კატეგორიები

Saturday 9 May 2015

Huawei Honor 4C: 141 დოლარიანი 8 ბირთვიანი სმარტფონი

Huawei-მ შესანიშნავი ბიუჯეტური სმარტფონი წარმოადგინა, რომლის ოფიციალური ფასი 141 ამერიკული დოლარი გახლავთ, ხოლო საქართველოში "ზუმერის" მაღაზიაში 499 ლარად არის გაყიდვაში. ამ სტატიით გაგაცნობთ აღნიშნული სმარტფონის ტექნიკურ დეტალებს.
სმარტფონში მოთავსებულია 5 ინჩიანი IPS ტიპის ეკრანი HD რეზოლუციით, სმარტფონი სიგრძეში 143.3 მილიმეტრია, სიგანეში 71.9 მილიმეტრი და სისქეში 8.8 მილიმეტრი.

სმარტფონის კამერად წარმოდგენილია SONY-ს წარმოებული 13 მეგაპიქსელიანი სენსორი, 5 ლინზიანი, 27 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთიხთ, F2.0 დიაფრაგმით, 1080P ვიდეო ჩაწერის შესაძლებლობით და განათებით. წინა კამერა წარმოდგენილია 5 მეგაპიქსელიანი სენსორით 4 ლინზიანი, 22 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით, პიქსელების ზომა 1.4 მიკრონპიქსელი.
სმარტფონში მოთავსებულია 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი პროცესორი "KIRIN 620" 1.2 გიგაჰერც სიხშირით, გრაფიკული პროცესორი Mali-450MP4, 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 8 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა 32 გიგაბაიტით, ორი სიმ ბარათის სლოტი, 2550 მილიამპერიანი ბატარეა 80 საათიანი ნორმალური მუშაობის რეჟიმით, მეოთხე თაობის ქსელების მხარდაჭერა, ანდროიდ 5.0 EMUI3.0 .

1 comment: