კატეგორიები

Thursday, 10 September 2015

Huawei Mate S: ტექნიკური მახასიათებლების მიმოხილვა


Huawei-მ შესანიშნავი ინოვაციური ფლაგმანური სმარტფონი "Mate S" წარმოგვიდგინა ბერლინში გამართულ IFA-ს კონფერენციაზე, ამ სტატიით მინდა დაწვრილებით გაგაცნოთ ამ შესანიშნავი სმარტფონის ტექნიკური მახასითებლები.

 სმარტფონი წარმოდგენილია 2.5 განზომილებიანი 5.5 ინჩიანი AMOLED ONCELL ეკრანით, რომლის გარჩევადობაც გახლავთ FHD, ინჩზე 401 პიქსელით და Gorilla Glass 4-ის დამცავი შუშით.




 სმარტფონი სიგრძეში 149.8 მილიმეტრია, სიგანეში 75.3 მილიმეტრი და სისქეში 7.2 მილიმეტრი. სმარტფონის წონა სულ რაღაც 156 გრამს შეადგენს, ეკრანს კორპუსის წინა მხარეს დაკავებული აქვს 73.9 პროცენტი, რაც კონკურენტებთან შედარებით კომპაქტურია.
 სმარტფონი პირველია, სადაც გამოყენებულია Force Touch ტექნოლოგია (3D სენსორი).
 სმარტფონის კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი 1/3.06 ინჩის ზომის SONY IMX278 RGBW (წითელი, ლურჯი, შავი, თეთრი) სენსორი, სპეციალურად Huawei-ს  DSLR დონის სიგნალს მიმღები პროცესორი, F2,0 დიაფრაგმა, ორმაგი LED განათება OIS(ოპტიკური სურათის სტაბილიზაცია) სტაბილიზაცია. წინა კამერად წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი სენსორი სოფთ განათებით.
 კამერას დამატებულია აქვს HDR+ რეჟიმი, შავის და თეთრის ფილტრი, პროფესიონალური რეჟიმი და კამერის ლინზები დაცულია საფირის შუშით.

 სმარტფონის პროცესორად წარმოდგენილია Huawei-ის წარმოებული 64 ბიტიანი Kirin 935-ის ჩიფსეტი, სადაც ცენტრალურ პროცესორად წარმოდგენილია 4 მაღალი წარმადობის ბირთვი (თითოეული ბირთვის სიხშირე 2.2 გიგაჰერცი) და 4 დაბალი წარმადობის ბირთვი (თითოეული ბირთვის სიხშირეა 1.5 გიგაჰერცი), ბირთვები წარმოდგენილია Cortex A53-ის არქიტექტურით. გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია Mali-T628MP4.
 სმარტფონი წარმოდგენილია ორი სიმბარათის სლოტით, რომლის ერთ სლოტშიც შესაძლებელია 128 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათის მოთავსება. სმარტფონის უკანა პანელზე მოთავსებულია თითის ანაბეჭდის სკანერი, გაუმჯობესებული 2.0 ვერსიით.
სმარტფონი წარმოდგენილია 2700 მილიამპერიანი ბატარიით, 3 გიგაბაიტიანი LPDDR3 ოპერატიული მეხსიერებით, 32/64/128 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით, შესაძლებელია 128 გიგაბაიტიანი მეხსიერების ბარათის მოთავსება, ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია Android 5.1.1 სამომხმარებლო ინტერფეისით EMUI 3.1.





No comments:

Post a Comment