კატეგორიები

Friday, 30 October 2015

Motorola Moto X Play: საუკეთესო გადაწყვეტილება 300 ამერიკულ დოლარზე ნაკლები ღირებულების სმარტფონებში და უფრო ძვირიანებშიც


მაინტერესებდა სმარტფონების სამყაროში, რომელი სმარტფონი შეესაბამებოდა ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად დიდი თანხის არ დახარჯვის შემთხვევაში და საუკეთესო ვარიანტად ჩავთვალე Motorola Moto X Play, რომელიც 250-იდან 300 დოლარის ფარგლებში არის ყიდვა შესაძლებელი.
 სმარტფონი წარმოდგენილია 5.5 ინჩიანი IPS LCD ეკრანით, რომლის გარჩევადობაა 1080x1920 პიქსელი, ინჩზე პიქსელების რაოდენობაა 403, ეკრანი დაცულია Gorila Glass 3-ით.


  სმარტფონის შესანახ მეხსიერებად წამოდგენილია 16 და 32 გიგაბაიტიანი ვარიანტები, ხოლო ოპერატიულ მეხსიერებად 2 გიგაბაიტიანი ვარიანტი მხოლოდ, შესაძლებელია მეხსიერების გაზრდა 128 გიგაბაიტით.
  სმარტფონის პროცესორად წარმოდგენილია  Qualcomm Snapdragon 615, 8 ბირთვიანი 1.7 გიგაჰერც სიხშირით (გრაფიკული პროცესორი Adreno 405, 550 მეგაჰერც სიხშირით).
  სმარტფონის ძირითადი კამერა წარმოდგენილია 21.4 მეგაპიქსელიანი SONY IMX230-ის სენსორით, F2.0 დიაფრაგმით, ფართო ხედვის კუთხით, 192 ფაზიანი სწრაფი ავტოფოკუსით და ორმაგი განათებით.
მოცემულია ფოტო გადაღების ტესტი

პანორამა


წინა კამერა 5 მეგაპიქსელიანი სენსორით, F2.2 დიაფრაგმით და ფართო ხედვის კუთხით.
ფოტო გადაღების ტესტი

  სმარტფონის შემადგენლობაში აგრეთვე შედის 3630 მილიამპერიანი ბატარეა, რადიო, ციფრული ტელევიზია, ორი სპიკერი და ორი მიკროფონი.
GSMArena-ს ბატარიის ტესტი

  სმარტფონი სიგრძეში 148 მილიმეტრია, სიგანეში 75 მილიმეტრი და სისქეში 8.9-10.9 მილიმეტრი. მისი წონა 169 გრამს შეადგენს.
სმარტფონის კორპუსი დაცულია წყლის წვეთების ან მოულოდნელად წყლის გადასხმისგან IP52-ის სერთიფიკატით.

No comments:

Post a Comment