კატეგორიები

Sunday, 13 September 2015

Apple iPod Pro: ტექნიკური დეტალების მიმოხილვა


 Apple-მა 9 სექტემბერს ჩატარებულ ღონისძიებაზე ტაბლეტი "iPod Pro" წარმოგვიდგინა, ის მისი წინამორბედებისგან განსხვავებით გამოირჩევა დიდი 12.9 ინჩიანი "Reina" ეკრანით, რომლის რეზოლუცია გახლავთ 2772x2048, ინჩზე 264 პიქსელით.
ტაბლეტში ამჯერად მოთავსებულია Apple-ის წარმოებული 14 ნანომეტრიანი ჩიფსეტი "A9X", რომელიც წინამორბედისგან განსხვავებით 1.8-ჯერ უფრო ძლიერია და თავისუფლად მოგცემთ საშუალებას უყუროთ 4K რეზოლუციის ფილმები და ითამაშოთ 3D თამაშები.

 ტაბლეტის ბატარეა საშუალებას მოგცემთ უყუროთ ვიდეოს, მოუსმინოთ მუსიკას ან იმუშაოთ ინტერნეტში 10 საათის განმავლობაში, ხოლო 4G ვარიანტი 9 სათის განმავლობაში.
 ტაბლეტის კამერა წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი SONY ISX014-ის სენსორით, F2.4 დიაფრაგმით, 43 მეგაპიქსელიანი პანორამის გადაღებით, 3x ციფრული ზუმით,  1080p ვიდეოს გადაღებით და Slo-mo ვიდეოს გადაღებით 120 კადრით წამში. წინა კამერა წარმოდგენილია 1.2 მეგაპიქსელიანი სენსორით, F2.2 დიაფრაგმით და HD ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით.
 ტაბლეტი სიგრძეში 305.7 მილიმეტრია, სიგანეში 220.6 მილიმეტრი და სისქეში 6.9 მილიმეტრი, ტაბლეტის წონა შეადგენს 713 გრამს (4G ვარიანტი 723 გრამს).

ტაბლეტის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 4 გიგაბაიტს, LPDDR4 ტექნოლოგიით.

32 გიგაბაიტიანი ვერსია ღირს 799 ამერიკული დოლარი, 128 გიგაბაიიანი ვერსია ღირს 949 ამერიკული დოლარი და 128 გიგაბაიტიანი ვერსია 4G ქსელების მხარდაჭერით 1079 ამერიკული დოლარი.


 სპეციალურად ამ ახალი ტაბლეტისთვის შეიქმნა "ფანქარი", რომელიც სასარგებლო და გამოყენებადი იქნება დიზაინერებისთვის, თუმცა ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვისაც არ იქნება ცუდი გართობის მიზნით, მაგრამ ფანქარი არ მოყვება ტაბლეტს და მოგიწევთ მისი შეძენა 99 ამერიკულ დოლარის გადახდითა.


No comments:

Post a Comment