კატეგორიები

Monday, 3 August 2015

Sony Xperia M5-ის ტექნიკური მახასიათებლების მიმოხილვა

 SONY-მ წარმოადგინა საშუალო კლასის სმარტფონი Xperia M5, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს საშუალო კლასია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სონის საუკეთო სმარტფონია.
 სმარტფონი წარმოდგენილია 5 ინჩიანი IPS LCD 1080p რეზოლუციის ეკრანით (441 პიქსელი ინჩზე), 8 ბირთვიანი Mediatek Helio X10-ის 2.16 გიგაჰერციანი პროცესორით (გრაფიკული პროცესორი PowerVR G6200), 3 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 16 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 200 გიგაბაიტით, IP65/IP68 სერთიფიკატი წყალ და მტვერ გამძლეობისთვის, Bluetooth 4.1, NFC, DLNA სერთიფიკატი, WiFi Hotspot, Glonass, GPS, LTE CAT 4 და ორ სიმიანი ვარიანტი.


 სმარტფონის ძირითად კამერად წარმოდგენილია 21.5 მეგაპიქსელიანი IMX230-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: 192 ფაზოვანი 0.2 წამიანი ჰიბრიდული ავტოფოკუსი, ISO3200, F2.2 დიაფრაგმა, 4K ვიდეო გ გადაღება (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება), 5x წმინდა ზუმი და LED განათება.
 სმარტფონის წინა კამერად წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი IMX214-ის სენსორი, 1080P ვიდეო გადაღება, ავტფოკუსი, HDR რეჟიმი და F2.2 დიაფრაგმა.


  სმარტფონს აქვს 2600 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც საუბრის რეჟიმში ძლებს 12 საათი, მუსიკის მოსმენის რეჟიმში 63 საათი, ვიდეოს ყურების რეჟიმში 8 საათი და ლოდინის რეჟიმში 671 საათი.
 სმარტფონი სიგრძეში 145 მილიმეტრია, სიგანეში 72 მილიმეტრი და სისქეში 7.6 მილიმეტრი, წონაში 142.5 გრამია.
 სმარტფონი ეღირება 390-400 ამერიკული დოლარი ევროპაში.

No comments:

Post a Comment