MWC 2017-ღონისძიებაზე კიდევ ერთი ფლაგმანური სმარტფონი LG G6 ვიხილეთ, თუმცა რამდენად შეეფერება მისი ტექნიკური მახასიათებლები 2017 წლის ფლაგმანურ სმარტფონს შევეცდები ამ სტატიაში მოგიყვეთ.
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილებაა არასტანდარტული 18:9 ფორმატის ეკრანის გამოყენება სმარტფონში, რომელიც პირველად LG G6-ში არის გამოყენებული და მიუხედავად იმისა, რომ მას 5.7 დიუმიანი დიაგონალი აქვს(1440x2880p რეზოლუციის), ვიდეო კონტენტი(ფილმები, ვიდეოები და თამაშები) მხოლოდ 5.19 დიუმზე არის გაშვებული! ფაქტობრივად თქვენ გრჩებათ დიდი ზომის გამოუყენებელი ეკრანი, რაც ენერგიის გამოყენების შემთხვაში მოგვცემს არასახარბიელო შედეგს. უკეთესი იქნებოდა LG G6 ყოფილიყო 5.2 დიუმიანი ეკრანის მქონე სმარტფონი სტანდარტულ ზომებში. 18:9 ფორმატის ეკრანის დამსახურებით 5.7 დიუმიანი ეკრანი საკმაოდ კომპაქტურად არის მოთავსებული კორპუსში და ის წინა პანელზე 78.6 პროცენტს იკავებს.
სმარტფონის ეკრანის ტექნოლოგიად წარმოდგენილია Dolby Vision და HDR10 ტექნოლოგიები, რაც სმარტფონის დადებით ტექნიკურ მახასიათებლად ითვლება, თუმცა ის Gorilla Glaas 3-ით არის დაცული, ამ დროს კი სხვა ბრენდები Gorilla Glass 5-ის დაცვით იწონებენ თავს. :)
LG G6-ში წარმოდგენილია 14 ნანომეტრიანი Qualcomm Snapdragon 821-ის ჩიფსეტი, რაც უკვე მოძველებული ვარიანტია, რადგან აღნიშნული ჩიფსეტი გახლავთ წინა წლის ფლაგმანური სმარტფონებისთვის განკუთვნილი და წელს ჩვენ MWC 2017-ზე ვიხილეთ 10 ნანმეტრიანი Qualcomm Snapdragon 835-ის ჩიფსეტზე წარმოდგენილი Sony Xperia XZ Premium-ი.
სმარტფონს ორმაგი კამერა აქვს, ორივე კამერის სენსორი Sony IMX258-ის სერიის 1/3.06 დიუმის ზომის სენსორი გახლავთ, 1.12 მიკრონი პიქსელის ზომით. ერთ კამერაზე წარმოდგენილია F1.8 დიაფრაგმიანი ლინზა ფაზოვანი ავტოფოკუსით და მეორე კამერაზე F2.4 დიაფრაგმიანი ლინზა ავტოფოკუსის გარეშე, ასევე წინა ფლაგმანური სმარტფონის მსგავსად აქ აღარ გვხდება ლაზერული ავტოფოკუსი. მინდა ავღნიშნო, რომ Sony IMX258-ის სენსორს იყენებენ ბიუჯეტურ სმარტფონებში და ზოგ შემთხვევაში წინა კამერადაც კი. ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯია კამერის ტექნოლოგიების თვალსაზრისით, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მის დახვეწილ კამერის აპლიკაციას, კამერის გადაღების ხარისხით უკმაყოფილო არ იქნებით.
წინა კამერის შემთხვევაშიც იგივე ვარიანტი გვხდება და G6 წარმოდგენილია 5 მეგაპიქსელიანი სენსორი F2.2 დიაფრაგმით, მაშინ, როდესაც G5-ში წარმდგენილია 8 მეგაპიქსელიანი სენსორი F2.0 დიაფრაგმით.
ტოპ ბრენდების ფლაგმანურ სმარტფონებში მხოლოდ LG გვთავაზობს 32 ბიტიან აუდიო სისტემას, თქვენ გექნებათ Hi-Res აუდიო ფაილის მოსმენის საშუალება ამჯერად უფრო ხარისხიანად, ვიდრე ეს 24 ბიტიან Hi-Res აუდიო ფაილის შემთხვევაში იყო.
საერთო ჯამში შეიძლება ითქვას საკმაოდ კარგი სმარტფონია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მის ფასს(750-800 ევრო), მაშინ ამ სმარტფონის შეძენა ნამდვილად არ ღირს, რადგან თქვენ აღნიშნულ ფასში ან კიდევ უფრო იაფად მოგეცემათ საშუალება შეიძინოთ Sony Xperia XZ Premium-ი, Samsung Galaxy S8, Huawei P10 Plus-ი ან ორჯერ უფრო იაფად იგივე მახასიათებლების OnePlus 3T.
No comments:
Post a Comment