კატეგორიები

Saturday, 24 January 2015

Samsung Galaxy S6/Galaxy S6 EDGE/Galaxy S6 Active: ტექნიკური მონაცემების და გამოსვლის თარიღი

MWC არის მობილურების მსოფლიო კონფერენცია, სადაც სხვადასხვა კომპანიები წარმოდგვიდგენს  მობილურ მოწყობილობებს. 2015 წლის მობილურების მსოფლიო კონფერენცია 2-5 მარტს ჩატარდება ბარსელონაში. Samsung-ის მობილური მოწყობილობების კონფერენცია ჩატარდება 2 მარტს.
ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციები გვაუწყებენ, რომ სმარტფონს ექნება 5.1 ინჩიანი ეკრანი QHD რეზოლუციით, ნახევრად მეტალის კორპუსი, 20 მეგაპიქსელიანი მთავარი და 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა ,არ გამოიყენებს 8 ბირთვიანი პროცესორი “Snapdragon 810″(4 მაღალი წარმადობის Cortex-A57 არქიტექტურის ბირთვებით 2 გიგაჰერც სიხშირით და 4 შედარებით დაბალი წარმადობის  Cortex-A53 არქიტექტურის ბირთვებით 1.5 გიგაჰერც სიხშირით) და გამოიყენებს 14 ნანომეტრიან “Exynos 7″(4 მაღალი წარმადობის Cortex-A57 არქიტექტურის ბირთვებით 1.9 გიგაჰერც სიხშირით და 4 შედარებით დაბალი წარმადობის  Cortex-A53 არქიტექტურის ბირთვებით 1.3 გიგაჰერც სიხშირით), 3GB ან 4GB ოპერატიული მეხსიერება, 32GB შესანახი მეხსიერება, მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა,წინა ფლაგმანის მსგავსად არ ექნება IP67 სერთიფიკატი (გულისხმობს მტვრისგან და წყლისგან დაცვას), 2550 მილიამპერიანი ბატარეა ოპერაციული სისტემა “Android 5.0″
Galaxy S6-ში თითის ანაბეჭდის სკანერი ამჯერად iPhone 6-ის მსგავსად ღილაკზე ექნება, კანტები მეტალის და უკანა პანელი შუშის.
Galaxy S6 EDGE-ის მონაცემები მსგავსი იქნება “S6″-ის, განსხვავება იქნება ეკრანის ტექნოლოგიაში, მას Note EDGE-ს მსგავსად მომრგვალებული ეკრანი ექნება, ამჯერად ორივე გვერდზე.
Galaxy S6 Active-ის მონაცემები მსგავსი იქნება “S6″-ის, თუმცა მას ექნება დაცვა წყლისგან და მტვრისგან.
Samsung-ი “Motorola Moto 360″-ის ფორმის ჭკვიან საათსაც წარმოგვიდგენს.
კომპანია ფლაგმანურ და ბიუჯეტურ ტაბლეტებსაც წარმოგვიდგენს, თუმცა მათი ტექნიკური მონაცემები ჯერჯერობით უცნობია.