Sony-მ სელფის მოყვარულებს კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალო კლასის სმარტფონი Xperia XA Ultra დაუმზადა, რომელი წარმოდგენილია 6 დიუმიანი FHD რეზოლუციის 2.5D ეკრანით.
სმარტფონის შემადგენლობაში ასევე შედის 6 ლინზიანი 21.5 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა 1/2.4 სენსორით, 192 ფაზიანი ჰიბრიდული ავტოფოკუსით, 5X უდანაკარგო ზუმით და Steady-Shot სტაბილიზიაცია (ელექტრონულ-ოპტიკური). წინა კამერად წარმოდგენილია 6 ლინზიანი 16 მეგაპიქსელიანი კამერა 1/2.6 სენსორით, 88 გრადუსიანი ხედვის კუთხით, LED განათებით და OIS სტაბილიზაციით (ოპტიკური სტაბილიზაცია).
.
აღნიშნული სმარტფონის ჩიფსეტი გახლავთ Mediatek Helio P10 (8 ბირთვიანი 64 ბიტიანი ცენტრალური პროცესორი და Mali-T860-ის გრაფიკული პროცესორი).
ბატარეა წარმოდგენილია Qnovo-ს ტექნოლოგიის 2700 მილიამპერიანი, რომელიც საშუალო მოხმარების რეჟიმში გაძლებს 2 დღეს. ასევე წარმოდგენილია ბატარიის დამზოგავი ტექნოლოგია STAMINA-MODE და სწრაფი დატენვის ტექნოლგოა Qualcomm Quick Charge 3.0, რომელიც 30 წუთში ტენის 83 პროცენტამდე და 10 წუთში დატენვის შემთხვევაში აქტირუ რეჟიმში 5.5 საათს გაძლებს.
ოპერატიულ მეხსიერება გახლავთ 3 გიგაბაიტი, შესანახი მეხსიერება 16 გიგაბაიტი (აქედან 5 გიგაბაიტი სისტემას უკავია), მეხსიერების გაზრდა შეგიძლიათ 200 გიგაბაიტით ან 2 ტერაბაიტით, წარმოდგენილია FM რადიო და ორ სიმიანი ვარიანტი.
სმარტფონი სიგრძეში 164 მილიმეტრია, სიგანეში 79 მილიმეტრი და სისქეში 8.5 მილიმეტრი. ეკრანი კორპუსის წინა მხარეს 76.55 პროცენტს იკავებს, რაც სმარტფონს კომპაქტურს ხდის.
No comments:
Post a Comment