩეკ–ინ–ების დატოვებას და სოციალურ ქსელებში შესვლას, ფოტო და ვიდეოგადაღებას, რუკების სერვისის გამოყენებას, მუსიკის მოსმენას და ასე შემდეგ.
ფორმალურად ბევრი ელექტრონული მოწყობილობა ახლაც შეიძლება სატარებელი კომპიუტერების რიგს მიეკუთვნებოდეს, მაგრამ ექსპერტების აზრით, მომავალი მაინც ადამიანზე მისამაგრებელ, განვითარებული საკომუნიკაციო ფუნქციების მქონე  გაჯეტებს ეკუთვნის.
მართალია, პატენტი ყოველთვის არ იქცევა კომერციულ პროდუქტად, მაგრამ სხვა მოწყობილობასთან კავშირში „ჭკვიანი“ საათი, ახლა დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში.
საკუთარი მოდელები წელს გამოუშვა Sony და Nike–მა, Pebble–ის შემქმნელებმა კი 10 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვეს Kickstarter –ის გაყიდვების შედეგად.
გასულ წელს დადიოდა ჭორები Apple –ის გეგმებზე აქციოს პლეერი  iPod nano მაჯის საათად, მაგრამ, როგორც ჩანს, კომპანიამ უარი თქვა ამ იდეაზე.

No comments:

Post a Comment