კატეგორიები

Monday 3 August 2015

Sony Xperia C5 Ultra-ს ტექნიკური მახასიათებლები

 SONY-მ წარმოადგინა საშუალო კლასის ფაბლეტი Xperia C5 Ultra, რომელიც წარმოდგენილია 6 ინჩიანი IPS LCD 1080p რეზოლუციის ეკრანით , 8 ბირთვიანი Mediatek-ის 1.7 გიგაჰერციანი პროცესორით, 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 16 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 200 გიგაბაიტით, Bluetooth 4.1, NFC, DLNA სერთიფიკატი, WiFi Hotspot, Glonass, GPS, LTE CAT 4 და ორ სიმიანი ვარიანტი.





 ფაბლეტის წინა და ძირითად კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი IMX214-ის სენსორი, 1080P ვიდეო გადაღება, ავტფოკუსი, HDR რეჟიმი, 22 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით და LED განათებით.
 ფაბლეტს აქვს 2930 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც საუბრის რეჟიმში ძლებს 14 საათი და 24 წუთი, მუსიკის მოსმენის რეჟიმში 60 საათი და 8 წუთი, ვიდეოს ყურების რეჟიმში 8 საათი და ლოდინის რეჟიმში 769 საათი.
 ფაბლეტი სიგრძეში 164.2 მილიმეტრია, სიგანეში 79.6 მილიმეტრი და სისქეში 8.2 მილიმეტრი, წონაში 187 გრამია.

 ფაბლეტი ევროპაში 340-350 ამერიკული დოლარი ეღირება.

No comments:

Post a Comment