კატეგორიები

Sunday, 13 September 2015

"Made For Bond" Sony Xperia Z5, Z5 Premium & Z5 Compact: ტექნიკური მიმოხილვა



SONY-მ Z5 სერიის ფლაგმანური სმარტფონები წარმოგვიდგინა, ამ სტატიით გაგაცნობთ აღნინული სმარტფონების ტექნიკურ დეტალებს დაწვრილებით.


Sony Xperia Z5 Premium

 სმარტფონი პირველია, რომელსაც აქვს 4K რეზოლუციის (2160x3840p) 5.5 ინჩიანი ეკრანი IPS LCD Triluminos და X-Reality ტექნოლოგიით, ინჩზე 807 პიქსელით.
სმარტფონი 4K რეზოლუციას მხოლოდ მაშინ იყენებს, თუ სმარტფონზე გაშვებულია 4K რეზოლუციის ვიდეო, 4K რეზოლუციის თამაში, 4K რეზოლუციის ფოტო ან სხვა რაიმე 4K რეზოლუციის ფაილი, ხოლო სხვა შემთხვევაში სმარტფონის ეკრანი გამოიყენებს 1080x1920 პიქსელ გარჩევადობას, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს ენერგო მოხმარებას. ალბათ დამეთანხმებით, რომ აღნინული ტექნოლოგია იმსახურებს ინოვაციების კატეგორიაში მოხვედრას.


 სმარტფონი სიგრძეში 154.4 მილიმეტრია, სიგანეში 76 მილიმეტრი და სისქეში 7.8 მილიმეტრი, ეკრანი მოთავსებულია კორპუსის 70.4 პროცენტზე, მისი წონა 180 გრამია.
 სმარტფონი დაცულია წყლისგან და მტვრისგან ისტორიაში ყველაზე მაღალი IP65 და IP68 სერთიფიკატით (30 წუთის გამძლეობა 1.5 მეტრის სიღრმის წყალში) და ამას ემატება "nozzle" ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს 3 მეტრის სიღრმის წყალში 3 წუთის გამძლეობას.

  სმარტფონში მოთავსებულია "Qualcomm Snapdragon 810"-ის ჩიფსეტი 8 ბირთვიანი 64 ბიტიანი ცენტრალური პროცესორი 2.0 გიგაჰერც სიხშირით ( 4 მაღალი წარმადობის ბირთვი Cortex A57 2.0 გიგაჰერც სიხშირით და 4 დაბალი წარმადობის ბირთვი Cortex A53 1.5 გიგაჰერც სიხშირით), გრაფიკული პროცესორი "Adreno 430".
 სმარტფონში მოთავსებულია ორმაგი გაგრილების სისტემა, რაც თქვენ სმარტფონს დაეხმარება თავი იხსნას გაცხელებისგან, დღეს ყველაზე საჭირო და ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიაა ორმაგი გაგრილების სისტემა სმარტფონში.
 სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 3 გიგაბაიტს (LPDDR4), ხოლო შესანახი მეხსიერება 32 გიგაბაიტს, მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 200გიგაბაიტით.
ოპერაციულ სისტემად წარმოდგენილია "ანდროიდის" ბოლო ვერსია, რომელიც აუცილებლად განახლდება შემდეგ ვერსიებზე.
 თქვენ შეგეძლებათ სმარტფონი PS4-ის ეკრანად გამოიყენოთ.სმარტფონი ამჯერად წინა თაობის ფლაგმანებთან განსხვავებით წარმოდგენილია ღია წყალ და მტვერ გამძლეო USB პორტით და მაგნიტური დამტენის ტექნოლოგია ამოიღეს.
 რაც შეეხება აუდიო სისტემას, ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მას აქვს 96 კილოჰერციანი, 24 ბიტიანი DSEE HX მაღალი რეზოლუციის HiRes LDAC აუდიო სისტემა, რაც მსგავსი ხარისხის და წარმადობის აუდიო სისტემა ჯერჯერობით არცერთი ბრენდის ფლაგმანურ სმარტფონში არ მოგვეპოვება.
 დაემატა სწრაფი დატენვის ტექნოლოგია, სადაც თქვენ შეგეძლებათ 45 წუთის დატენვის შემდგომ სმარტფონის გამოყენება 1 დღის განმავლობაში და 30 წუთში დატენოთ 60 პროცენტამდე.


 სმარტფონის ძირითად კამერად წარმოდგენილია 1/2,3 ინჩის ზომის 23 მეგაპიქსელიანი IMX300-ის სენსორი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებია: მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელსაც აქვს 192 ფაზოვანი 0.03 წამიანი ჰიბრიდული სუპერ სწრაფი ავტოფოკუსი, ISO12800 ფოტო გადაღებაზე და ISO3200 ვიდეო გადაღებაზე, F2.0 დიაფრაგმა 24 მილიმეტრიანი ფარტო ხედვის კუთხით, G ლინზები 6 ელემენტიანი,  4K ვიდეო  გადაღება HDR რეჟიმში (დამატებულია H.265 ფორმატში ვიდეო გადაღება და ინტელექტუალური სტაბილიზაცია), SteadyShot სტაბილიზაცია, 5x წმინდა ზუმი (Clear Image Zoom), 8x ციფრული ზუმი და Pulse Led განათება.
 წინა კამერად წარმოდგენილია 5.1 მეგაპიქსელიანი კამერა, 25 მილიმეტრიანი ფართო ხედვის კუთხით და SteadyShot სტაბილიზაციით. 
 აღნიშნული სმარტფონს აქვს 3430 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც სონის თქმით 2 დღე საშუალო მოხმარების რეჟიმში გაძლებს, თუმცა ვნახოთ რეალური ტესტები რას მოგვცემს. :)
 სმარტფონს ჩართვა-გამორთვის ღილაკზე აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი.


Sony Xperia Z5

 აღნიშნულ მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებიდან ჩამოვწერ მხოლოდ განსხვავებებს Premium ვარიანტისგან.
 სმარტფონს აქვს 1080p რეზოლუციის  5.2 ინჩიანი ეკრანი IPS LCD Triluminos და X-Reality ტექნოლოგიით, ინჩზე 428 პიქსელით.
 სმარტფონი სიგრძეში 146 მილიმეტრია, სიგანეში 72 მილიმეტრი და სისქეში 7.3 მილიმეტრი, ეკრანი მოთავსებულია კორპუსის 71 პროცენტზე, მისი წონა 154 გრამია.
 აღნიშნული სმარტფონს აქვს 2900 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც სონის თქმით 2 დღე საშუალო მოხმარების რეჟიმში გაძლებს.


Sony Xperia Z5 Compact 


 აღნიშნულ მოდელის ტექნიკურ მახასიათებლებიდან ჩამოვწერ მხოლოდ განსხვავებებს ძირითადი ფლაგმანის Xperia Z5-ისგან.
 სმარტფონს აქვს 720p რეზოლუციის  4.6 ინჩიანი ეკრანი IPS LCD Triluminos და X-Reality ტექნოლოგიით, ინჩზე 323 პიქსელით.
 სმარტფონი სიგრძეში 146 მილიმეტრია, სიგანეში 72 მილიმეტრი და სისქეში 7.3 მილიმეტრი, ეკრანი მოთავსებულია კორპუსის 71 პროცენტზე, მისი წონა 138 გრამია.
 აღნიშნული სმარტფონს აქვს 2700 მილიამპერიანი ბატარეა, რომელიც სონის თქმით 2 დღე საშუალო მოხმარების რეჟიმში გაძლებს. ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 2 გიგაბაიტს.


ფოტო გადაღების ტესტები:






No comments:

Post a Comment