Zenfone 3 წარმოდგენილია 5.5 დიუმიანი Super IPS+ FHD რეზოლუციის 2.5D ეკრანით, 3000 მილიამპერიანი ბატარიით, 14 ნანომეტრიანი Qualcomm-ის Snapdragon 625-ის ჩიფსეტით, 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით, 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით და 128 გიგაბაიტიანი მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობით. მის შემადგენლობაში ასევე შედის 100 გიგაბაიტიანი ღრუბლოვანი მეხსიერება Google Drive-ზე, USB Tupe C, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი, Quick Charge 3.0 სწრაფი დატენვის ტექნოლოგია, 5 სპიკერი, Hi-Res აუდიო სისტემა და ანდროიდ M ოპერაციული სისტემა.
კამერად წარმოდგენილია 16 მეგაპიქსელიანი Sony IMX298-ის სენსორი 6 ლინიზით, 4 არხიანი ოპტიკური სტაბილიზაციით, 3 არხიანი ელექტრონული სტაბილიზაციით, ლაზერული ავტოფოკუსით, 192 ფაზიანი ავტოფოკუსით, პუნქტუალური ავტოფოკუსით (ავტოფოკუსების სისწრაფეა 0.03 წამში), ფერთა აკურატულად აღქმის სენსორით, ორმაგი განათებით, F2.0 დიაფრაგმით, 4K ვიდეოს გადაღებით და კამერა დაცულია საფირის შუშით. წინა კამერად 8 მეგაპიქსელიანი სენსორია წარმოდგენილი F2.2 დიაფრაგმით.
აღნიშნული სმარტფონის ფასი 250 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ბევრად მძლავრი მოდელი Zenfone 3 Deluxe წარმოდგენილია 5.7 დიუმიანი Super AMOLED ეკრანით, Qualcomm Snapdragon 820-ის ჩიფსეტით, 23 მეგაპიქსელიანი Sony IMX318-ის კამერით, 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით და 256 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერებით. აღნიშნული მოდელის ფასი 500 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
No comments:
Post a Comment